თავში

13 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

13 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
13 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

დღე საკმაოდ წარმატებულია თქვენთვის, ჩართული იქნებით მთლიანად მოლაპარაკებებსა თუ პირად საკითხებში. გარშემომყოფებისთვის გადამდებია თქვენი მუხტი, ამიტომ გაითვალისწინეთ, რომ ყველაფერი თქვენს ხელთაა.

კურო

ეცადეთ დღე მაქსიმალური შემართებით დაიწყოთ. არანაირი სიზარმაცე და უხასიათობა. ფინანსურ ოპერაციებსა და პირადულ საკითხებში იყავით დამოუკიდებელი, მეტად ენდეთ საკუთარ ინტუიციას.

ტყუპები

კარგი იქნება თუ დღეს თავშეკავებული იქნებით გარშემომყოფების მიმართ, მეტ ლმობიერებას გამოიჩენთ. ყველაფერი მოგვარებადია, მთავარია მოთმინება, თქვენი ბრწყინვალე გონების წყალობით ნებისმიერი სიტუაციიდან იპოვნით გამოსავალს.

კირჩხიბი

მეტად დაისვენეთ, ნუ გადაიტვირთებით, შესაძლოა მცირე პრობლემებმაც იჩინოს თავი, რის გამოც იმედგაცრუებული დარჩებით. თუმცა ეს დროებითია, ამიტომ გამოიჩინეთ მეტი ოპტიმიზმი საკუთარი თავის რწმენა!

ლომი

ნაყოფიერი დღეა, თამამად იმოქმედეთ, გააანალიზეთ რამდენად სწორი გზით მიდიხართ რჩეულ გზაზე, გადახედეთ თქვენს გეგმებსა და სტრატეგიას. მოუფრთხილდით თქვენს დროსა და ძალებს.

ქალწული

საქმიანი კუთხით საკმაოდ წარმატებული დღეა, იყავით მყარი თქვენი პოზიციების დაფიქსირებისას. აი პირად სასიყვარულო საკითხებს რაც შეეხება, ეცადეთ გარჩევები შემდეგი დღეებისთვის გადაიტანოთ,  იყავით მეტად მოზომილი.

სასწორი

უმჯობესია დღე თქვენთვის ნაცნობ გარემოსა და ადამიანებთან ერთდ გაატაროთ. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. აკეთეთ საქმე რომელიც გსიამოვნებთ.

მორიელი

ხელსაყრელია ეს დღე სამსახურს მიუძღვნათ, გადახედოთ ძველ არშემდგარ პროექტებს, დაიცავით ზომიერება ურთიერთობებში, ეცადეთ თქვენს თავს სხვისი თვალით შეხედოთ.

მშვილდოსანი

შემოქმედებით მშვილდოსნებს ამ დღეს შესაძლოა მუზა ეწვიოს. ამოალაგეთ საღებავები, გადახედეთ თქვენს ძველ ნაწერებს, გააგრძელეთ ადრე დაწყებული საქმიანობა.

შესაძლოა დღის განმავლობაში გარკვეულმა პრობლემებმა იჩინოს თავი, თუმცა მეგობრებისა და კოლეგების დახმარებით ყველაფერს გაუმკლავდებით.

თხის რქა

დღის მთავარი პრინციპია ზომიერება. ნუ მიიღებთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს, ეცადეთ კოლეგებისა და საყვარელი ადამიანების მიმართ მეტი სირბილე და  სითბო გაოიჩინოთ.

მერწყული

დღეს ეცადეთ საკუთარ განწყობასა და  ჯანმრთელობაზე იზრუნეთ, თუმცა კარგი იქნება თუ დროს დაუთმობთ თქვენს გარშემომყოფებსაც. იყავით გახსნილი, სუფთა ზრახვებსა და საქმიანობაში.

თევზები

კარგია დღეს შემოქმედებით საქმიანობის თევზებისთვის, ასევე წარმატებული შეიძლება იყოს ზოგიერთისთვის განსაკუთრებით სამსახურთან დაკავშირებულ საკითხებში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system