თავში

13 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

13 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
13 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარე თევზების ზოდიაქოს ნიშანშია.

ვერძი

ნუ შეეცდებით ვინმესთვის თვალის ახვევას ან რაიმეს გასაიდუმლოებას. დიდი ალბათობით სრულიად მოულოდნელად ყველაფერი სააშკარაოზე გამოვა და გაცხადდება.

კურო

დღეს შეიძლება მომრიგებლის როლში აღმოჩნდეთ დაპირისპირებულ, მტრულად განწყობილ ადამიანებს შორის, გარემოებიდან გამომდინარე ეს სიტუაცია თქვენზეც აისახება და წნეხის ქვეშ აღჩნდებით.

ტყუპები

დაიჭირეთ დრო, სწორად შეაფასეთ თქვენი ქმედებები და გააანალიზეთ ის რასაც მიაღწიეთ, ეს დაგეხმარებათ დაინახოთ შესაძლო შეცდომები და მიზნებისკენ წარმატებულად გადანგრძოთ სვლა.

კირჩხიბი

გათავისუფლდით სტერეოტიპებისაგან, იმოქმედეთ გაბედულად და არასტანდარტულად. ცხოვრება თქვენგან ახალ იდეებს, კრეატიულობას და ნოვატრულ მიდგომებს მოითხოვს.

ლომი

დიდი ალბათობით მთელ დღეს წვრილმანი გაუგებრობების გარკვევა-მოგვარებას დაუთმობთ, შესაძლოა ეს ეხებოდეს პირად თემებს ან სხვა საკითხებს, თუმცა მეორე დღეს ამ ყველაფერს არავითარი აზრი აღარ ექნება.

ქალწული

გაიხსენეთ ძველი შეცდომები და შეჩერდით სანამ ნაბიჯს გადადგავთ. თვალი გაუსწორეთპრობლემებს და ნუ გაექცევით მათ, თქვენი გამოცდილება და გონიერება თავიდან აგაცილებთ შეცდომებს.

სასწორი

გაუზიარეთ თქვენი ეჭვები ახლო მეგობრებს და შეეცადეთ გაერკვეთ თქვენს გრძნობებსა თუ განცდებში. დროა დაფიქრდეთ და უარი თქვათ იმ საქმეზე, რასაც იძულებით აკეთებთ და საკუთარ თავს ეწინააღმდეგებით.

მორიელი

თავი შეიკავეთ უცხო ადამიანებთან ურთიერთბისგან და ნაკლები ისაუბრეთ, შესაძლოა თქვენი ნათქვამი არასწორად გაიგონ და უსიამოვნებები მოგიტანონ. არ ღირს ახალი იდეებისა და ინიციატივების გამომზეურება.

მშვილდოსანი

კარგი დღეა ხელშეკრულებების დადებისა და მოლაპარაკებებისთვის, ზომიერად რისკიც გამართლებული და მისაღებია, თუმცა საჭროა სიფრთხილე, არ მოადუნოთ და დიდი იმედები არ დაამყაროთ ირგვლივმყოფებზე.

თხის რქა

დადგებით ფაქტის წინაშე და იძლებული იქნებით კორექტივები შეიტანოთ თქვენს სამოქმედო გეგმებში რეალობისა და ვითარების გათვალსწინებით დროა გათავისუფლდეთ ილუზიებისა და დაბენულებისგან და წინ გადადგათ ნაბიჯი.

მერწყული

თუ გონიერებასა და მოთმინებას გამოიჩენთ, ყოველგვარ ეჭვებს იოლად გაუმკლავდებით. კამათი და დაპირისპირება, უნდობლობა და გარჩეები მხოლოდ გააღრმავებს გაუგებრობებს და კონფლიქტს ვერ აცდებით.

თევზები

ტაქტისა და კეთილგანყობის დახმარებით გარშემომყოფი სწორად გაგიგებენ. თუ არ გაითვალისწინებთ სხვათა მოსაზრებებს და გრძნობებს შესაძლოა ურთიერთობებში პრობლემები გაჩნდეს.

მასალა მომზადებულია ასტროლოგ ქეთი ოდიშელის მიერ 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system