თავში

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მე-10-11 დღე. დილა იღბლის შანსს იძლევა , მაგრამ ასევე ინარჩუნებს უბედურების, გაჭირვების და დანაკარგის რისკს (ძირითადად, ეს ვერძის ნიშანში დაბადებულებს ეხებათ მთვარის იმპულსურობის გამო). დღის მეორე ნახევარი უფრო პროდუქტიულია მთვარისა და მერკურის ტრიგონის წყალობით. შესაძლებელია ფინანსური სიახლეები. იღბლის გასაღები იქნება პრაქტიკულობა და კომუნიკაბელურობა, ისევე როგორც ეკონომიურობა.

დღის მეორე ნახევრისთვის უმჯობესია დაგეგმოთ მოლაპარაკებები, შესყიდვები, ანგარიშსწორებები, მოკლე მოგზაურობები, შეხვედრები.

ვერძი

ნაყოფიერი დღეა, განსაკუთრებით, დღის მეორე ნახევარი და ფინანსური საკითხების კუთხით. შესაძლოა გადაჭრათ ისეთი პრობლემური საკითხი რომლის მოგვარებაც დიდი ხანია გინდოდათ.

კურო

მოერიდეთ საეჭვო ადამიანებთან კომუნიკაციას. სასურველია დღე თქვენს საყვარელ ადამიანთან ერთად გაატაროთ.

ტყუპები

მოერიდეთ ზედმეტ ხარჯებს, დაიცავით ზომიერება და ამავე დროს სიმტკიცე. კარგია დღე სხვადასხვა ტიპის შეხვედრებისთვის.

კირჩხიბი

მეტი დრო დაუთმეთ ოჯახის წევრებსა და საყვარელ ადამიანებს. საქმიან სფეროში კი უმჯობესია გუნდურ პრინციპებს დაეყრდნოთ.

ლომი

დღეს შესაძლოა უფროსებისგან შექებაც დაიმსახუროთ. ნაყოფიერი დღეა სხვადასვხა მოლაპარაკებებისა და პროექტების სფეროში. აი საღამოს კი შეგიძლიათ მეფურად დაისვენოთ.

ქალწული

დიპლომატია და სიმშვიდე ამ დღის მთავარი მოთხოვნაა. საჭიროებისამებრ დახმარებისთვის შეგიძლიათ მიმართოთ თვენს ერთგულ, უკვე გამოცდილ მეგობრებსა თუ კოლეგებს.

სასწორი

ყურადღება მიაქციეთ ინფორმაციებს, რადგან ამ დღეს მიღებული შეტყობინებები მნიშვნელოვანი იქნება პერსპექტივაში.

მორიელი

თავი შეიკავეთ რადიკალური ცვლილებებისა და სარისკო ქმედებებისგან. დღის მეორე ნახევარში შესაძლოა სასიამოვნო საჩუქარი მიიღოთ.

მშვილდოსანი

შესაძლოა ყველაფერი ისე არ განვითარდეს როგორც დაგეგმილი გქონდათ, თუმცა მთავარია განწყობა! ოპტიმიზმი თქვენი მთავარია „იარაღია“.

თხის რქა

გარკვეული გაუგებრობები შესაძლოა თქვენს გეგმებზე ცუდად აისახოს, გამოიჩნეთ მეტი სიმშვიდე.

მერწყული

უსიამოვნო დღის დასაწყისი მშვენიერი პერსპექტივებითა და მხიარული ატმოსფეროთი შეიცვლება. საღამოს მეტად დაისვენეთ და დრო ძალების აღდგენას დაუთმეთ.

თევზები

შემოიფარგლეთ ყოველდღიური საქმიანობით, მეტი დრო დაუთმეთ სამსახურს. შეიქმენით პოზიტიური განწყობა და მეტად გახალისდით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system