თავში

14 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

14 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
14 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ყურადღება მიაქციეთ ნებისმიერი სახის ინფორმაციას, რადგან ეს დაგეხმარებათ სწორად და რეალურად შეაფასოთ მოვლენები თქვენს ირგვლივ. ამიტომ თქვენი ქმედება იქნება მოზომილი და ეფექტური.

კურო

სასიკეთოა დღეს უცხოელ კოლეგებთან აზრთა გაცვლა-გამოცვლა, წარმატებულია ასევე სარეკლამო საქმიანობა, მოლაპარაკებები და კომუნიკაციები.

ტყუპები

სასიყვარულო საქმეებში აქტიურობის დროა. თუმცა ინიციატორი თქვენ არ იქნებით. გათავისუფლდით ყოველგვარი დრომოჭმულისა და უსარგებლოსგან.

კირჩხიბი

მზად იყავით კრიტიკისა და ულტიმატუმებისთვის. თუმცა თქვენს სივრცეში გამოჩნდება ახალი ადამიანები საინტერესო წინადადებებით.

ლომი

უამრავი დაგროვილი საქმე სახლსა თუ სამსახურში დიდ ძალისხმევას მოითხოვს, მაგრამ რუტინული შრომა გამაღიზიანებელი და მომაბეზრებელია. თქვენ შეძლებთ რამდენიმე ენერგიული შეტევითა და ოპტიმისტური განწყობით ყველაფრის მოგვარებას.

ქალწული

სასურველია ხშირად გამოჩნდეთ პარტნიორთან ერთად სხვადასხვა ღონისძიებებზე თუ საღამოებზე, თქვენ გელით სასიამოვნო ემოციები.

სასწორი

დაასრულეთ ადრე დაწყებული საქმეები. განსაკუთრებით ეს ეხება სამშენებლო და სარემონტო სფეროს, გააანალიზეთ და სწორად გათვალეთ ხარჯები და ბიუჯეტი.

მორიელი

აქტიურდება საქმიანი კონტაქტები და კავშირები, ისინი დიდ როლს ითამაშებს მიმდინარე საკითხების ეფექტურად მოგვარებაში.

მშვილდოსანი

შეასრულეთ ძველი დაპირებები, ერიდეთ სპონტანურობას, ოჯახის წევრებთან ურთიერთობა პოზიტივით აგავსებთ.

თხის რქა

ოპტიმისტური განწყობა დაგეხმარებათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ნებისმიერ საქმიანობაში. ერიდეთ ავანტიურულ ქმედებას.

მერწყული

შესაძლოა სწორედ დღეს შეიძინოთ დიდი ხნის ნანატრი ნივთი, მიწის ნაკვეთი ან გადაწყვიტოთ პრობლემები რომელიც ამ საკითხებს უკავშირდება.

თევზები

კარგი დროა მოკლე თუ გრძელვადიანი პროექტების დასაგეგმად. ყურადღება მიაქციეთ ყველა სიახლეს, რომელიც შეიძლება დაგეხმაროთ თქვენს საქმიანობაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system