თავში

14 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

14 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი
14 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

სასიკეთო დღეა მნიშვნელოვანი საქმეების მოსაგვარებლად. შესაძლოა ახალი შემოთავაზებით მოგმართონ, რომელიც პერსპექტივაში საკმაოდ მომგებიანი აღმოჩნდება.

კურო

დღეს შეგიძლიათ თავს დასვენებისა და მოდუნების საშუალება მისცეთ, მაგრამ მეგობრების გარემოცვაში განტვირთვა ჯობს, რადგან ისინი საინტერესო იდეებს გაგიზიარებენ.

ტყუპები

ამაღლებული განწყობა და ენერგოტონუსი ხელს გიწყობთ ნებისმიერ საქმიანობაში წარმატებით იასპარეზოთ, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ სჯობს ერთ კონკრეტულ საკითხზე კონცენტრირდეთ.

კირჩხიბი

იყავით ფრთხილი და დაკვირვებული, შეინარჩუნეთ სიმშვიდე, იმოქმედეთ სტრატეგიულად და კარგად დაფიქრდით სანამ იმოქმედებთ.

ლომი

იყავით ზომიერი და გადაანაწილეთ დრო მნიშვნელოვან საქმეებზე. გადახედეთ ახლო წარსულს და გააანალიზეთ თითოეული წარუმატებელი ნაბიჯი.

ქალწული

დიპლომატია და დროის ეფექტური გამოყენება აი, რა გჭირდებათ დღეს. სასიკეთოდ წარიმართება მნიშნელოვანი მოლაპარაკებები და შეხვედრები.

სასწორი

ნუ მოექცევით სხვისი ზეგავლენის ქვეშ, მოუსმინეთ გარშემომყოფებს, მაგრამ გადაწყვეტილება ნებისმიერი საკითხში თავად მიიღეთ.

მორიელი

დაკავდით საოჯახო საქმეებით, მეტად იყავით ჩართული ბავშვების აღზრდისა და განათლების საკითხებში, ახლა ყველაზე მეტად გჭირდებათ თქვენთვის ძვირფას ადამიანებთან კონტაქტი.

მშვილდოსანი

თქვენი მთავარია იარაღი ოპტიმიზმი, პოზიტიური განწყობა და იმის განცდაა, რომ ყველაფერი რაც ხდება გარკვეულ იდეას ემსახურება, ამიტომ ნუ დაწვრილმანდებით და შეხედეთ მოვლენებს დამკვირვებლის თვალით.

თხის რქა

დღე აქტუალურია პირად-სასიყვარულო კუთხით, შესაძლოა ძველი ტრფობის ობიექტს შეხვდეთ, ან საქმიდან გამომდინარე მოგიწიოთ კომუნიკაცია, ნუ დაღონდებით, საუკეთესო ყველაფერი წინ გაქვთ.

მერწყული

იყავით დაკვირვებული, მიაქციეთ ყურადღება მინიშნებებს. გადით ბუნებაში, ეს დაგეხმარებათ ენერგო-ტონუსის ამაღლებასა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაში.

თევზები

მოულოდნელობების დღეა, მაგრამ ნუ დაღონდებით, სიურპრიზები მეტწილად სასიამოვნო სახის იქნება. თუ გინდათ იყოთ ბედნიერი, გახსოვდეთ რომ ნებისმიერ ვალდებულებაზე მაღლა საკუთარი თავის სიამოვნება უნდა დააყენოთ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system