თავში

14 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

14 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
14 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარე ღამით ვერძის ზოდიაქოს ნიშანში გადადის.

უგეზო მთვარეა 11:29 დან - 19:54 მდე; ამ დროს წამოწყებული საქმეები დიდი ალბათობით შედეგს არ გამოიღებს, ასევე არ არის სასურველი სამედიცინო მანიპულაციების ჩატარება.

ვერძი

დღეს სჯობს თავი გაარიდოთ სხვადასხვა გარჩევებსა და პრობლემურ საკითხებში ჩართვას, თუმცა თქვენი მოსაგვარებელი საქმე თქვენვე უნდა მოაგვაროთ უახლოეს მომავალში.

კურო

საუკეთესო იქნება თუ თქვენს ბობოქარ ემოციებს სწორ მიმართულებას მოუძებნით, მთავარია არ აჰყვეთ ნეგატიურ მუხტს, რადგან ამგვარად თქვენც დაზარალდებით და ირგვლივმყოფებსაც მიაყენებთ ზიანს.

ტყუპები

ღრუბლებში როგორც არ უნდა დაფრინდავდეთ სადღაც გონების სიღრმეში ფხიზლობს პრაქტიკულობა და ანგარიშიანობა, რომელიც საშუალებას არ მოგცემთ შეცდომები დაუშვათ.

კირჩხიბი

სასურველია თავისუფალი დრო დაუთმოთ მეგობრებთან ურთერთობებს თუნდაც სოციალური ქსელით ან ახალ ნაცნობებთან საინტერესო საუბრებს. დღეს ნამდვილად არ ხართ სერიოზული საქმეებისთვის განწყობილი.

ლომი

ნუ დაიწყებთ საკუთარი თავის კრიტიკას და ნუ მოითხოვთ საკუთარი თავისგან ძალიან ბევრს. უბრალოდ, საკმარისია გადაერთოთ სამომავლო გეგმებზე და აღარ დაუბრუნდეთ მეტად ასეთ თემას.

ქალწული

სწორად განსაზღრეთ თქვენი გეგმების განხორციელების ნაბიჯები, ყურადღება მიაქციეთ თითოეულ დეტალს, მოქმედებისთვის და მნიშვნელოვანი სხვა საქმეების განხორციელებისთვის ჯერ შესაფერისი დრო არ არის.

სასწორი

დღეს ადვილად მოთოკავთ ნეგატიურ ემოციბს და მშვიდი იერით მოიგერიებთ გარშემომყოფთა უადგილო შენიშვნებსა და გამოხტომებს, თუმცა ეცადეთ გულში წყენა არ ჩაიდოთ და დროულად გაარკვიეთ გაუგებრობები.

მორიელი

შესაძლოა თავს მოგახვიონ სხვისი ვალდებულებები, თუმცა თქვენი დიპლომატიურობისა და ინტუიციის კარნახით იოლად დაიძვრენთ თავს ახალი პასუხისმგებლობისგან და მშვიდად განაგრძობთ თქვენს გზას.

მშვილდოსანი

ყურადღებით მოიფიქრეთ სამოქმედო გეგმა, განსაზღვრეთ საქმის ყოველი დადებითი და უარყოფითი შედეგი, გაითვალისწინეთ რეალობა და ნუ აჰყვებით ნაჩქარევად მხოლოდ თქვენს სურვილებს, არ გადაუხვიოთ არჩეული გზიდან.

თხის რქა

დღეს უჩვეულოდ მეოცნებე და ნათელი იდეებით სავსე ხართ, თუნდაც ვერც ერთი იდეა ვერ აქციოთ სინამდვილედ , ეს განწყობა დიდხას დარჩება თქვენს გულში და ბედნიერად გაგრძნობინებთ თავს.

მერწყული

პრობლემები ფინანსური საკითხებისა და ურთიერთობების შესახებ სულს აგიფორიაქებთ, დიდი ძალისხმევა დაგჭირდებათ შეინარჩუნოთ სიმშვიდე და იპოვნოთ გამოსავალი. იყავით უფრო მოქნილი და გულახდილი მეგობრებთან.

თევზები

ნუ ჩაიკეტებით საკუთარ თავში და ნუ ჩაიდებთ წყენას გულში, სჯობს პირისპირ გულახდილად თქვათ სათქმელი და არ გააამწვავოთ სიტუაცია. მოუფრთხილდით თქვენთვის ძვირფას ადამიანებს.

მასალა მომზადებულია ასტროლოგ ქეთი ოდიშელის მიერ 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system