თავში

15 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

15 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
15 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

უგეზო მთვარეა 00:01დან - 03:35 მდე; შესაბამისად ამ დროს წამოწყებული საქმეები დიდი ალბათობით შედეგს არ გამოიღებს, ასევე არ არის ამ დროს რეკომენდებული სამედიცინო მანიპულაციების ჩატარება.

ვერძი

დღეს შესაძლოა კოლეგებთან საქმიანი თემების განხილვამ ახალ დასკვნებადე მიგიყვანოთ და მათთან ერთად საერთო გეგმაც შეიმუშაოთ. მტკიცედ ჩამოაყალიბეთ თქვენი აზრი, პოზიცია და ისე იმოქმედეთ.

კურო

ყურადღება მიაქციეთ ყოველ დეტალსა თუ წვრილმანს, დინჯად და გააზრებით მოეკიდეთ მცირე ხარვეზებს და აკონტროლეთ მიმდინარე მოვლენები.

ტყუპები

გამოიჩონეთ ძალისხმევა და აღადგინეთ ბალანსი, იმუშავეთ თავდაჯერებულობაზე და ეცადეთ მიიღოთ ნებისმიერი არსებული სიტუაცია, რათა იმოქმედოთ სწორად და ეფექტურად.

კირჩხიბი

შექმნილი გარემოება ნათლად დაგანახებთ თქვენი პროექტებისა და გეგმების ნაკლოვანებებს. შესაძლოა ეს თქვენი ზედმეტი ნდობითაც იყოს გამოწვეული. უსმინეთ ახლობელთა რჩევას.

ლომი

მეტი დრო დაუთმეთ დასვენებას და ენერგიის აღდგენას, სასიკეთოა ფიზიკური გამაჯანსარებელი ვარჯიშების დაწყება. ისეირნეთ, მეტი დრო დაჰყავით სუფთა ჰაერზე.

ქალწული

იზრდება თქვენი ინტერესების სფერო, ფართოვდება სამეგობრო წრე, შესაძლოა გარკვეული თანხები დაგჭირდეთ იმიჯის შეცვლისა თუ გარდერობის განახლებისთვის.

სასწორი

სასურველია ბუნებაში გაისეირნოთ, მოსალოდნელია გაუთვალისწინებელი ფინანსური დანახარჯები. არ არის გამორიცხული დანაკარგებიც. შეამცირეთ საკომუნიკაციო წრე.

მორიელი

იზრუნეთ საკუთარ ემოციურ მდგომარეობასა და ჯანმრთელობაზე. დრო დაუთმეთ ძალების აღდგენასა და დასვენებას. კარგია ბუნებასთან კონტაქტი და ძილი.

მშვილდოსანი

ახლა ჯობია დასვენების დღეები საკუთარ თავს მიუძღვნათ, დაივიწყეთ დროებით ყოფითი და საქმიანი ურთიერთობები, მოირკიბეთ ძალები, განიტვირთეთ, მხიარული გარემო და გართობა ნამდვილად დიდი ენერგიითა და მუხტით აგავსებთ.

თხის რქა

თქვენ მოახერხებთ საკუთარი განწყობიდანაც კი მიიღოთ სარგებელი. ირგვლივმყოფნი დღეს თქვენზე იქნებიან დამოკიდებული, ამიტომ იყავით შემართებით, გამოიჩინეთ აქტიურობა და ინიციატივა.

მერწყული

თუ თანმიმდევრულად და გონივრულად იმოქმედებთ, ყველაფერს იოლად მოაგვარებთ, მიუხედავად თქვენი მძაფრი, კრიტიკული სიტყვებისა და ქმედებებისა.

თევზები

შესაძლოა ისეთი საქმის გაკეთება დაგავალონ, რომელიც თქვენთვის უცხოა და არ გაქვთ მსგავს სფეროში გამოცდილება. ნუ შეშინდებით, მართალია დიდი ძალისხმევით, მაგრამ ყველაფერს წარმატებით გაართმევთ თავს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system