თავში

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

უგეზო მთვარეა 00:01 დან - 07:35 მდე; ამ დროს წამოწყებული საქმეები დიდი ალბათობით შედეგს არ გამოიღებს, ასევე არ არის ამ დროს რეკომენდებული სამედიცინო მანიპულაციების ჩატარება.

ვერძი

უარს ნუ იტყვით ახალ ნაცნობობაზე მიუხედავად დატვირთული დღისა, სამომავლოდ ეს ადამიანი სრულიად მოულოდნელ გარემოებაში დიდ სამსახურს გაგიწევთ და თქვენი ავტორიტეტის განმტკიცებას შეუწყობს ხელს.

კურო

თქვენზე დიდად იქნება დამოკიდებული ნებისმიერი ქმედების შედეგები. თუ სიტუაციას გონივრულად წარმართავთ და მიზნებს მკაფიოდ ჩამოაყალიბებთ, კარიერულ თუ პირადი საკითხებში ძალიან კმაყოფილი დარჩებით.

ტყუპები

ყველაზე მნიშნელოვანი თემა ამ ეტაპზე პირად-სასიყვარულო საკითხებია. ახლა შეგიძლიათ შეცვალოთ ის, რაც არ მოგწონთ ურთიერთობებში, მაგრამ რადიკალური ცვლილებებისა და საქმეების გარჩევისგან სჯობს თავი შეიკაოთ.

კირჩხიბი

სასიკეთო შედეგებს მიაღწევთ მოლაპარაკებებში, იყავით დარწმუნებული საკუთარ თავში და ძალებში, ამგვარად შეძლებთ წარმატებით განახორციელოთ თქვენი ამბიციური ჩანაფიქრები.

ლომი

წარსული გაიყოლებს თქვენს დარდსა და მწუხარებას, ყოველივეს რაც თქვენს წინსვლას აფერხებდა. ეს პერიოდი სასიკეთოა საპირისპირო სქესის ადამიანებთან ურთიერთობისთვის, ნუ იქნებით ზედმეტად მკაცრი, იყავით ლაღი და გახსნილი.

ქალწული

სამყარო იცვლება, მასთან ერთად ვიცვლებით ჩვენც, ჩვენი შეხედულებები, სულიერი განვითარება. ისწავლეთ სიტუაციის თვენთვის სასიკეთოდ გამოყენება. ოჯახში რადიკალური ცვლილებებია მოსალოდნელი, თუმცა ეს სასიკეთო იქნება თქვენთვის.

სასწორი

გადაწყვეტილებების მიღებისას გამოიჩინეთ სიფრთხილე და ყურადღება. თქვენთვის კარიერული აღმოვლობის პერიოდია, პირად თემებში ნუ იაქტიურებთ და ნუ აჰყვებით ჭორებს, შეინარჩუნეთ სულიერი წონასწორობა.

მორიელი

ნუ შეცვლით თქვენს გადაწყვეტილებებს სწრაფად და გაუაზრებლად. იმოქმედეთ გონივრულად და წარმატება თქვენსკენ იქნება ნებისმიერ სფეროში. მატულობს თქვენი ავტორიტეტი.

მშვილდოსანი

შეინარჩუნეთ სიმშვიდე ნებისმიერ სიტუაციაში, გამორიცხეთ ხმამაღალი ტონი და აგრესია, უცერემონიო ქმედება, რადგან ასეთ საქციელს შეუქცევადი შედეგები მოჰყვება.

თხის რქა

მოუსმინეთ თქვენს გულს, ნებისმიერი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ თუ მას სიამოვნებით შეასრულებთ. ამასთან ერთად თქვენ უფროსობისა და კოლეგების კეთილგანწყობასა და პატივისცემასაც მოიპოვებთ.

მერწყული

თავი შეიკავეთ სარისკო ქმედებებისგან, თქვენი ამბიციური ნაბიჯებისა და კარიერული წინსვლისთვის მეტი სიმშვიდე და გამოცდილება გჭირდებათ პროფესიულ ცოდნასთან ერთად.

თევზები

მატულობს იღბლიანობა, თუმცა სიტუაცია ირგვლივ საკმაოდ რთულია. შეიქმენით საახალწლო განწყობა, სასურველია მოინახულოთ ახლობლები და ნათესავები.

მასალა მომზადებულია ასტროლოგ ქეთი ოდიშელის მიერ

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system