თავში

15 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

15 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
15 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ახალმთვარეობაა (პიკი 09:07 სთ) თავი შეიკავეთ მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტისგან, მოუფრთხილდით ჯანმრთელობას.

უგეზო მთვარეა 15:13დან - 19:47 მდე; შესაბამისად ამ დროს წამოწყებული საქმეები დიდი ალბათობით შედეგს არ გამოიღებს, ასევე არ არის ამ დროს რეკომენდებული სამედიცინო მანიპულაციების ჩატარება.

ვერძი

მოულიდნელობების დღეა, გახალისდით და გაახალისეთ თქვენი გარემოცვა, დაგეგმეთ სიურპრიზად რომანტიული ვახშამი, ან თუ მეწყვილე არ გყავთ მცირე საჩუქრებით ოჯახის წევრები გაახარეთ.

კურო

შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგონიერება. ნაყოფიერი დღეა საქმიანი კუთხით, მოლაპარაკებები და შეხვედრები საკმაოდ საინტერესოდ განვითარდება.

ტყუპები

ნუ მოდუნდებით, გააანალიზეთ მოვლენები რომელიც აქტუალურია თქვენს ცხორვებაში, რომელ სფეროშია პრობლემები? სწორედ აქაა სამუშაო, სწორედ აქ უნდა მიმართოთ თქვენი ძირითადი დრო და ძალები.

კირჩხიბი

სწორად გადაანაწილეთ პრიორიტეტები, სტრატეგიულად გაწერეთ გეგმები, ნუ იმოქმედებთ სპონტანურად, ყურადღება მიაქციეთ თქვენს შეგრძნებებს და კარგად დაისვენეთ.

ლომი

ცვლილებებით აღსავსე დღეა. ნუ იმოქმედებთ სტანდარტული გზებით. გაისეირნეთ, მოინახულეთ მეგობრები, შესაძლოა გაიცნოთ ადამიანი, რომელიც თქვენს ცხოვრებაში დიდ სიახლეებს შემოიტანს.

ქალწული

მეტი წინდახედულება გამოიჩინეთ მგზავრობისას. იყავით ჩართული სოციალურ აქტივობებში, განსაკუთრებით ისეთ თემებში, რომელიც განათლებას უკავშიდება.

სასწორი

მოუსმინეთ თქვენს გულს, აკეთეთ ის რაც სიამოვნებას განიჭებთ, გამოიყენეთ თქვენს ხელთ არსებული საშუალებები და მიეცით საშალება საკუთარ თავს დატკბეს არსებული რეალობით.

მორიელი

ყურადღება მიაქციეთ ნებისმიერი სახის ინფორმაციას, სასიკეთო დღეა მგზავრობისთვის. დაფიქრდით იმაზე, თუ რა გაკლიათ ცხოვრებაში, პასუხებს დიდი ალბათობით დღესვე მიიღებთ.

მშვილდოსანი

დაისვენეთ, აიმაღლეთ ენერგო-ტონუსი, თუ ამის საშუალება გაქვთ შემოიფარგლეთ რუტინული საქმიანობით. ახალი წამოწყებებისთვის ჯერ შესაფერისი დრო არ არის.

თხის რქა

მოდუნდით, არ არის საჭირო ყველაფრის კონტროლი, მიანდეთ პროცესები სამყაროსეულ თვითდინებას. ყველაფერს თავის დრო აქვს, ის რაც ახლა არ გამოგივიდათ, სამომავლოდ აუცილებლად გამოგივათ.

მერწყული

მთავარია შეინარჩიუნოთ ემოციური სტაბილურობა, სხვა მხრივ სასიკეთო დღეა მოლაპარაკებებისთვის, მორიგებისა და პარტნიორული ურთიერთობების დალაგებისთვის.

თევზები

მნიშვნელოვანი დღეა, თქვენი პროფესიონალიზმითა და სწორი ქმედებით მარტივად მონუსხავთ როგორც თანამშრომლებს, ასევე ხელმძღვანელ პირებს, თუმცა მოშურნეები არ ნუ დაივიწყებთ.

ასტროლოგიური პროგნოზი მომზადებულია ასტროლოგ ქეთი ოდიშელის მიერ

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system