თავში

16 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

16 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარე ტყუპების ზოდიაქოს ნიშანშია.

ვერძი

მოთოკეთ ამბიციები და შეეგუეთ იმ აზრს, რომ გლობალური გეგმების განხორციელება ჯერ მხოლოდ ოცნებაა. კიდევ ერთელ გადახედეთ მთავარ ცხოვრებისეულ პრიორტეტებს და ნუ დაკავდებით არაფრისმომტანი საკითხების მოგვარებით.

კურო

შესაძლოა დაკავდეთ ისეთი საქმით, რომელიც თქვენთვის უინტერესო და მომაბეზრებელია, თუმცა ხასიათს ნუ გაიფუჭებთ, იზრუნეთ მის სწრაფ, მაგრამ ხარისხიან დასრულებაზე, დროულად გათავისუფლდით ვალდებულებებისაგან.

ტყუპები

თქვენი ოპტიმიზმით ყველას გულს მოინადირებთ, განსაკუთრებით კი სასიამოვნო იქნება ბავშვებთან ურთიერთობა და თამაში. საბოლოოდ ყველაფერი საკუთარ ოჯახზე და ზოგადად ცხოვრების არსზე დაგაფიქრებთ.

კირჩხიბი

დიდად გაიხარებთ შვილების წარმატებებით, რომლებიც ნამდვილად მოგცემენ საბაბს, რომ იამაყოთ მათი მიღწევებით და ყველაფერი უფრო სასიამოვნო იქნება მათი მხრიდან გამოხატული მადლიერებისა და სიყვარულის ფონზე.

ლომი

ცვლილებების წყურვილი მოსვენებას არ გაძლებთ, ეს ეხება, როგორც პირად ასევე საქმიან სფეროს. ყვრლაფერი კი გამოწვეულია არა რაიმე ობიექტური მიზეზით, არამედ საკუთარი თავის უკმაყოფილების გამო. სასიკეთო იქნება ფსიქოლოგთან ვიზიტი.

ქალწული

ყველაფერი დამოკიდებულია თქვენს ადაპტირების უნართან, სწრაფად ცვალებადი გარემოების გათვალისწინებით. წარმატება გელით იმის შესაბამისად თუ რამდენად მრავალმხრივი და განათლებული პიროვნება ხართ თქვენს საქმეში.

სასწორი

თანამოაზრეებთან ერთად ეფექტურ შედეგებს დადებთ, როგორც ახალ პროექტებთან დაკავშირებით, ასევე კარიერულ გზაზეც. არც პირად-სასიყვარულო სფეროში გელოდებათ ერთფეროვნება.

მორიელი

დაფიქრდით, რამდენად იჩენთ მზრუნველობას და ყურადღებას ახობლებისა და საყვარელი ადამიანების მიმართ, ამის გაანალიზებით ბევრ კითხვაზე მიიღებთ პასუხს და ურთიერთობებიც უფრო მეტად დალაგდება თქვენს ირგვლივ.

მშვილდოსანი

საკუთარი ძალებით და გონიერებით შეეცადეთ პრობლემების მოგვარებას, შესაძლოა ასეთმა დამოკიდებულებამ გაანაწყენოს კოლეგები და უფრო მეტად კი ხელმძღვანელობა, ამიტომ ნუ იმოქმედებთ სპონტანურად და ყველაფერი კარგად აწონ-დაწონეთ.

თხის რქა

ნუ ებღაუჭებით იმას რაც მიდის და ნუ გეშინიათ სიახლეების. შესაძლოა გადააფასოთ თქვენი ღირებულებები, შესაძლოა შეიცვალოთ პროფესია ან საერთოდაც სამომავლოდ საზოგადოებრივ ან საქველმოქმედო სფეროს დაუკავშიროთ თქვენი საქმიანობა.

მერწყული

იფიქრეთ რელური სურვილების ასრულებაზე და ეცადეთ მიწაზე უფრო მყარად დადგეთ, მოთმინებით, გონიერებით და მოხერხებულობით ყველაფერს მიაღწევთ და არც ფინანსური მდგომარეობით დარჩებით უკმაყოფილო.

თევზები

დაკავდით იმ საქმეებით, რომლებიც კარგად იცით და სადაც გამოცდილება არ გიმტყუნებთ. შესაძლოა ემთხვევით შეხვდეთ ძველ ნაცნობებს და მათგან მეტად მნიშნელოვანი ინფორმაცია გაიგოთ თქვენს სასიკეთოდ.

მასალა მომზადებულია ასტროლოგ ქეთი ოდიშელის მიერ

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system