თავში

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

უფრო ხშირად გაიღიმეთ და შეეცადეთ იყოთ უფრო მოქნილი და ადაპტირებადი სხვადასხვა გარემოებებში. არის ალბათობა სწორედ ახლა გამოჩნდეს ახალი ფინანსური წყარო.

კურო

იყავით თავშეკავებული და წინდახედული, კარგად გაიაზრეთ სათქმელი და მოთოკეთ ემოციები, წინააღდეგ შემთხვევაში შესაძლოა პარტნიორების მხრიდან თქვენს მიმართ დამოკიდებულება არასასურველად შეიცვალოს.

ტყუპები

ფულადი სახსრები საშალებას გაძლევთ კარგად მოემზადოთ და რაიმე განსაკუთრებული დაგეგმოთ ახალი წლის შესახვედრად. გაანებივრეთ საჩუქრებით ახლობლებიც და საკუთარი თავიც.

კირჩხიბი

მიუხედავად პარტნიორებთან მცირე განხეთქილებისა ეს პერიოდი გამოირჩევა ხელსაყრელი გარიგებებითა და საქმიანი შემოთავაზებებითაც. ფინანსურ საკითხებში ელოდეთ უკეთესობას.

ლომი

მიუხედავად სტაბილური მატერიალური მდგომარეობისა შესაძლოა თავი იჩინოს ფინანსურმა გაუგებრობებმა, ახლა სჯობს მნიშვნელოვანი შენაძენისგან თავი შეიკაოთ.

ქალწული

მოაწესრიგეთ საქმიანი ქაღალდები და ეცადეთ ადრე დაშვებული შეცდომების კორექციას. თავი შეიკავეთ ავანტიურისა და ტყუილებისგან. მოსალოდნელია ფინანსური მდგომარეობის დასტაბილურება.

სასწორი

სასიკეთო დღეა თქვენი საქმეების რეალიზებისთვის, ნუ შეგაშინებთ ფინანსური ხარჯები, მალე თქვენი საქმიანობა თავის შედეგს გამოიღებს და პერსპექტივები ყველაფერს გადაფარავს.

მორიელი

თქვენი იდეებითა და გამოცდილებით მრავალ ადამიანს დააინტერესებთ და კარგ შემოთავაზებასაც მიიღებთ. შანსი გექნებათ გამოიმუშაოთ დამატებითი ფინანსები და მიიღოთ კარგი სარგებელი.

მშვილდოსანი

პროფესიულ სფეროში თქვენი გავლენა და ავტორიტეტი იზრდება. გამართლებულია გააზრებული რისკი, შესაძლოა მიიღოთ ანაზღაურება იმ საქმისთვის, რომელსაც უკვე აღარც ელოდით.

თხის რქა

რთული დღეა, შესაძლოა დაბნეულობამ და შფოთმა იჩინოს თავი, რაც ხელს შეგიშლით თქვენს საქმიანობაში. გაუთვალისწინებელი ფინანსური ხარჯები თავგზას აგირევთ და იძულებული იქნებით შეამციროთ საახალწლო სამზადისის ბიუჯეტი.

მერწყული

ახლა სჯობს ყურადღების კონცენტრირება მთავარ საკითხზე მოახდინოთ და წვრილმანები გვერდზე გადადოთ. ამგვარად მოახერხებთ თქვენი ჩანაფიქრების რეალიზებას.

თევზები

შესაძლოა ოჯახში კონფლიქტურმა სიტუაციამ იჩინოს თავი, რომელიც დაკავშირებული იქნება გაუმართებელ ფინანსურ დანახარჯებთან. შეეცადეთ არ გაამწვაოთ ვითარება.რთულ სიტუაციებში გახსოვდეთ, იუმორის საჭირო და გამოსადეგი იარაღია!

მასალა მომზადებულია ასტროლოგ ქეთი ოდიშელის მიერ

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system