თავში

16 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

16 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
16 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

მეტად დაისვენეთ, დაიცავით ზომიერება და სიმშვიდე, ახალი საქმეების დაწყებაში შესაძლოა ხელი შეგიშალოთ გაუთვალისწინებელმა სიტუაციებმა.

კურო

ეცადეთ ეს დღე მშვიდად გაატაროთ, სასურველია ოჯახის წევრებთან ერთად. ნუ წამოიწყებთ ნურაფერს ახალს. თავი შეიკავეთ ინიციატივის გამოჩენისა და აქტიურობისგან.

ტყუპები

მეტი ყურადღება დაუთმეთ სწორ კვებას. იყავით დაკვირვებული, ნუ მიიღებთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს.

კირჩხიბი

შესაძლოა შფოთი დაგეუფლოთ, ნუ ჩაიკეტებით საკუთარ თავში, გაისეირნეთ, მოინახულეთ მეგობრები და დანარჩენი დრო პირადი სივრცის მოწესრიგებას მოახმარეთ.

ლომი

მეტი ყურადღება დაუთმეთ თქვენს ჯანმრთელობას, სწორ კვებას, ივარჯიშეთ, ისეირნეთ სუფთა ჰაერზე. ახლა მნიშვნელოვანი პროექტების წარმოებისა და საქმეების გადაწყვეტისთვის შესაფერისიდრო არ არის.

ქალწული

დღეს ეცადეთ დაასრულოთ ადრე დაწყებული საქმეები. შესაძლოა გაუთვალისწინებელი ხარჯების გამო შემოსავლის დამატებით წყაროების ძიება მოგიწიოთ.

სასწორი

თავი შეიკავეთ ფინანსური ოპერაციებისგან და ნებისმიერი ამ თემასთან დაკავშირებული საკითხის გადაწყვეტისგან. აუცილებლობის შემთხვევაში დახმარება შეგიძლიათ ოჯახის წევრებს თხოვოთ.

მორიელი

აქტიური და ნაყოფიერი დღე, თუმცა არ დაგავიწყდეთ პერიოდულად დასვენებაც. მოუფრთხილდით ჯანმრთელობას და აკონტროლეთ ემოციური ბალანსი.

მშვიდლოსანი

შესაძლოა ხასიათში გაღიზიანებამ იჩინოს თავი, ამიტომ მეტად აკონტროლეთ სიტყვები და თქვენი დამოკიდებულება ახლობლების მიმართ. უმჯობესია დღე შინაურულ ატმოსფეროში გაატაროთ.

თხის რქა

აქტიურობა, სიჯიუტე, მიზანსწრაფულობა ნებისმიერ საქმეში წარმატებას მოგიტანთ, მაგრამ მატულობს ტრავმულობის ალბათობა, განსაკუთრებით გაითვალისწინეთ საჭესთან, თავი შეიკავეთ მძიმე ფიზიკური დატვირთვისგან და ექსტრემალური სპორტის სახეობებისგან.

მერწყული

საკმაოდ ქაოტური დღეა, ვარსკვლავები დღეს არ გირჩევენ მნიშვნელოვანი საქმეებისა და მოლაპარაკებების წარმოებას. ეცადეთ მეტი სიმშვიდე შეიტანოთ როგორც სამსახურში ასევე ოჯახში.

თევზები

იყავით მტკიცე და მიჰყევით დღის გეგმებს, შესაძ₾ოა თავი იჩინოს გარკვეულმა სირთულეებმა. ფინანსური დახმარებისთვის შეგიძლიათ ამჯერად დახმარებისთვის მეგობრებს მიმართოთ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system