თავში

16 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

16 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
16 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ყურადღება გამოიჩინეთ ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით. ნუ აჰყვებით ცდუნებას და კარგად გათვალეთ ხარჯები, რათა თავიდან აიცილოთ იმედგაცრუება და უსიამოვნებები.

კურო

აქტიური დღეა. მართეთ თქვენი ემოციები, იყავით წინდახედული. არის ალბათობა მნიშვნელოვან პროექტთან დაკავშირებით თანამშრომლობა შემოგთავაზონ, არ გაუშვათ ეს შანსი ხელიდან.

ტყუპები

ჩვეული რიტმით მიჰყევით დღეს და დიდ ენერგიას ნუ დახარჯავთ მომავალზე ფიქრით. იცხოვრეთ აწმყოთი და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე, კარგად შეარჩიეთ საკვები პროდუქტების ხარისხი.

კირჩხიბი

დღეს თქვენი საქმიანობით უკმაყოფილო დარჩებით, მაგრამ ეს იმედგაცრუება ერთგვარი სტიმულიც იქნება თქვენთვის, რათა მეტი გულისყურით აკეთოთ საქმე და ეფექტურად წარმოაჩინოთ თქვენი შესაძლებლობები.

ლომი

მრავალმხრივი საქმიანობა და შეხვედრები გელით, დღეს უცხო ადამიანებიც კი მომავალში კარგ მეგობრებად შეიძლება იქცნენ. როგორც საუკეთესო მეგობარს მომავალში საინტერესო ცვლილებები გელით.

ქალწული

ახალ გზაზე მოემზადეთ გადამწყვეტი ნაბიჯებისათვის, რომელიც ბევრად მეტის მომტანი იქნება, ვიდრე ვარაუდობთ. მთავარია ახლობლებისა და მეგობრების ნდობა მოიპოვოთ და პრობლემების შემთხვევაში გქონდეთ მათი თანადგომის იმედი.

სასწორი

დღეს გაგიჭირდებათ საერთო ენის გამონახვა კოლეგებთან და ახლობლებთან, ისინი თითქოს სხვა ტალღაზე არიან მომართულნი და უჭირთ თქვენი გაგება. გასარკვევი საკითხები სჯობს სხვა დროისთვის გადადოთ.

მორიელი

ნუ წახვალთ თქვენი მრწამსის თუ სინდისის წინააღმდეგ, რათა გამოუსწორებელი შეცდომა არ დაუშვათ და მომავალში არ ინანოთ თქვენი საქციელი. გაიაზრეთ ყოველი ქმედების შედეგი და ნუ გარისკავთ.

მშვილდოსანი

დღეს შესაძლოა უსიამოვნო სიტუაციაში აღმოჩნდეთ, იუმორი და პოზიტიური განწყობა ნამდვილად გამოგიყვანთ არასახარბიელო მდგომარეობიდან. გულთან ახლოს ნუ მიიტანთ დღევანდელ ამბებს და შეინარჩუნეთ სიმშვიდე.

თხის რქა

რაც არ უნდა არწმუნოთ საკუთარი თავი, ქმედებების სისწორესა და სამართლიანობაში, ძალიან რთული იქნება სინამდვილესთან თვალის გასწორება. სჯობს გამონახოთ გზა პრობლემების მოსაგვარებლად და თამაშს თავი დაანებეთ.

მერწყული

დღეს კარგი იქნება თუ საკუთარ თავთან განმარტოვდებით, გაიხსენეთ თქვენი ცხოვრების სასიამოვნო მომენტები, წარმატებები, საინტერესო თავგადასავლები და იოცნებეთ დიდებულ მომავალზე.

თევზები

სანამ სამსახურეობრივ საქმესთან დაკავშირებით რაიმე გადაწყვეტილებას მიიღებთ, შეეცადეთ შეინარჩუნოთ წონასწორობა და კეთილგონიერება, მძაფრი ემოციების გავლენით ნუ დაანგრევთ მეგობრულ კავშირებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system