თავში

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

უგეზო მთვარეა 02:10 დან 11:15მდე; შესაბამისად ამ დროს წამოწყებული საქმეები დიდი ალბათობით შედეგს არ გამოიღებს, ასევე არ არის ამ დროს რეკომენდებული სამედიცინო მანიპულაციების ჩატარება.

ქეთი ოდიშელის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ყურადღება მიაქციეთ ახალ ნაცნობობას, შესაძლოა შეხვდეთ თქვენს მომავალ სიყვარულს, შეიძინოთ კარგი მეგობარი ან საქმიანი პარტნიორი.

კურო

მეტი ყურადღება დაუთმეთ ოჯახს. პირად-სასიყვარულო სფეროში გარკვეული ცვლილებებია მოსალოდნელი.

ტყუპები

თქვენი მომხიბვლელობა მატულობს, ყურადღების ცენტრში ხართ. აქტუალურია პირად-სასიყვარულო საკითხები.

კირჩხიბი

ეფექტურია ენერგეტიკული წმენდები, ასევე ორგანიზმის გაწმენდა მცენარეული ნაყენების საშუალებით, ეს დაგიცავთ სამომავლოდ როგორც ჯანმრთელობის პრობლემებისგან, ასევე წარუმატებლობისგან.

ლომი

ნაყოფიერი დღეა, მეტი დრო დაუთმეთ თქვენთვის პრიორიტეტულ სფეროსა და საკითხებს, ასევე გახსოვდეთ, ყველაფერი თქვენს ხელშია.

ქალწული

მეტად დაისვენეთ, მოდუნდით. დაკავდით საოჯახო საქმეებით, ასევე საახალწლო სამზადისში ჩაერთეთ, საჩუქრების არჩევა თქვენთვის ძვირფასი ადამიანებისთვის განწყობაზეც კარგად აისახება.

სასწორი

ახლოსაა ცვლილებების პერიოდი, თქვენს ბედ-იღბალში შეგიძლიათ კორექციის შეტანა, ამისთვის კი დაეხმარეთ ახლობელ ადამიანებს. გააანალიზეთ რა გიშლიდათ აქამდე წარმატების მიღწევაში.

მორიელი

შესაძლოა თქვენს ირგვლივ არსებობდეს ადამიანი ან ადამიანები, რომლებიც დაბრკოლებებს ქმნიან როგორც თქვენ საქმიანობაში ასევე ზოგადად ცხოვრებაში. იყავით მეტად ფხიზლად და თვალი ადევნეთ გარშემომყოფებს.

მშვილდოსანი

სასიკეთო დღეა თითქმის ნებისმიერი სფეროსთვის. გამოიჩინეთ ინიციატივა, იყავით აქტიური და მიიყვანეთ ბოლომდე დაწყებული საქმეები.

თხის რქა

დროა სიტყვიდან საქმეზე გადახვიდეთ. უკონტროლო უჩვეულო მოვლენები თქვენგან ცვლილებებს ითხოვს, ეცადეთ იყოთ მეტად მოქნილი.

მერწყული

გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე და ყურადღება, გაითვალისწინეთ გარშემომყოფთა აზრი, ამ ყველაფრით თქვენ ადვილად შეძლებთ ჩანაფიქრების რეალიზაციას.

თევზები

იყავით უფრო გახსნილი და გულწრფელი გარშემომყოფებთან. თქვენთვის საკმაოდ პოზიტიური და ნაყოფიერი დღეა, ასე რომ მოსაწყენად არ გცალიათ

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system