თავში

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

უგეზო მთვარეა 09:34 დან - 10:27 მდე; ამ დროს წამოწყებული საქმეები დიდი ალბათობით შედეგს არ გამოიღებს, ასევე არ არის ამ დროს რეკომენდებული სამედიცინო მანიპულაციების ჩატარება.

ვერძი

აქტიურად გაუნაწილეთ თქვენი ცოდნა და გამოცდილება თანამშრომლებს, რომლებსაც ნაკლები გაეგებათ პრობლემატურ საკითხებში. გააკეთეთ ეს როგორც კეთილმა მეგობარმა და გულშემატკივარმა.

კურო

შეეცადეთ მკაფიოდ ჩაოაყალიბოთ მეგობრების მიმართ მოთხოვნები. შესაძლოა ამ ეტაპზე გაუგებარი იყოს მათთვის ჩანაფიქრის არსი, მაგრამ ახლო მომავალში ღირსეულად დაგიფასებენ თქვენს გონივრულ ქმედებებს.

ტყუპები

შესაძლოა დღეს უჩვეულო სიტუაციაში აღმოჩნდეთ, მაგრამ ეს გარემოება სასიკეთოდ შემობრუნდება და დადებითი ემოციებით აგავსებთ თქვენც და ირგვლივმყოფებსაც სიმპატიით განაწყობს თქვენს მიმართ.

კირჩხიბი

ნუ გადაიღლებით და მეტად იზრუნეთ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. ახლა ვარჯიში, სუფთა ჰაერზე გასეირნება და ორგანიზმის გაკაჟება მეტად სასიკეთოა. ეს ყველაფერი დაგეხმარებათ როგორც ფიზიკური ასევე ფსიქოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაში.

ლომი

ეცადეთ ახალი ხერხები და სტრატეგია მოსინჯოთ ძველი პრობლემების მოსაგვარებლად. შესაძლოა სწორედ დღეს მოფიქრებულმა იდეებმა მოგიტანონ სამომავლოდ დიდი სარგებელი.

ქალწული

მოგიწევთ გვერდზე გადადოთ პირადი საქმეები და სხვების პრობლემების მოგვარებით დაკავდეთ. გარშემომყოფთა მხარდაჭერითა და სამართლიანი დამოკიდებულებით საკმაოდ აიმაღლებთ ავტორიტეტს და მეგობრებსაც შეიძენთ.

სასწორი

იყავით ბუნებრივი და ნუ მოირგებთ ძალიან სერიოზული, საქმიანი ადამიანის როლს. ამგვარად გაცილებით მარტივად მოიგებთ სხვათა გულს და სირთულეებსაც მოგვარებთ.

მორიელი

მთელი არსებით ჩაეფლობით საინტერესო სამუშაო ატმოსფეროში, რის გამოც შესაძლოა დაგავიწყდეთ მეგობრებისა თუ ახლობლებისთვის მიცემული სიტყვა, დაგეგმილი ღონისძიება ან დანაპირები.

მშვილდოსანი

სასურველია მოერიდოთ ხელმძღვანელ პირებთან გარჩევებსა და კამათს. ნუ იქნებით სულსწრაფი, ნუ მიიღებთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს. ახლა არ არის სამსახურის შეცვლის დრო.

თხის რქა

იყავით თავშეკავებული ახლობლებისა და ოჯახის წევრების მიმართ. შეეცადეთ მეტად გაუგოთ და კომპრომისით მოაგვაროთ სირთულეები. ნუ გააღრმავებთ კონფლიქტურ სიტუაციას რადგან შემდეგ შესაძლოა ინანოთ.

მერწყული

მხოლოდ საკუთარი შეხედულებებითა და საკუთარი გონების კარნახით დაალაგეთ რთული სიტუაციები და ნურავის ჩარევთ თქვენს საქმეებში. ამგვარად უფრო მარტივად გადაჭრით ყველა მნიშვნელოვან საკითხს.

თევზები

დღეს მნიშვნელოვანი შეხვედრისას სასურველია გულდაგულ გაიაზროთ ყოველი წვრილმანი დეტალიც კი, სამოსიდან დაწყებული იმ სიტყვებით დამთავრებული, რომელიც აზრთა ურთიერთგაცვლისას იქნება საჭირო.

მასალა მომზადებულია ასტროლოგ ქეთი ოდიშელის მიერ

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system