თავში

17 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

17 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
17 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

უგეზო მთვარეა 18:00დან 22:20მდე; შესაბამისად ამ დროს წამოწყებული საქმეები დიდი ალბათობით შედეგს არ გამოიღებს, ასევე არ არის ამ დროს რეკომენდებული სამედიცინო მანიპულაციების ჩატარება.

ვერძი

ჩაუღრმავდით საკუთარ თავს და დაფიქრდით რამდენად სწორად მოქმედებთ, რამდენად სწორი გზით მიდიხართ?

კურო

დღეს შეგიძლიათ კარგად წარმოაჩინოთ თქვენი შესაძლებლობები, ყველაფერს წარმატებით გაართმევთ თავს.

ტყუპები

დღეს გადადგმული თქვენი ნაბიჯები ნებისმიერ სფეროში სტაბილურად მზარდი და წარმატებული იქნება.

კირჩხიბი

რთული, მაგრამ წარმატებული დღეა, შესაძლოა საქმიან სფეროში გარკვეულმა დაძაბულობამ იჩინოს თავი, თუმცა მოულოდნელი ცვლილებებიც გაგახარებთ.

ლომი

მოიკრიბეთ აზრები, მოიკრიბეთ ძალები და წინ, ახალი სიმაღლეებისკენ, იყავით თქვენს თავში დარწმუნებული და გაბედული.

ქალწული

ყურადღება მიაქციეთ პარტნიორებსა თუ უფროსობასთან კომუნიკაციისას საუბრის ქვეტექსტებს. რჩევისთვის მიმართეთ დროში გამოცდილ მეგობრებს.

სასწორი

სიფრთილეს თავი არ სტკივა, გონიერებას მოუხმეთ და დროულად გაერიდეთ კონფლიქტურ სიტუაციებს.

მორიელი

თქვენი მიზნისთვის ძალების მობილიზებაა საჭირო, ამიტომ, როგორც კი საშუალება გექნებათ დაისვენეთ და აღიდგინეთ ძალები, ეს აუცილებელია გამარჯვებისთვის.

მშვილდოსანი

მართალია თქვენთვის მომაბეზრებელია ქაღალდებში ქექვა, მაგრამ დღეს ამას აუცილებლობა მოითხოვს, დაგიფასდებათ ეს გარჯა.

თხის რქა

პოზიტიური, ხალისიანი განწყობა დაგეხმარებათ ნებისმიერი საკითხის მოგვარებაში და საკუთარი თავითაც ფრიად კმაყოფილი დარჩებით.

მერწყული

მოიკრიბეთ ძალები, მთავარია კონცენტრაცია და თქვენ შეძლებთ ნებისმიერი პრობლემის მარტივად და საფუძვლიანად მოგვარებას.

თევზები

ბოლომდე მიიყვანეთ დაწყებული საქმეები, ნუ გაუშვებთ წარმატებს შანსებს ხელიდან. გამოიჩინეთ მეტი დამოუკიდებლობა და ნუ იქნებით სხვისი დახმარების მოლოდინში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system