თავში

17 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

17 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
17 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის 13-14 დღე. დღეს ვარსკვლავები ლოკალურ ან ტოტალური კრიზისს წინასწარმეტყველებენ. საუკეთესო შემთხვევაში, ეს ნერვიულობისა და სტრესის დღეა. უარეს შემთხვევაში, მოასლოდნელია წარუმატებლობები, ფორსმაჟორული სიტუაციები, სერიოზული დანაკარგები, მწვავე კონფლიქტები, ფატალური არასწორი გამოთვლები, საშიში ექსპერიმენტები, ტექნიკური ჩავარდნები. 

სისტემური განახლებები რისკის ქვეშ აღმოჩნდება. მთვარე კუროში გვაფრთხილებს, ადამიანური რესურსები სწორად გამოვიყენოთ. თუმცა, რჩება მცირედი

"იღბლის საჩუქრის" ან მოულოდნელი სარგებლის მიღების შანსიც.

ვერძი

ნუ შეეცდებით თავი აარიდოთ მოვალეობის გრძნობას, შესაძლოა ახლობელი ადამიანის ან ნათესავის პრობლემების მოგვარებას დაუთმოთ მთელი დრო და გადადოთ საკუთარი გეგმები.

კურო

დინჯად და აუჩქარებლად აკეთეთ ნებისმიერი საქმე. გონივრული და კარგად გააზრებული დეტალებით ადვილად მოახერხებთ თქვენი გეგმების წარმატებით რეალიზებას.

ტყუპები

თავი შეიკავეთ ავანტიურული ქმედებისგან. მეტი დრო დაუთმეთ საოჯახო საკითხებს, საყოფაცხოვრებო საჭიროებებს. სწორად გადაანაწილეთ თქვენი ბიუჯეტი.

კირჩხიბი

სასურველია აუჩქარებლად და გააზრებულად მიიღოთ გადაწყვეტილებები. ფრთხილი, თავდაჭერილი ნაბიჯებით საქმეს უკეთესად, ხარვეზების გარეშე საკმაოდ წარმატებულად წარმართავთ.

ლომი

თუ ყველაფერს შემოქმედებითად მიუდგებით და ჩვეული გზებით შეეცდებით წარმატების მოპოვებას, დიდი ალბათობით მიზანს მიაღწევთ. ახალი წამოწყებები სხვა დროისთვის სჯობს გადადოთ.

ქალწული

იმოქმედეთ თქვენს გამოცდილებაზე დაყრდნობით და ნაცადი ხერხებით, რათა თავი გაართვათ დაკისრებულ ამოცანას. მიზნის მისაღწევად ექსპერიმენტების გამოყენების დრო ახლა არ არის.

სასწორი

ამა თუ იმ საკითხის გადაწყვეტისთვის საჭიროების შემთხვევაში რჩევისთვის გამოცდილ ადამიანებს მიმართეთ, გაიხსენეთ ძველი ნაცადი ხერხები, იმოქმედეთ თავდაჯერებულად და ყველაფერი გამოგივათ.

მორიელი

შეეცადეთ თქვენი იდეები და გეგმები არ გაახმიანოთ, შესაძლოა ზოგიერთმა ადამიანმა თქვენი ქმედება კრიტიკულად შეაფასოს, ზოგიერთი კი თავისი უადგილო კომენტარებით ხასიათს გაგიფუჭებენ.

მშვილდოსანი

შესაძლოა თქვენი საინტერესო იდეები კოლეგებმა და პარტნიორებმა არ მოიწონონ და განზე გადგნენ, იყავით თავდაჯერებული და იმოქმედებთ საკუთარი ძალებით ან სხვა დროისთვის გადადეთ თქვენი გეგმების რეალიზება.

თხის რქა

თუ საშუალება გექნებათ მნიშვნელოვანი საქმეები სამომავლოდ გადადეთ ან კარგად მოფიქრებულად და აუჩქარებლად იმოქმედეთ. დღეს ვითარებიდან გამომდინარე გაგიჭრდებათ სწრაფი და გაბედული გადაწყვეტილებების მიღება.

მერწყული

დღეს თავს კარგად გაართმევთ სხვადასხვა საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარებას. აი, პირად და რომანტიულ ურთიერთობებში საეჭვოა წარმატებას მიაღწიოთ, დაელოდეთ უკეთეს პერიოდს.

თევზები

ყურადღება გამოიჩინეთ საკუთარი თავის მიმართ, განაახლეთ თქვენი გარდერობი, ესტუმრეთ სალონებს, საუნას, გასართობ ცენტრებს. იზრუნეთ საკვების ხარისხზე და ჯანმრთელობაზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system