თავში

18 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

18 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი
18 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

უგეზო მთვარეა 01:14 დან - 18:24 მდე; შესაბამისად ამ დროს წამოწყებული საქმეები დიდი ალბათობით შედეგს არ გამოიღებს, ასევე არ არის ამ დროს რეკომენდებული სამედიცინო მანიპულაციების ჩატარება.

ვერძი

თავი შეიკავეთ მანიპულაციური ქმედებისგან და ეცადეთ მკაფიოდ ჩამოაყალიბოთ თქვენი პოზიცია თუ სათქმელი. სწორად დასვით კითხვები, შეეცადეთ კომპრომისითა და დიპლომატიით იპოვნოთ გამოსავალი რთული სიტუაციიდან. 

კურო

საყიდლებთან დაკავშირებით აუცილებლად გამოიჩინეთ სიფრთხილე და ყურადღება, იყიდეთ მხოლოდ აუცილებელი ნივთები და იყავით უფრო ყაირათიანი.

ტყუპები

შეგიძლიათ განმარტოვდეთ და გააანალიზოთ შექმნილი ვითარება. საჭიროა მეტი იაქტიუროთ და მკაფიოდ ჩამოაყალიბოთ თქვენი სურვილები და ინტერესები. მთავარია სწორად გადაანაწილოთ დრო და საკუთარი ძალები.

კირჩხიბი

პოზიტიური განწყობა გაქვთ, საქმეებსაც დროულად ასრულებთ, ივარჯიშეთ, მიიღეთ კონტრასტული შხაპი. მხიარული განწყობა და ღიმილი უნდა იყოს დღეს თქვენი მეგზური - სამყარო მშვენიერია და ახლა თქვენთვის წარმატებული პერიოდია!

ლომი

მეტი ურთიერთობებია საჭირო მეგობრებთან და ახლობლებთან, რათა შესაძლოა მათგან მიიღოთ ღირებული რჩევა ან გიკარნახონ, თუ როგორ გადაჭრათ მნიშვნელოვანი საკითხები.

ქალწული

დღეს საქმეებში გარკვეული კორექტივების შეტანითა და კვლევა-ძიებით იქნებით დაკავებული, ახლა თქვენი გონობრივი შესაძლებლობები და ანალიტიკური მიდგომა საქმისადმი საკმაოდ განსხვავებული და შთამბეჭდავი შედეგების მომტანია.

სასწორი

დღეს ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე თუ რა ატმოსფეროა თქვენს ირგვლუვ, თუმცა თქვენი ორიგინალური იდეებით, საყოველთაო ინტერესს გამოიწვევთ.

მორიელი

ეცადეთ ირგვლივ კომფორტული გარემო შექმნათ, გათავისუფლდით ყოველივე ზედმეტი და ძველისაგან, ამგვარი ქმედება გამოგითავისუფლდებთ საჭირო ადგილს სიახლეებისთვის, აგიმაღლებთ განწყობას და შეგმატებთ თავდაჯერებულობას.

მშვილდოსანი

არ დაეცეთ სულით! ყური მიუგდეთ შინაგან ხმას. კვალიფიკაციის ამაღლება, შეხვედრები, მოლაპარაკებები ახალ ცოდნასა და გამოცდილებებს მოითხოვს თქვენგან.

თხის რქა

მოერიდეთ უცხო ადამიანებთან კონტაქტს, მაგრამ ახლა ახლობლებთან ურთიერთობები და მათი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, ნუ აჰყვებით ჭორებსა და მითქმა-მოთქმას.

მერწყული

ბიზნესსა და ახალ პროექტებში წარმატება გელოდებათ, სამუშაო პროცესები მეტად ნაყოფიერი და შედეგიანია, ჩართეთ ფანტაზია, იოცნებეთ. ოპტიმისტური განწყობით უფრო წინ წახვალთ!

თევზები

ყველაფერი უკეთესობისკენ იცვლება და თქვენი ცხოვრებაც უფრო ნათელი ხდება. აქტიურობა, კეთილგანწყობა ირგვლივმყოფთა მიმართ, დიპლომატია და კომპრომისები დღეს წარმატების მომტანია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system