თავში

18 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

18 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
18 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

მეტი ყურადღება დაუთმეთ ჯანმრთელობის საკითხს, რადგან ამ მიზეზით შესაძლოა გეგმების შეცვლა მოგიწიოთ. განმარტოვდით, კარგად დაისვენეთ მშვიდ სასიამოვნო გარემოში, იფიქრეთ კარგზე და მოერიდეთ უსიამოვნო ადამიანებთან კომუნიკაციას.

კურო

ნუ მოახდენთ წვრილმანი უსიამოვნებების გაზვიადებას, გაუფრთხილდით საკუთარ თავს, არ ინერვიულოთ, არ გარისკოთ. ყურადღება მიაქციეთ კვების რაციონს, საკვების ხარისხს, მიჰყევით ჩვეულ რითმს. ფინანსური საკითხები ჯობია მოაგვაროთ დამოუკიდებლად.

ტყუპები

პარტნიორებთან ურთიერთობებს მარტივად დაარეგულირებთ, ყველა საკითხში სასურველ შედეგს მიაღწევთ. ფორტუნა დღეს თქვენს მხარესაა. გაახარეთ თქვენთვის ახლობელი ადამიანები მცირე საჩუქრებით.

კირჩხიბი

აკონტროლეთ ქმედებები, ნუ მოიქცევით გამომწვევად, გამოიყენეთ თქვენი ცოდნა ყოველდღიურ ცხოვრებაში, მალე საშუალება გექნებათ თავი მოიწონოთ ახალი საოცარი იდეებით და მაღალი შეფასება დაიმსახუროთ თქვენი ცოდნითა და გამოცდილებით.

ლომი

აიმაღლეთ განწყობა პოზიტიურ ადამიანებთან ურთიერთობით, ასიამოვნეთ საკუთარ თავს, დატკბით მიღწეული შედეგებით, მალე პერსპექტიული საქმიანი შეხვედრები და შეთანხმებები გელით.

ქალწული

სასიამოვნო მოვლენებით დახუნძლული დღეა. შესაძლოა საინტერესო წინადადებით გესტუმრონ ძველი მეგობრები, ისინი მნიშვნელოვან სასიკეთო ცვლილებებს შემოიტანენ თქვენს ცხოვრებაში.

სასწორი

მოერიდეთ წუწუნსა და აგრესიის გამოვლენას, ნუ იქნებით ზედმეტად თავდაჯერებული თქვენს ქმედებებში და ნურც სხვისგან დაელოდებით თანადგომას, საქმეებთან დაკავშირებით, თქვენი მონდომება სასურველ შედეგს მოგიტანთ.

მორიელი

ნაყოფიერი სამუშაო კვირის შემდეგ, კარგი დასვენება ნამდვილად მისწრებაა ახლა თქვენთვის. იკონტაქტეთ ბუნებასთან, დაიმუხტეთ ახალი ენერგიებით და აიმაღლეთ განწყობა. მოემზადეთ ახალი საქმეებისთვის.

მშვილდოსანი

შეეცადეთ გაერიდოთ ოჯახურ ატმოსფეროს და სადმე, სახლისგან შორს დაისვენოთ. სასურველია შეცვალოთ გარემო, ერიდეთ უსიამოვნო ადამიანებთან კომუნიკაციას და ქაოსს.

თხის რქა

ელოდეთ სიურპრიზებს. უარს ნუ იტყვით ძველ ნაცნობებთან და მეგობრებთან შეხვედრაზე, პირად ცხოვრებაში იყავით მეტად გაბედული და აქტიური, სამსახურში კი მეტი ყურადღების გამოიჩინეთ.

მერწყული

წვრილმანი უთანხმოებები შფოთსა და გაღიზიანების გარდა სადმე გაქცევასაც გადაგაწყვეტინებთ. თავს შეგახსენებთ ყველა წყენა წარსულიდან და შესაძლოა ამან გუნება-განწყობაც დაგიქვეითოთ. რჩევისთვის ერთგულ მეგობრებს მიმართეთ.

თევზები

მოერიდეთ ზედმეტ ხარჯებს, შეიძინეთ მხოლოდ აუცილებელი და საჭირო ნივთები. დააბალანსეთ შემოსავალი და გასავალი, რათა თავიდან აიცილოთ ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებული პრობლემები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system