თავში

18 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

18 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
18 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

მზე თევზების ზოდიაქოს ნიშანში გადადის. (დაახლოებით დღის 3 სთზე.)

მთვარე კუროს ზოდიაქოს ნიშანშია.

ვერძი

შესაძლოა დღეს წამოიჭრას საკითხი: ოჯახი თუ კარიერა?! გააანალიზეთ ყოველივე, დაფიქრდით და გულახდილი იყავით საკუთარ თავთან, იქნებ დროა სამართლიანად გადაანაწილოთ რესურსები, ისე რომ მეტი დრო დაუთმოთ ოჯახის წევრებს.

კურო

ნებისმიერი ცვლილება ან ადგილის შეცვლა მეტად სასიკეთოდ აისახება თქვენს ცხოვრებასა და ენერგულობაზე, თუნდაც ხანმოკლე ახლო მოგზაურობა და ახალი თავგადასავლები, თუნდაც სტუმრად წასვა მეგობართან, გამოგაცოცხლებთ და სხვა ადამიანად გაქცევთ.

ტყუპები

იმოქმედეთ დამოუკიდებლად და მოერიდეთ სხვადასხვა ადამიანების პრობლემების მოგვარებას, ეცადეთ სწორად გადაანაწილოთ თქვენი დრო, ჯერ საკუთარ საქმეებს მიხედეთ, შემდეგ კი უკვე სხვასაც შეგიძიათ დაეხმაროთ.

კირჩხიბი

ის ფაქტი, რომ უკეთეს სიტუაციაში ხართ დღეს, ვიდრე თქვენს გარშემომყოფნი უნდა დააფასოთ და დახმარების ხელი გაუწოდოთ მათ, ვინც ცდილობს თავი დააღწიოს სტრესსა და უიმედობას.

ლომი

სიფრთხილე გამოიჩინეთ საყოფაცხოვრებო ტექნიკასთან და შეეცადეთ არ აჰყვეთ ნეგატიურ ემოციებს. დამშვიდდით, ცხოვრება გრძელდება და მოიფიქრეთ რაიმე სახალისო, საინტერესო საქმე და გადაერთეთ სხვა თემებზე.

ქალწული

მოიფიქრეთ როგორ დაალაგოთ თქვენი ცხოვრებისეული პრიორიტეტები საქმიან სფეროსა და ადამიანებთან ურთიერთობებში. ამ ეტაპზე სჯობს მეტი ყურადღება და დრო დაუთმოთ პირად თემებს.

სასწორი

მეტი სითბო და გულისხმიერება გამოიჩინეთ იმ ადამიანების მიმართ, ვინც თქვენთვის მეტს აკეთებს, ნუ იტყვით უარს თქვენს გეგმებზე, იყავით კორექტული და აუცილებლად მიირებთ სასურველ შედეგს.

მორიელი

შეხედეთ ყველაფერს რეალურად და ნუ აიღებთ ზედმეტ ტვირთს საკუთარ მხრებზე, ნუ შეაფასებთ ზედმეტად თქვენს შესაძლებლობებს, შეეჭიდეთ იმ დავალებებს, რომელსაც ზედმეტი ძალისხმევით მოაგვარებთ.

მშვილდოსანი

გაანთავისუფლეთ თქვენი სივრცე ყოველივე ზედმეტისგან და შეძლებისდაგვარად განაახლეთ ირგვლივ ატმოსფერო. მოიფიქრეთ რაიმე ორიგინალური და შეიტანეთ სიახლეები ყოველდღიურობაში.

თხის რქა

არ დათმოთ პოზიციები და მტკიცედ დაიცავით თქვენი შეხედულებები, ნუ დათანხმებით მიღებულ შემოთავაზებებს თუ სასურველზე უარის თქმა მოგიწევთ. ამ ეტაპზე სჯობს თავი შეიკავოთ ყველაფრისგან, რაც დისკომოფორტს გიქმნით.

მერწყული

წარმატების მისაღწევად სჯობს ერთ კონკრეტულ საკითხზე იყოთ ორიენტირებული, შეცადეთ ყველაფერი თვითონ მოიფიქროთ. იმოქმედეთ გონების კარნახით, ახლა სხვათა რჩევები და მითითებები, არაფერს გარგებთ.

თევზები

საკუთარი თავის ქება და გაზვიადება ახლა არაფერს არ გარგებთ, იყავით თვითკრიტიკული, თქვენზე თქვენს მიერ შესრულებული საქმე უნდა მეტყველებდეს. იყავით ბუნებრივი, გახალისდით და მიჰყევით მოვლენების განვითარებას.

მასალა მომზადებულია ასტროლოგ ქეთი ოდიშელის მიერ

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system