თავში

19 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

19 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
19 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

თუ მშენებლობას ან რემონტს აპირებთ, იოლად გაართმევთ თავს. კარგია დღე საოჯახო საქმეების მოგვარებისთვის.

კურო

კარგად გააანალიზეთ ყველაფერი რაც ჩაიფიქრეთ, ნუ წამოიკიდებთ ზედმეტ ტვირთად სხვადასხვა ვალდებულებებს, რომელიც თქვენთვის არაფრის მომტანია.

ტყუპები

პირად ცხოვრებაში საინტერესო და სასიამოვნო ცვლილებების ალბათობა მატულობს, შესაძლოა ოჯახში მატება გქონდეთ.

კირჩხიბი

ეცადეთ ენას კბილი დააჭიროთ, თქვენი ემოციურობიდან გამომდინარე ნუ გამოიჩენთ იმპულსურობას, ნუ დაასხავთ ცეცხლზე ნავთს.

ლომი

ნებისმიერი პრობლემატური საკითხის წამოჭრისას მიმართეთ მეგობრებს, ისინი კარგ სამსახურს გაგიწევენ, დაისვენეთ, გაერთეთ მათთან ერთად.

ქალწული

მატულობს თქვენი პოპულარობა კოლეგებს შორის, რაც თავდაჯერებას, მეტ ძალასა და ენერგიას შეგმატებთ.

სასწორი

კარგი იქნება თუ მოინახულებთ კინოს, თეატრს, გამოფენებსა და მუზეუმებს, ეს ყოველივე არაჩვეულებრივ გავლენას მოახდენს თქვენს განწყობასა და საქმიანობის შედეგებზე.

მორიელი

ახლა თქვენი დროა, თითქოს ყველა გზა იხსნება თქვენს წინ, არ გაკლიათ არც გაბედულება და არც თავდაჯერებულობა.

მშვილდოსანი

საინტერესო შეხვედრებისა და ახალი სასარგებლო ნაცნობობის დღეა, რაც ოპტიმიზმითა და ახალი ენერგიებით აავსებს თქვენს სულს.

თხის რქა

იყავით თავშეკავებული, ნუ გასცემთ ზედმეტ ინფორმაციას, შესაძლოა წამოგცდეთ ისეთი რამ რაც შემდგომ თქვენს პროექტსა თუ გეგმებს ზიანს მოუტანს.

მერწყული

ბევრი თქვენი ჩანაფიქრისა და გეგმების განხორციელებისთვის სწორედ ახლა შესაფერისი დრო დგება. მოემზადეთ წარმატებებისთვის.

თევზები

სამსახურში გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად შესაძლოა დაგჭირდეთ გარკვეულ კომპრომისზე წასვლა. დღის მეორე ნახევარი ჯობია თქვენს ჯანმრთელობასა და იმიჯს მეტი დრო დაუთმოთ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system