თავში

19 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

19 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
19 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ყველაზე ენერგიულად ძლიერი და, შესაბამისად, ყველაზე ბედნიერი დღე მთვარის თვის განმავლობაში.

წარმატებები გელით,  როგორც პროფესიულ, ასევე პირად ცხოვრებაში. უპირველეს ყოვლისა წარმატება თან ახლავს მათ, ვინც დარწმუნებულია საკუთარ შესაძლებლობებში და მზად არის გადამწყვეტი ნაბიჯები გადადგას საკუთარი მიზნებისკენ. 

ვერძი

შესაძლოა გამოჩნდეს შემოსავლის ახალი წყაროები ან მიიღოთ საინტერესო შემოთავაზება. სწორი არჩევანის გაკეთება მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ - არ გაითვალისწინოთ ნათესავებისა და მეგობრების რჩევები - თავად გადაწყვიტეთ ყველაფერი. დღის მეორე ნახევარში შესაძლებელია კონფლიქტი, რომელიც გადაწყდება თქვენს სასარგებლოდ.

კურო

ჯგუფური ღონისძიებები და აქტივობები სასარგებლო აღმოჩნდება. ხელსაყრელი დღეა იდეების განსახიერებისთვის, გართობისთვის. ყველა შემდგომი საქმისა და წამოწყების წარმატება დამოკიდებული იქნება თქვენს გამძლეობაზე და წინდახედულობაზე. ნუ გამოიჩენთ გულგრილობას და უყურადღებობას.

ტყუპები

დატვირთული დღე გექნებათ, თუმცა ამის მიუხედავად არ გადადოთ საქმე ხვალისთვის. დღეს შესრულებული გეგმები ყველაზე წარმატებული აღმოჩნდება. ასევე, მოსალოდნელია დაბნეულობა პირად ცხოვრებაში. ფრთხილად იყავით, საკუთარ გრძნობებში გარკვევამ პროფესიული კუთხით ხელი არ შეგიშალოთ.

კირჩხიბი

დღე ხელსაყრელია საქმიანი კონტაქტებისთვის და რომანტიკული შეხვედრებისთვის.  ახალი ნაცნობები  შეიძლება დაწინაურების, კარიერის ან ფინანსური წარმატების საფუძველი გახდეს.

ლომი

ზოგიერთ ლომს ელის საჩუქრები, პრიზები, ფულადი ჯილდოები ან მემკვიდრეობის მიღება. საუკეთესო დროა სამუშაო ადგილის შესაცვლელად. შესაძლებელია, რომ ძველი ნაცნობი, რომელიც შენთვის ძვირფასი იყო, კვლავ ჰორიზონტზე გამოჩნდეს.

ქალწული

ფინანსური კეთილდღება გელით, რაც საშუალებას მოგცემთ გადაწყვიტოთ მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული პრობლემები. ეს დღე ქალწულისთვის განსაკუთრებულად იღბლიანია. შეეცადეთ დაფიქრდეთ და დაგეგმოთ თქვენი მომავალი მინიმუმ ერთი წლით ადრე.

სასწორი

გახსოვდეთ, საქმეში მნიშვნელოვანია არა მხოლოდ წინსვლა, არამედ უბრალოდ მზად იყოთ პოზიტიური ცვლილებებისთვის.  ნუ დაელოდებით ზეციდან ნიშანს: ყველაფერი რაც გსურთ და გწადიათ მხოლოდ საკუთარი შრომით მიიღწევა.

მორიელი

მოულოდნელი სიახლეები გელით, რამაც შესაძლოა თქვენს ოჯახურ ცხოვრებაზე ცუდად იმოქმედოს. მოემზადეთ სერიოზული პრობლემებისთვის. გახსოვდეთ, შეგიძლიათ მწვერვალები დაიპყროთ და  წარმოუდგენელ წარმატებას მიაღწიოთ, მაგრამ ნუ აჩქარდებით და შესაფერის დროს დაელოდეთ. მოერიდეთ ზედმეტ მუშაობას, რაც შეიძლება უკიდურესად საზიანო იყოს თქვენი ჯანმრთელობისთვის.

მშვილდოსანი

თქვენთვის ხელსაყრელი დღეა. არ არის გამორიცხული მოულოდნელი მოგება, ძვირფასი ნივთის პოვნა ან მემკვიდრეობის მიღება. კარგი დღეა ფიქრისთვის, წარსული ქმედებების გასაანალიზებლად და მომავლის დასაგეგმად.

თხის რქა

აქტიური, შემოქმედებითი დღე გელოდებათ. მოგეცემათ შესაძლებლობა გამოავლინოთ საკუთარი ნიჭი და უნარები. ახალი იდეები და აზრები შემოსავლის დამატებით წყაროს მოგიტანთ. ახალი ნაცნობი კი მომგებიან გავლენას მოახდენენ მომავალ საქმიანობაზე.

მერწყული

დღე ასოცირდება კოსმოსური ენერგიის ათვისებასთან. აურა, ცხოვრების პოტენციალი, პირადი ხიბლი გაძლიერებულია. დაუთმეთ ეს დღე კომუნიკაციას, შეხვედრებს ან შემოქმედებით საქმიანობას. 

თევზები

ამ დღეს თევზებში ინტუიციის უნარი განსაკუთრებით გაძლიერებულია. გრძნობების გამოხატვისას უნდა გამოიჩინოთ გონიერება, თუნდაც გარკვეული სიმკაცრე - ეს საშუალებას მოგცემთ უკეთ შეაფასოთ არსებული რეალობა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system