თავში

19 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

19 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
19 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

შესაძლოა, დაშვებული შეცდომები გამოასწოროთ.გაქვთ შანსი, ძველი ურთიერთობები აღადგინოთ და ყველაფერი  თავიდან დაიწყოთ. მთავარია გახსოვდეთ, რომ ახლა ყველაფრის გამომზეურება საჭირო არ არის.

კურო

მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისას სხვების ინტერესები და სურვილები გაითვალისწინეთ. ამით თქვენი ავტორიტეტიც აიწევს და ერთგულ ადამიანებსაც მოიზიდავთ.

ტყუპები

შესაძლოა, დღეს რაღაც ძველსა და ახალს შორის არჩევანის გაკეთება მოგიწიოთ. კარგად დაფიქრდით, რა უფრო მნიშვნელოვანია ახლა თქვენთვის და გონივრული გადაწყვეტილება მიიღეთ.

კირჩხიბი

იმისთვის რომ კოლეგებთან და ახლობლებთან ჰარმონიული კავშირი გქონდეთ, სასურველია, თქვენი გეგმები მათ სურვილებს შეუხამოთ. წარმატებას „ოქროს შუალედი“ მოგიტანთ.

ლომი

შესაძლოა, ახალ ნაცნობობას სერიოზული განვითარება მოჰყვეს. შესაძლოა, თქვენგან მოვლენების დაჩქარება მოითხოვონ და მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმაც კი მოგიწიოთ.

ქალწული

დაივიწყეთ პრინციპები, იყავით ადეკვატური და თავი დაანებეთ თამაშს. იყავით ის, ვინც ხართ და მიიღეთ სხვა ადამიანებიც და ოჯახის წევრებიც ისეთებად, როგორებიც არიან.

სასწორი

გამოიჩინეთ გონიერება პირად ურთიერთობებში და დააფასეთ ის ზრუნვა და ყურადღება, რასაც თქვენს მიმართ იჩენენ. ზედმეტმა პრეტენზიებმა შესაძლოა, სავალალო შედეგები მოგიტანოთ და მარტო დარჩეთ.

მორიელი

დროა სერიოზულად დაფიქრდეთ თქვენს ცხოვრებაზე და მასში ცვლილებები შეიტანოთ. ნუ ცდილობთ, დამალოთ თქვენი გრძნობები და სურვილები. სწორედ თქვენზეა ბევრი რამ დამოკიდებული.

მშვილდოსანი

შესაძლოა, გაუგებრობებს თავი დააღწიოთ. ძალას ახალი ფინანსური შემოსავალი შეგმატებთ. თქვენს პროფესიონალიზმსა და იდეებსაც შექება და ავტორიტეტის ზრდა მოჰყვება.

თხის რქა

თქვენი კონკურენტები ფხიზლობენ და თვალს გადევნებენ. შესაძლოა, ინტერესით თქვენს პირად ცხოვრებასაც აკვირდებოდნენ. შეეცადეთ, გეგმები და მიზნები არ გათქვათ.

მერწყული

სიჯიუტე, არაკორექტული ფრაზები და უხეშობა თქვენს საქმიან იმიჯზე ნეგატიურად აისახება და  პროფესიონალიზმისა და უნარების გამოვლენას ხელს შეუშლის.

თევზები

პრობლემების მოგვარებაში ახლობელი ადამიანები დაიხმარეთ. ნუ აჰყვებით ეჭვებს, რადგან გაუგებრობების ტალღა იმატებს. იზრუნეთ და იყავით გულისხმიერი ოჯახის წევრების მიმართ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system