თავში

2 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

2 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
2 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარემშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშანშია.

ვერძი

იყავით ფხიზლად და ყურადღებით, არის ალბათობა ვიღაც თქვენს მოტყუებას შეეცადოს, ამიტომ სასურველია ნაკლებად ენდოთ იმ ადამიანებს, ვისაც კარგად არ იცნობთ.

კურო

კონფლიქტებისა და გაუგებრობების ალბათობაა, შესაძლოა ზურგს უკან მითქმა-მოთქმამ და ავმა ენებმა ავნოს თქვენს რეპუტაციას, ეს მეტად დაძაბავს სიტუაციას. რაც უფრო მოქნილი და დიპლომატიური იქნებით, მით ნაკლებ ზიანს მოგაყენებენ.

ტყუპები

ირგვლივმყოფები გაოცებულნი დარჩებიან თქვენი მოტივირებულობითა და შემართებით პირად თუ სამსახურეობრივ სფეროში. დღეს გამოხატულია თქვენი სწრაფვა ლიდერობისკენ.

კირჩხიბი

მოერიდეთ ზედმეტ პირდაპირობას და დარწმუნებული იყავით, რომ თქვენს მიერ დასახული ამოცანა აქტიური და შეუპოვარი შრომით წარმატებით გადაიჭრება, ხოლო ორგანიზატორი ნიჭით მრავალ საქებარ კომპლიმენტს დაიმსახურებთ.

ლომი

თუ რაიმე პროექტის ინიციატორი იქნებით დღეს და დიდი აუდიტორიის წინაშე მოგიწიათ წარდგომა, თქვენი მომხიბვლელობითა და დამაჯერებელი ტონით ყველა მოლოდინს გადააჭარბებთ, იყავით ამაში დარწმუნებული.

ქალწული

კარგად გაართმევთ თავს ჩვეულ საქმიანობას, თუ საჭირო იქნება იოლადაც მოახერხებთ რაიმეს შეცვლას და გადაკეთებას ისე, რომ მიღებული შედეგებით ხარისხი არ გაუარესდება და არავინ დაზარალდება.

სასწორი

დღეს ურთიერთობები ბევრ სიახლეს შემოიტანს თქვენს ყოველდღიურობაში, იქნება ეს სიყვარულის, გართობის, სამსახურის თუ სხვა ნებისმიერი თემა. მატულობს თქვენი შარმი და შემოქმედებითი პოტენციალი.

მორიელი

გაბედულად დაიწყეთ თქვენი გეგმების განხორციელება, პროექტები და გეგმები სარგებლის მომტანი იქნება, სასიკეთო პერიოდია ასევე რაიმეს შესაძენად. დღეს მოლოდინები გაგიმართლდებათ.

მშვილდოსანი

ცვლილებების და სიახლეების დრო დადგა, მიჰყევით მას, შეგიძლიათ დაიწყოთ თქვენი ცხოვრების ახალი სცენარის წერა. შეუდექით კარგად გააზრებული პროექტის რეალიზებას, რომელიც დიდი ხანია თავის დროს ელის.

თხის რქა

ელოდეთ მოვლენების სასიამოვნოდ განვითარებას, საშუალება გექნებათ ყველა გაუგებრობა ადვილად მოაგვაროთ და ჰარმონიულად განეწყოთ საკუთარი თავისა თუ სამყაროს მიმართ, დაიმუხტეთ შემოქმედებითი ენერგიით.

მერწყული

დაიმორჩილეთ საკუთარუ ემოციები და იფიქრეთ მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, უფრო მეტად ნუ დაძაბავთ თქვენს ირგვლივ ატმოსფეროს, ასე გაცილებით მოგებული დარჩებით და მომავალში პრობლემებსაც უფრო იოლად მოაგვარებთ.

თევზები

არის ალბათობა მიიღოთ დამსახურებული საჩუქარი წარმატებით რეალიზებული ძველი პროექტისათვის, ან კარგად მოფიქრებული ბიზნეს-პროექტისათვის, თუმცა არც სხვა სახის სასიამოვნო სიურპრიზია გამორიცხული.

მასალა მომზადებულია ასტროლოგ ქეთი ოდიშელის მიერ

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system