თავში

2 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

2 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
2 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

27-28 მთვარის დღე. დღეს მორიელში მთვარის ასპექტები აღძრავს ვნებებს და ზრდის რისკებს. დღის განმავლობაში მოსალოდნელია დაძაბულობის მატება, ავარიები და დაზიანებები. შესაძლოა, "ბარიერის გმირული" გადალახვა, მაგრამ, ასევე, უგუნური ქმედებები და გასვლა წესების მიღმა, ერთი უკიდურესობიდან მეორეში გადსვლა, ძალების და რესურსების გადაჭარბებული ხარჯვა. სავარაუდოა ავანტიურიზმი, დაუფიქრებლობა, ეჭვიანობა, ჰიპერსექსუალობა.

ამ დღის უფრო მშვიდობიანი და დახვეწილი ასპექტებია: გრძნობების სიღრმე, სულიერება,  კრიზისიდან სარგებლობა მიღება.

ვერძი

ეცადეთ მეტი დრო გაატაროთ მეგობრებთან, თანაც ნუ დაგაღონებთ დროის უსარგებლოდ ხარჯვა. შესაძლოა გამოჩნდეს შემოსავლის ახალი წყარო.

კურო

რთული დღეა, ეცადეთ ნაკლებად ინერვიულოთ პროფესიულ სირთულეებზე, ცხოვრებას უფრო ფილოსოფიურად შეხედეთ.

ტყუპები

გამოიჩინეთ მეტი პასუხისმგებლობა და დაკვირვებულობა. მეტი სერიოზულობით მიუდექით ნებისმიერ საქმიანობას, რათა შეინარჩუნოთ კარგი რეპუტაცია.

კირჩხიბი

მეტი მოქნილობა გმართებთ პრობლემური საკითხების გადაჭრისას. გააანალიზეთ შეცდომები და ყური მიუგდეთ ახლობელი ადამიანების რჩევებს.

ლომი

თქვენთვის მოსაწყენი დღეა, ერთფეროვნებამ შესაძლოა განწყობა გაგიფუჭოთ. შეეცადეთ მეტად გაუფრთხილდეთ ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობებს.

ქალწული

შესაძლოა გაგიჭირდეთ პრიორიტეტების სწორად დალაგება, რადგან უნდა გაითვალისწინოთ როგორც სხვათა ინტერესები და სურვილები.

სასწორი

შედეგებით კმაყოფილი ხართ, შესაძლოა საჩუქარიც და შექებაც მიიღოთ შესრულებული სამუშაოსთვის.

მორიელი

ძალიან მომთხოვნი ხართ სხვების მიმართ. ნუ ეცდებით მანიპულაციებს ახლობელ ადამიანებთან და საქმიან პარტნიორებთან, ეს კარგს არაფერს მოგიტანთ.

მშვილდოსანი

დღეს გაქვთ შანსი აღადგინოთ და განამტკიცოთ თითქმის დანგრეული ურთიერთობები, როგორც ნათესავებთან ასევე ახლობელ ადამიანებთან.

თხის რქა

სასიამოვნო და ნაყოფიერი დღეა, შესაძლოა გაახსენდეთ ძველ საქმიან პარტნიორებს და ახალი პერსპექტივებიც გამოჩნდეს.

მერწყული

იმისათვის რომ გამოიყენოთ ახალი შესაძლებლობები, თქვენს პრინციპებზე უარის თქმა მოგიწევთ. დღე მარტივი არ არის, მაგრამ ბევრი რამ თქვენზეა დამოკიდებული.

თევზები

ახალი რთული სიტუაციების გამო მოგიწევთ გეგმების შეცვლა, სირთულეებია მოსალოდნელი მგზავრობის დროსაც, ამიტომ გამოიჩინეთ მეტი დაკვირებულობა და სიფრთილე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system