თავში

20-26 დეკემბერი: სასიყვარულო ჰოროსკოპი

20-26 დეკემბერი: სასიყვარულო ჰოროსკოპი
20-26 დეკემბერი: სასიყვარულო ჰოროსკოპი

ვერძი

ყველას აქვს ბედნიერების უფლება და გამონაკლისი არც თქვენ ხართ. გამონაკლისი. ბოლო პერიოდში გადაწყვეტილებების მიღება გიჭირდათ, თუმცა მომავალ კვირაში ეს ყველაფერი თქვენს სასიკეთოდ შეიცვლება.

ქალი - თქვენს პირად ცხოვრებაში მომავალ კვირაში ყველაფერი კარგად იქნება. პლანეტების ენერგია დაგეხმარებათ მოიკრიბოთ საჭირო გამბედაობა, რათა მოითხოვოთ დამსახურებული დაწინაურება, შვებულება და საყვარელ ადამიანს გრძნობებში გამოუტყდეთ.

კაცი - თქვენში ჰარმონია და სიმშვიდე სუფევს.

კურო

მიმდინარე კვირაში, დასახული მიზნის მისაღწევად მოგიწევთ, საკუთარ თავს ძალა დაატანოთ. თუმცა ეს არც ისე რთულ იქნება, როგორც თქვენ წარმოგიდგენიათ.

ქალი - თქვენ დიდი ხანია ოცნებობთ სიყვარულზე, ურთიერთგაგებაზე, იმაზე, რომ გვერდით გყავდეთ ადამიანი, რომელსაც საკუთარ თავს მიანდობთ. თქვენი ოცნების ასრულებამდე ძალიან ცოტა დრო დარჩა.

კაცი - ეცადეთ, მიმდინარე კვირაში სიყვარული გაავრცელოთ და გარშემომყოფებს თავი კარგად აგრძნობინოთ.

ტყუპები

ეს კვირა განსაკუთრებით მომგებიანი იქნება იმ ტყუპებისთვის, რომლებიც საკუთარი ცხოვრების შეცვლას ცდილობენ. მარტოხელები - მეორე ნახევარს იპოვნიან, ხოლო ის ვისაც საყვარელი ადამიანი უკვე ნაპოვნი ჰყავს, ურთიერთობის ახალ საფეხურზე გადავა.

ქალი - ვარსკვლავები მსუბუქ ფლირტს მიესალმებიან, მაგრამ ასეთ ურთიერთობას სერიოზულად არ უნდა მოეკიდოთ. ეს გზა ძალიან მოკლეა.

კაცი - თუ გსურთ, რომ თქვენი საყვარელი ადამიანი ცხოვრების ბოლომდე თქვენს გვერდით იყოს, სერიოზული ნაბიჯების გადადგმას ზედმეტად ნუ იჩქარებთ.

კირჩხიბი

ვარსკვლავები გირჩევენ გვერდით გადადოთ თქვენი კომპლექსები, და შეეცადოთ ძველი წარუმატებლობები წარსულში დატოვოთ. როდესაც ამას მოახერხებთ, წინსვლას მხოლოდ მაშინ შეძლებთ.

ქალი - იმისათვის რომ ურთიერთობა ჰარმონიული იყოს მუდმივად უნდა ეცადოთ, რომ გრძნობები არ მინელდეს. ურთიერთობები ბევრ ძალისხმევასა და მუშაობას მოითხოვს.

კაცი - დიდი ხანია, რაც თქვენს მეორე ნახევარს თქვენგან ყურადღება არ უგრძვნია. საკუთარი დრო სწორედ მას დაუთმეთ, მოაწყვეთ რომანტიკული ვახშამი, გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე და უბრალოდ დატკბით ერთად ყოფნით.

ლომი

მიჩვეული ხართ, რომ თქვენზე გიჟდებიან და მუდმივად ყურადღების ცენტრში ხართ. ყოველ შემთხვევაში, მომავალ კვირაში ვარსკვლავები სწორედ ამას გპირდებიან.

ქალი - ძალიან ბევრ კომპლიმენტებს იღებთ, თუმცა არავინ იცის, რომ ლომი ქალი გულის სიღრმეში მარტოსულია. არ იდარდოთ, თქვენს მარტოობას მალე ბოლო მოეღება.

კაცი - ლომი მამაკაცი ზედმეტად ჯიუტია. თუ გსურთ თქვენი საყვარელი ადამიანი მუდამ თქვენს გვერდით იყოს, დათმობებზე წასვლა უნდა ისწავლოთ.

ქალწული

გახსოვდეთ, რომ ურთიერთგაგების მოპოვება არც თუ ისე მარტივი პროცესია და ძალისხმევას მოითხოვს.

ქალი - მომავალ კვირაში მთელი თქვენი დრო ოჯახს და საყვარელ ადამიანს დაუთმეთ. მათ ეს ძალიან სჭირდებათ.

კაცი - შემდეგ კვირას ზედმეტად ბევრი თავისუფალი დრო გექნებათ. გირჩევთ ეს დრო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატაროთ.

სასწორი

ურთიერთობაში ყველას არ შეუძლია ჰარმონიის მიღწევა. თუმცა, თქვენ ამის უბადლო ნიჭი გაქვთ და გირჩევთ ეს არ დაკარგოთ.

ქალი - მომავალ კვირაში ვარსკვლავები თქვენს მხარეს იქნებიან. დროა მოქმედებაზე გადახვიდეთ. გაიჩინოთ ახალი ნაცნობები, ხოლო უკვე არსებული ურთიერთობები ეცადოთ, ახალ საფეხურზე აიყვანოთ.

კაცი - მომავალ კვირას თქვენს მარტოობას ბოლო მოეღება. შეხვდებით ან გამოჩნდება ძველი ნაცნობი, რომელიც ყოველდღიურობისგან გიხსნით და თქვენს ცხოვრებაში სიახლეებს შემოიტანს.

მორიელი

ყურადღებით დააკვირდით თქვენს გარშემო მყოფ ადამიანებს. სწორედ მათ შორის არის ის ერთი, რომელსაც ეძებდით.

ქალი - ენდეთ თქვენს შინაგან ხმას. იგი ყოველთვის სწორ გზაზე დაგაყენებთ.

კაცი - თუ ურთიერთობაში ხართ დრო მოვიდა, ახალ ეტაპზე გადახვიდეთ. თქვენი რჩეული დიდი ხნის განმავლობაში ელოდა როდის სთხოვდით ხელს, იქნებ ამისთვის სწორედ ახლა არის შესაფერისი დრო.

მშვილდოსანი

მშვილდოსნებს უზომო და რომანტიკული სიყვარული იტაცებთ. მომავალი კვირა ბევრ საინტერესო სიახლეს პირდებათ.

ქალი - შეეცადეთ ყველა გადაწყვეტილება მშვიდ და ფხიზელ გონებაზე მიიღოთ. ამ 7 დღის განმავლობაში გადადგმულ ნებისმიერ არასწორ ნაბიჯს შეიძლება სერიოზული შედეგები მოჰყვეს.

კაცი - ურთიერთობები თავისთავად არ იქნება. დროა თქვენს მეორე ნახევართან ჰარმონიული ურთიერთობის დამყარება საკუთარ თავზე აიღოთ.

თხის რქა

ამ კვირაში ენერგიის მოზღვავებას, ძლიერ მუხტს იგრძნობთ. ეს დაგეხმარებათ ახალი აღმოჩენების გაკეთებაში.

ქალი - მეორე ნახევართან პრობლემები თავად უნდა გადაწყვიტოთ. ურთიერთობები მხოლოდ ორ ადამიანს ეხება და მასში მესამე პირები არ უნდა ჩართოთ.

კაცი - კომპრომისები! კომპრომისები! და კვლავ კომპრომისები! მოუსმინეთ საყვარელ ადამიანს და ისწავლეთ დათმობებზე წასვლა.

მერწყული

დეკემბრის შუა რიცხვებში მერწყულებს სასიამოვნო სიურპრიზები ელოდებათ. თქვენს გვერდით იქნება ის ადამიანი, რომელიც თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.

ქალი - თქვენი გული ძალიან ახლობელი ადამიანებისთვისაც კი მიუწვდომელია. ეცადეთ გახსნათ გულის კარი და საყვარელი ადამიანები უფრო ახლოს მოუშვათ.

კაცი - თქვენ მომხიბვლელობითა და თავდაჯერებულობით გამოირჩევით, რის გამოც ბევრი მანდილოსნის იდუმალ თაყვანისცემასაც იმსახურებთ, თუმცა, უფრთხილდით ჭორებს.

თევზები

თევზები ყოველთვის რომანტიკულები და მეოცნებენი არიან. თუ სამყაროს ნებას დაემორჩილებით, მომავალი კვირა მრავალი სასიამოვნო მომენტებით დახუნძლული იქნება.

ქალი - მომავალ კვირაში ვარსკვლავები სულიერ ჰარმონიას გიწინასწარმეტყველებენ. დროა მოწყდეთ სტრესს და ქაოსს და დაფიქრდეთ რა გსურთ.

კაცი - აგრძნობინეთ საყვარელ ადამიანს, რომ ის თქვენთვის ერთადერთია, მომავალ კვირაში ეს განსაკუთრებით აუცილებელია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system