თავში

20 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

20 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
20 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

უგეზო მთვარეა 03:31 დან - 11:00 მდე; შესაბამისად ამ დროს წამოწყებული საქმეები დიდი ალბათობით შედეგს არ გამოიღებს, ასევე არ არის ამ დროს რეკომენდებული სამედიცინო მანიპულაციების ჩატარება.

ვერძი

განმარტოებისა და თვითანალიზის დროა, შეეცადეთ მეტი თავისუფლება მისცეთ თქვენს პარტნიორს და დროებით ერთმანეთს გაერიდოთ, რათა ურთიერთობებში შეინარჩუნოთ სტაბილურობა.

კურო

მატულობს თქვენი შარმი და ქარიზმატულობა, ნუ შეგეშინდებათ პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება, ახლა შეგიძლიათ მიხედოთ არა მარტო საკუთარ, არამედ საერთო პრობლემებსაც.

ტყუპები

შესაძლოა გაიცნოთ მეტად საინტერესო ადამიანი, რომელიც გაგიფერადებთ ყოველდღიურობას და მნიშვნელოვნად გამოაცოცხლებს თქვენს პირად ცხოვრებას.

კირჩხიბი

პირად თუ სამსახურეობრივ სფეროში იყავით უფრო გაბედული. ბედნიერებისთვის არ არის საკმარისი მხოლოდ სიახლეები, აუცილებლად უნდა გათავისუფლდეთ ყოველგვარი ზედმეტისა და უსარგებლოსგან.

ლომი

იყავით უფრო ყურადღებიანი და პასუხისმგებლობით მოეკიდეთ ნებისმიერ საქმეს, გახსოვდეთ, რომ ახლობელი ადამიანების სითბო საუკეთესო წამალია. ახლა მეტად მოგიხდებათ სუნთქვითი და ფიზიკური ვარჯიში.

ქალწული

ელოდეთ გამართლებას პირად-სასიყვარულო საქმეებში, როგორც რეალურ, ასევე ვირტულურ სივრცეებში. იურთიერთეთ ხალისიან, პოზიტიურ ადამიანებთან.

სასწორი

გამოიჩინეთ სიფხიზლე, გადაამოწმეთ ინფორმაციები, შეეცადეთ გაერიდოთ ხალხმრავლობას და მოვლენების ეპიცენტრში ყოფნას. ნუ შეგაშინებთ არსებული სირთულეები, ეს თქვენი გამოცდაა სიმტკიცეზე.

მორიელი

ნუ აჰყვებით პესიმიზმს, შეხედეთ ყველაფერს მარტივად და ნუ შეეცდებით ვითარების შეცვლას, გაუსწორეთ რეალობას თვალი და მოამზადეთ სამომავლო გადამწყვეტი ნაბიჯებისთვის.

მშვილდოსანი

იყავით ერთგული და ერიდეთ წუთიერ გატაცებებს, შესაძლოა თქვენი ნდობა, როგორც სისუსტე სხვა ადამიანებმა თავის სასარგებლოდ გამოიყენონ და პრობლემები შეგიქმნან.

თხის რქა

კარგი იქნება თუ ჩაუღრმავდებით საკუთარ სულს და მოახერხებთ აღიაროთ საკუთარი შეცდომები, ეს დაგეხმარებათ საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობების შენარჩუნებაში, თუმცა არის ღალატის ალბათობაც.

მერწყული

შესაძლოა ცდუნებამ გძლიოთ და საქმიან სფეროში ეშმაკური გზებით შეეცადოთ ამბიციების დაკმაყოფილებას, თუმცა ურიგო არ იქნება თვენს თავს შეახსენოთ, რომ თავმდაბლობა საუკეთესო იარაღია კონფლიქტური სიტუაციებისას.

თევზები

ნუ დარჩებით მარტო, კარგი იქნება თუ გათავისუფლდებით ნეგატიური თვისებებისგან, თუ ადამიანებს და სამყაროს თქვენს ძლიერ მხარეებსა და ღირსებებს დაანახებთ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system