თავში

20 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

20 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
20 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი


გაიგეთ, რა გელოდებათ?! ასტროლოგი ქეთი ოდიშელი გირჩევთ


ვერძი

იყავით მაქსიმალურად აქტიური, მოუხმეთ მეტ დიპლომატიას, ყველაფერი ბრწყინვალედ წავა. განსაკუთრებით წარმატებულია დღე პირად-სასიყვარულო ურთიერთობებისთვის.

კურო

დღეს კარგი იქნება თუ ძველი დაპირებების შესრულებისთვის მიიღებთ ზომებს. დღის მეორე ნახევარი კი თამამად შეგიძლიათ თქვენს თავს მიუძღვნათ.

ტყუპები

დღის მთავარი პრინციპი უნდა იყოს ზომიერება. ნუ აყვებით პროვოკაციებსა და მოჩვენებითად მიმზიდველ წინადადებებს. კარგია ეს დღე ისეთი საქმეებისთვის, რომელიც წარსულში უდრობის გამო გადადეთ.

კირჩხიბი

დღე ჩვეულ ვითარებაში ჩაივლის, ეცადეთ მეტი დრო დაუთმოთ საყვარელ ადამიანს, გახალისდით ,ასევე გაახალისეთ გარემოც.

ლომი

შესაძლოა იმიჯის ცვლის სურვილმა შეგიპყროთ, მაგრამ ნუ იჩქარებთ (22 ნოემბრამდე მაინც). კარგი დღეა კომუნიკაციებისთვის, ახალი ნაცნობობისთვის. შესაძლოა საინტერესო ხალხს გადაეყაროთ.

ქალწული

დღეს იმოქმედეთ აუჩქარებლად, იყავით ყურადღებით. ლამაზად შეფუთულ წინადადებებზე ნუ იჩქარებთ დათანხმებას. საღამოს მეტად დაისვენეთ, შემოქმედებითად განიტვირთეთ.

სასწორი

დღე თითქოს ერთფეროვანია, თქვენც მაქსიმალურად ჩაფლული ხართ საქმეებში, თუმცა აუცილებლად გამონახეთ დრო ცხოვრების მშვენიერებით ტკბობისთვის, იქნება ეს ხედი სამსახურის ფანჯრიდან, სუფთა ჰაერზე გასეირნება თუ რაიმე საინტერესო ფილმის ნახვა.

მორიელი

მეტი დრო დაუთმეთ შინაურებთან კომუნიკაციას, ბავშვებს, განიხილეთ მათთან ერთად თუნდაც სამსახურის საქმეები. მოსინჯეთ პატარ-პატარა სიახლეები ნებისმეირ სფეროში, ისეირნეთ, განიტვირთეთ.

მშვილდოსანი

მშვენიერი დღეა, საქმიანობაში შესაძლოა დაგჭირდეთ ადამიანების მხარდაჭერა, თუმცა ყურადღებით იყავით ფარისევლებთან, მეტად ენდეთ დროში გამოცდილ ადამიანებს. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას.

თხის რქა

შესაძლოა იგრძნოთ ძალების მოზღვავება, ნუ დაკარგავთ დროს, მიხედეთ თქვენს საქმეებს, აკონტროლეთ დროის მენეჯმენტი.

მერწყული

დღე განსაკუთრებით ნაყოფიერია საქმიანი მოლაპარაკებებისთვის, პროექტების განხილვისთვის, ნებისმიერი სახის კომუნიკაციისთვის. რაც შეეხება პირად ურთიერთობებს რაიმეს შეცვლამდე კარგად დაფიქრდით.

თევზები

შესაძლოა გარკვეულმა გაუგებრობებმა იჩინოს თავი, ამიტომ იყავით მეტად გამგები, მშვიდად შეხვდით კრიტიკულ შენიშვნებსა თუ შეფასებებს. ნუ გადადებთ ისეთ საკითხებს სამომავლოდ, რომლის გაკეთებაც ახლა შეგიძლიათ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system