თავში

20 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

20 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
20 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

დაგეგმეთ სამომავლო საქმეები, თქვენ შეძლებთ და განახორციელებთ მათ ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე, აირჩიეთ ტაქტიკა თქვენი პროფესიული ზრდისათვის, კარგად მოიფიქრეთ ყოველი დეტალი და ისე იმოქმედეთ.

კურო

შესაძლოა დღეს კარიერული წინსვლის პერსპექტივები გამოჩნდეს, მოვლენები ისე განვითარდება, რომ არაა გამორიცხული კარგ ანაზღაურებადი სამსახურიც შემოგთავაზონ.

ტყუპები

თავი შეიკავეთ სხვათა მიმართ კრიტიკული შეფასებებისგან და შეცდომებზე მითითებისგან, ეს შესაძლოა კონფლიქტში გადაიზარდოს და ზიანი მიაყენოთ სამუშაო პროცესს. მოთმინება მხოლოდ სიკეთეს მოგიტანთ .

კირჩხიბი

ყურადღებას ნუ მიაქცევთ ქაოსსა და კონფლიქტს, რომელიც თქვენ არანაირად არ გეხებათ. შესაძლოა ძლიერი მოკავშირე შეიძინოთ, რომელიც ხანგძლივი დროით მნიშვნელოვან როლს ითამაშებს თქვენს ცხოვრებასა და საქმიანობაზე.

ლომი

ნუ წამოეგებით შურიანი და ეჭვიანი, არაკეთილმოსურნე ადამიანების ანკესზე, მალე თავადაც გაოცდებით პროდუქტიული და სარგებლიანი კონტაქტებითა და წარმატებული მოლაპარაკებებით.

ქალწული

დღეს აუცილებლად იზრუნეთ დაპირებების შესრულებაზე, რათა არ გაიფუჭოთ რეპუტაცია. არ გადადოთ დაგეგმილი შეხვედრები, რათა დაცული იყოთ უსიამოვნო სიურპრიზებისგან.

სასწორი

დღეს შესაძლოა ძველი მეგობრები გესტუმრნონ, მათი ვიზიტი გაგახალისებთ და მოდუნების საშუალებას მოგცემთ. განიტვირთეთ, დატკბით გულთბილი ურთიერთობით.

მორიელი

შესაძლოა ისეთი საკითხებით დაკავდეთ, რომელიც შორს არის თქვენს პროფესიულ საქმიანობასთან. შეძლებთ ყველას დაუმტკიცოთ, რომ ნებისმიერ საქმეს შეგიძლიათ გაართვათ თავი.

მშვილდოსანი

ნუ შეეჭიდებით დიდ სიმაღლეებს, კონცენტრირდით ერთ საკითხზე, ნუ დაიფანტებით. მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდეთ, როგორც საოჯახო ასევე სამსახურეობრივ საქმეებს.

თხის რქა

ჩაუღრმავდით საკუთარ თავს და გააანალიზეთ თქვენი წარუმატებლობის მიზეზები. შეცვალეთ ძველი გეგმები, ეს სასიკეთოდ აისახება, როგორც კარიერულ საკითებზე. ასევე კოლეგებთან ურთიერთობაზეც.

მერწყული

ნუ აიღებთ საკუთარ თავზე ზედმეტ პასუხისმგებლობას. მოსალოდნელია იმედგაცრუება და კონფლიქტები, აკეთეთ მხოლოდ ყველაზე აუცილებელი და კარგად ნაცნობი საქმეები.

თევზები

მოთოკეთ თქვენი ამბიციები და დაელოდეთ უფრო სტაბილურ ვითარებას. გახსოვდეთ, რომ შეუცვლელი არავინაა. თავი შეიკავეთ თქვენი უნარების დემონსტრირებისგან. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system