თავში

20 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

20 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
20 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

სრულიად უმიზეზოდ შესაძლოა ახლობელ ადამიანებთან კონფლიქტში ჩართვა მოგიწიოთ. ეცადეთ გაერიდოთ არაფრისმომცემ კამათს, გაისეირნეთ, თავად გაიფერადეთ ცხოვრება, ახალი ნაცნობობა ამაში დაგეხმარებათ.

კურო

სიფრთხილე გამოიჩინეთ ტრანსპორტთან მიმართებაში. ნუ დაარღვევთ დადგენილ ნორმებს, იყავით წინდახედული, ახლა სულსწრაფობა არაფერს კარგს არ მოგიტანთ.

ტყუპები

შესაძლოა გესტუმრონ ადამიანები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან თქვენი საქმიანობით და პერსპექტიულ წინადადებასაც შემოგთავაზებენ. ყოველი შემთხვევისთვის ეცადეთ მათზე მოიძიოთ საჭირო ინფორმაცია.

კირჩხიბი

ნუ დაფანტავთ თქვენს ენერგიას ერთდროულად რამდენიმე საქმის მოგვარებაზე. სჯობს ერთ საკითხზე კონცენტრირდეთ და დადოთ მაქსიმალური შედეგი.

ლომი

საქმეებით დახუნძლულმა შესაძლოა საკუთარი თავი სრულიად დაივიწყოთ. შეეცადეთ რაციონალურად დახარჯოთ თქვენი ენერგეტიკული რესურსი. მეტი დაისვენეთ, გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე.

ქალწული

დიდია მოტყუების ალბათობა. შესაძლოა შემოგთავაზონ მაცდური წინადადება და კარგ ანაზღაურებასაც შეგპირდნენ. შესაძლოა სხვა ქალაქშიც მოგიწიოთ წასვლა. კარგად გაიაზრეთ თითოეული ნაბიჯი.

სასწორი

მოულოდნელი ფინანსები ძალიან გაგახარებთ. ნუ მოინდომებთ ერთბაშად ყველა ოცნების ასრულებას, დაუპირისპირეთ რეალური გეგმები თქვენს სურვილებს, გაფილტრეთ მიზნები და ყველაფერი მარტივად დალაგდება.

მორიელი

შესაძლოა ერთფეროვანმა მოვლენებმა სევდა შემოიტანოს თქვენს ცხოვრებაში, მაგრამ თუ სწორად მიიკვლევთ გზას, სამყაროსგან სიურპრიზიც არ დააყოვნებს, საქმიან სფეროში დიდი კარიერული ნახტომისთვის შეგიძლიათ მოემზადოთ.

მშვილდოსანი

შესაშური ენერგია და კარგი განწყობა წარმატებულ დღეს გპირდებათ. ინტუიცია და აქტიურობა სამომავლოდაც შესამჩნევ შედეგებსა და აღიარებას გპირდებათ.

თხის რქა

შესაძლოა განაახლოთ ადრე წამოწყებული საქმიანობა და ხელშეკრულებაც კი გააფორმოთ პარტნიორებთან. იყავით წინდახედული, განსაკუთრებით ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით, რათა თავიდან აიცილოთ ოჯახური კამათი.

მერწყული

ორიგინალური და საინტერესო იდეებით, შემოქმედებითი მიდგომებითა და შეუპოვრობით არა მარტო უფროსობა, არამედ საქმიანი პარტნიორებიც დაინტერესებიან და ფინანსური პერსპექტივებიც არ დააყოვნებს.

თევზები

მოსალოდნელია გაუთვალისწინებელი ხარჯები, რომელიც შესაძლოა ოჯახის მცირეწლოვან წევრებს უკავშირდებოდეს, მაგრამ ნუ შეშფოთდებით, შრომისმოყვარეობითა და პუნქტუალობით ყველაფერი მალე გამოსწორდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system