თავში

20 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

20 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
20 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

უგეზო მთვარეა 18:18 დან 23:42 მდე; შესაბამისად ამ დროს წამოწყებული საქმეები დიდი ალბათობით შედეგს არ გამოიღებს, ასევე არ არის ამ დროს რეკომენდებული სამედიცინო მანიპულაციების ჩატარება.

ვერძი

ბევრი რამაა დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად სწრაფად შეგიძლიათ გადაწყვეტილების მიღება. იყავით მზად სწრაფი მოქმედებისთვის.

კურო

სხვათა წარუმატებლობის ფონზე თქვენი ავტორიტეტი აშკარად მატულობს, რაც ზოგიერთი თანამშრომლის უკმაყოფილებას გამოიწვევს.

ტყუპები

ცუდი გუნებაგანწყობა და უხასიათობა თქვენს ჯანმრთელობაზე ნეგატიურად აისახება. შეეცადეთ თავი ხელში აიყვანოთ და გადაერთოთ რაიმე სასიამოვნო თემაზე.

კირჩხიბი

მოუფრთხილდით ნერვებს, ნუ აყვებით ემოციებს, რათა ზიანი არ მიაყენოთ თქვენს სულიერ მდგომარეობას.

ლომი

არ გამოგეპაროთ სამყაროსგან ბოძებული შანსები, იყავით ფხიზლად და ყურადღებით.

ქალწული

ნუ გადაიღლებით, გადაანაწილეთ თქვენი ენერგია. სიმშვიდე, წონასწორობა და სიცხადე თქვენი სამომავლო გეგმებისთვის წარმატებების მომტანია.

სასწორი

შესაძლოა თქვენს გეგმებში გარკვეული კორექტივების შეტანა მოგიწიოთ, ამის შემდეგ მოგიწევთ რეალობისთვის თვალის გასწორება.

მორიელი

ზღვა ემოციებისა და მრავალი საინტერესო შეხვედრების დღეა, მთავარია დაიცვათ ზომიერება.

მშვილდოსანი

ყურადღება მიაქციეთ მინიშნებებს, თქვენი ცხოვრების გზაზე დიდია ცვლილებების ალბათობა.

თხის რქა

ოჯახში მოსალოდნელია გარკვეული კონფლიქტური სიტუაცია, ნუ გაგიკვირდებათ თუ თქვენი ნათქვამი სხვაგვარად აღიქმება. ეცადეთ მეტი გაგებით მოეკიდოთ ირგვლივმყოფებს.

მერწყული

დაიწყეთ ძველი საქმის კეთება ახლებურად, გადაახალისეთ თქვენი გეგმები და გჯეროდეთ რომ ეს აუცილებლად წარმატებას მოგიტანთ.

თევზები

დიდია მოგების შანსები და შესაძლოა იმაზე მეტი ანაზღაურება მიიღოთ ვიდრე ელოდით. ახლა სწორედ თქვენი დროა!

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system