თავში

2022 წლის ჰოროსკოპი - რომელ ნიშანს რა ელოდება

2022 წლის ჰოროსკოპი - რომელ ნიშანს რა ელოდება
2022 წლის ჰოროსკოპი - რომელ ნიშანს რა ელოდება

შავი წყლის ვეფხვის წელი მოდის და ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანებს, ისევე როგორც ცხენის, ძაღლის და დრაკონის ნიშნით, წარმატების ყველაზე დიდი შანსი აქვთ.

2022 წელი პროდუქტიული და რევოლუციური იქნება ხარისთვის, კურდღლისთვის, ღორისთვის, თხისა და მამლისთვის. თუ მათ შეუძლიათ წლის ტენდენციების ადაპტირება, შეუძლიათ მიაღწიონ იმას, რაც სურთ და მიაღწიონ აბსოლუტურ წარმატებას ცხოვრებისგან, არა მხოლოდ ფინანსურ, არამედ, პირად სფეროშიც.

მაიმუნს, ვირთხას და გველს 2022 წელს შესაძლოა, არ გაუმართლოს, რადგან მიზნების მისაღწევად მათ მოუწევთ ვეფხვის ჩვევებისა და ღირებულებების მიღება. ამიტომ, უნდა იზრუნონ საკუთარ თავში ამ თვისებების გამომუშავებაზე.

ვერძი

2022 წელს განსაკუთრებული იღბალი ელის ისეთ ვერძს, რომელიც ზრუნავს სხვებზე - თანამშრომლებზე, მოსწავლეებზე, პაციენტებზე, მრავალშვილიან ოჯახზე თუ სრულიად უცნობ ადამიანებზე. გარდა ამისა, ვერძს 2022 წელს ყველაზე აქტიური სასიყვარულო ურიერობა ექნება. ეს წელი ბევრ სასარგებლო ნაცნობობას, ქორწინებას და საქმიან შეთანხმებას მოუტანს. მაგრამ არის ბნელი მხარეც: ვერძმა თავი უნდა აარიდოს სხვადასხვა ცდუნებებას, ალკოჰოლს,  არასერიოზულ რომანს. ვერძისთვის მომავალი წელი მნიშვნელოვანი და გლობალური მოვლენების პერიოდს გვპირდება. ეს შეიძლება იყოს წარმატებული მიღება კოლეჯში, საცხოვრებლის შეცვლა , ქორწილი, კარიერული წინსვლა და შესაძლოა, ბედის სრულიად არაპროგნოზირებადი მონაცვლეობა და იღბლის სიურპრიზები. წელიწადს შეუძლია ვერძი დააჯილდოოს სხვებზე ზრუნვისთვის.

კურო

ვეფხვს კუროსგან სითბო, კონცენტრაცია, ფინანსებისადმი დიპლომატიური მიდგომა და პარტნიორობა დასჭირდება. ზოდიაქოს ამ ნიშნისთვის ახალ წელს მთავარი კარიერა იქნება, რომელიც, წარმატების შემთხვევაში, ბევრის ბედს შეცვლის. მოვლენების დინამიური ნაკადი ყოველ ჯერზე გადაიტანს ყურადღებას ოჯახური საქმეებისა და საზრუნავებისგან. კუროს 2022 წელს სამსახურისა და გარემოს შეცვლა შესაძლოა მოუწიოს. ყველაზე აქტიური სფეროა ბიზნესი და ფული. კურო არ შეიძლება იყოს ზარმაცი 2022 წელს.

ტყუპები

2022 წლის 14 აპრილამდე ტყუპებს ცხოვრებაში კარმული მოვლენები ექნებათ. ისინი შეძლებენ მიიღონ კარგი გაკვეთილები, რაც დაეხმარებათ ცხოვრების ახალ დონეზე გადასვლაში. ეს წელი წარმატებული იქნება ტყუპებისთვის, თუ ისინი გაანალიზებენ შეცდომებს. დროა, მოახდინოთ თქვენი უნარებისა და შესაძლებლობების მონეტიზაცია. ტყუპებს სასიამოვნო შესყიდვები ელით: ავეჯი, მანქანები, უძრავი ქონება. შესაძლებელია სამუშაოს შეცვლაც, რაც მათ ფინანსურ მდგომარეობას, ორი რთული წლის შემდეგ, გააუმჯობესებს.

კირჩხიბი

კირჩხიბები 2022 წელს იგრძნობენ ენერგიის მოზღვავებას და მზად იქნებიან მთების გადადგმისა და ყველაზე ველური სურვილების რეალიზებისთვის. რა თქმა უნდა, წელი სავსე იქნება ცვლილებებით. მათთვის, ვისაც უძრავი ქონების შეძენა სურს - დიახ, ეს დროა, ისინი შეძლებენ თავიანთი გეგმის განხორციელებას. კირჩხიბების შემოსავალი კოსმიურად გაიზრდება. ყველაზე აქტიური სფეროა კრეატიულობა და ფარული შესაძლებლობები. ეს ყველაფერი 2022 წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.

ლომი

ლომებისთვის წელი შეიძლება იყოს დაძაბული. ზოგიერთმა ლომმა, რომელიც ავლენს შემოქმედებითობას, შეიძლება მოულოდნელად გააცნობიეროს, რომ გადაჭარბებულად აღიქვამს ცხოვრებისეულ მოვლენებს. ისინი მიხვდებიან, რომ ყველაფერი, რაც მათ აქვთ, მხოლოდ ნიღაბია, რომელიც მალავს იმ სურვილებს, რომელთა განხორციელებაც ლომებს ნამდვილად სურთ. შემდეგი წელი გადამწყვეტი მოქმედების დროა, რადგან ლომების ყველაზე აქტიური სფეროები იქნება თვითრეალიზაცია და თვითპრეზენტაცია, რაც მათ პრემიებსა და წარმატებას მოუტანს. მთავარია, ლომმა საკუთარი ეგოცენტრიზმის დონე აკონტროლოს, თორემ მოვლენები ძალიან ცუდად განვითარდება.

ქალწული

ვეფხვმა 2022 წელს ქალწულებს სასიამოვნო სიურპრიზები მოუმზადა, ბედი მათ უღიმის. გააცნობიერეთ თქვენი მიზნები და სურვილები, აიღეთ ყველაზე გაბედული პროექტები, შეიცვალეთ სამუშაო ადგილები და ქვეყნები. მათთვის, ვისაც ბიზნესის გახსნა სურს, ვეფხვის წელი ხელსაყრელი დროა, შესაძლებლობა იპოვოთ თქვენი ნიშა. ქალწულებს ექნებათ ახალი სასარგებლო კონტაქტები, რაც გამოიწვევს გრძელვადიან გეგმებს, რაც შეცვლის რეალობას უკეთესობისკენ. ქალწულის გეგმების განხორციელების ყველაზე დიდი ალბათობა ჯანმრთელობის, კარიერისა თუ ქორწინების სფეროებთან არის დაკავშირებული.

სასწორი

სასწორები არ უნდა ჩაერიონ სხვის პრობლემებში. სოციალურმა და საქმიანმა კავშირებმა შეიძლება მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს მომავალ წელს ბიზნესსა და კარიერულ წინსვლაში. სასწორს დასჭირდება დიპლომატიის, ტოლერანტობის გამოყენება. თქვენ უნდა მოერგოთ იმ ცვლილებებს, რაც მოხდება. ივნის-ივლისში კარიერული ასპექტები გააქტიურდება. სასწორებისთვის მნიშვნელოვანია სამუშაოზე, გეგმების განხორციელებაზე ფოკუსირება, რეკომენდებულია სურვილების დღიურის შექმნა. ასევე 2022 წელს სასწორს შეიძლება პრობლემები შეუქმნან ორსახიანმა ადამიანებმა, მანიპულატორებმა, ერიდეთ მათ.

მორიელი

წელს მორიელებს "მდინარეში ორჯერ შესვლის" შესაძლებლობა ექნებათ – ეს არის პერიოდი 29 აპრილიდან 8 ოქტომბრის ჩათვლით, როდესაც პლუტონი თხის რქის ნიშანში შედის და იწყებს მის რეტროგრადულ მოძრაობას. ეს ის პერიოდია, როცა შეგიძლიათ შეცვალოთ ყველაფერი, გააუმჯობესოთ ის, რაც გაუმჯობესებას საჭიროებს. ვეფხვი ასევე დაეხმარება მორიელებს, გათავისუფლდნენ სხვა ადამიანების გავლენისგან, მათზე დამოკიდებულებით, გარემოებებიდან. კარიერა, სოციალური მოწოდება, საჯაროობა, საკუთარი ბიზნესი, - ეს ყველაფერი მორიელებისთვის შესაძლებელი გახდება ვეფხვის წელს. 

მშვილდოსანი

მშვილდოსანს 2022 წელს ექნება შემოქმედების, შექმნის, ზრდისა და განვითარების უზარმაზარი პოტენციალი. ვარსკვლევები არ გირჩევთ ახლის დაწყებას, პირიქით, ძველის გაუმჯობესებაა საჭირო, განსაკუთრებით სამუშაო ზონაში. აუცილებელია ჰორიზონტების გაფართოება, მოგზაურობა. იუპიტერი თევზებში გააფართოვებს მშვილდოსნის შესაძლებლობებს, მათ ამბიციებს, მსოფლმხედველობას. მშვილდოსანმა ქალებმა თავი აარიდონ ექსტრავაგანტურობას და იმპულსურ შესყიდვებს. მნიშვნელოვანია გაანალიზოთ, რა ხდება თქვენს ირგვლივ, ჩართოთ ხიბლი. წელი ფინანსური შესაძლებლობების გაზრდასა და ცხოვრების დონის გაუმჯობესებას გვპირდება.

თხის რქა

მომავალ წელს თხის რქებმა უნდა დაიწყონ მხოლოდ ის, რაც ადრე იყო დაგეგმილი და დაწყებული, მაგრამ დაუსრულებელი. უეცარი იმპულსური გადაწყვეტილებები თავიდან უნდა იქნას აცილებული ნებისმიერ დიდ ბიზნესში, ასევეა ქორწინებაში, დიდი შესყიდვებში, სამსახურის შცვლაში. დროა მივაქციოთ ყურადღება ოჯახურ ტრადიციებს. ამ ნიშნის წარმომადგენლებმა არ უნდა დაიწყონ ან გააგრძელონ ურთიერთობა ქალწულთან, ლომთან და მერწყულთან. ამ ნიშნებს შეუძლიათ თხის რქები სწორი გზიდან გადაიყვანონ.

მერწყული

თუ მერწყული 2022 წელს ერთ დიდ პროექტს მაინც დაასრულებს, მას დიდი ხნის განმავლობაში იქნება უზრუნველყოფილი მიღებული დივიდენდებით. ასეთი პროექტი შეიძლება იყოს ნებისმიერი რამ, მომგებიანი საქმიანი ურთიერთობა, საიმედო ქორწინება, გრძელვადიანი ინვესტიცია ან საქმიანი კონტრაქტი. ამავდროულად, მერწყულს ექნება შესაძლებლობა აასრულოს არამხოლოდ საკუთარი სუვილები, არამედ, დაეხდმაროს მისთვის ყველაზე ახლობელ და ძვირფას ადამიანებს. დინამიური ურანი კუროში 23 აგვისტომდე დარჩება, რაც მერწყულს სასიცოცხლო ენერგიის უზარმაზარ ნაკადს აძლევს და მხარს უჭერს მას მატერიალური რესურსებით ნებისმიერი გეგმის განსახორციელებაში. ბედნიერებისა და იღბლის გზაზე 6-7 მაისისა და 28-29 ივლისის ღამეს ვარსკვლავურ ჯადოქრობას დაამატებს. რთული პერიოდი შეიძლება იყოს 24 აგვისტოდან წლის ბოლომდე. მერწყულებმა თავი აარიდონ ექსტრავაგანტურობას და დკრედიტების აღებას. მაგრამ თუ  გადაწყვეტთ ამ პერიოდში დავალიანების გადახდას, ვეფხვი არამარტო დაგეხმარებათ, არამედ, მომავალი ფინანსური წარმატება გარანტირებული გექნებათ.

თევზები

თევზები წყლის ვეფხვის "რჩეულთა" წრეშია. ნეპტუნი მის სამყოფელში იქნება მთელი წლის განმავლობაში, აპრილში კი იუპიტერთან ჰარმონიულ კავშირს შექმნის, რაც თევზებს გეგმების, მიზნების, სურვილების, პროექტების რეალიზაციის უზარმაზარ პოტენციალს მისცემს. 2022 წელს გაუმჯობესდება ცხოვრების ხარისხი, გაიზრდება სურვილი შეიძინოს რაიმე ძალიან ღირებული, მაგალითად, იყიდოს ძვირადღირებული მანქანა ან რამდენიმე ბინა ერთდროულად, გააკეთოს რემონტი. 2022 წელს ბედი მზადაა თევზებს აჩუქოს განსაკუთრებული საჩუქარი, რომელიც მისცემს ბედნიერების, სიამოვნების და ეიფორიის განცდას ცხოვრებისგან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system