თავში

21 მაისის ასტოლოგიური პროგნოზი

21 მაისის ასტოლოგიური პროგნოზი
21 მაისის ასტოლოგიური პროგნოზი

ვერძი

მოდუნდით, გადაანაწილეთ საქმეები და ერიდეთ გადაღლას, თუ მონიტორთან გიწევთ დიდხანს ურთიერთობა, ძალიან მოგიხდებათ თვალებისა და ხერხემლის ვარჯიშები.

კურო

შეეცადეთ თავიდან აიცილოთ გაღიზიანება საქმიანი საკითხების გადაწყვეტისას. ნუ იქნებით ზედმეტად კრიტიკული და უხეში პარტნიორების მიმართ. ეს ხელსაყრელი არ იქნება არცერთი მხარისთვის.

ტყუპები

გაითვალისწინეთ რომ დღის გეგმები გაუთვალისწინებელი გარემოების გამო შესაძლოა გაჭიანურდეს ან დაბრკოლებების გამო საერთოდ შეხვედრაც არ შედგეს.

კირჩხიბი

ნუ აყვებით მაცდუნებელ წინადადებას, იყავით ფხიზლად, მოსალოდნელია უხერხულ სიტუაციაში და წამგებიან პოზიციაში აღმოჩნდეთ.

ლომი

გაინებივრეთ თავი, შეიძინეთ რაიმე სასურველი, რაზეც დიდი ხანია ოცნებობდით, სიფრთხილე გმართებთ ავტომობილის საჭესთან, ნუ იჩქარებთ.

ქალწული

შეეცადეთ დაწყებული საქმეები ბოლომდე მიიყვანოთ, თუმცა ერიდეთ ზედმეტ გადაღლას, მოსალოდნელია ძველ ნაცნობებთან შეხვედრა და მეგობრობის განახლება.

სასწორი

თუ აქცენტებს თქვენს საუკეთესო საქმიან თვისებებზე გააკეთებთ, შესაძლოა მიიპყროთ ზემდგომთა ყურადღება და მიაღწიოთ ახალ სამსახურეობრივ თუ კარიერულ სიმაღლეებს.

მორიელი

ცვლილებებია მოსალოდნელი. არ არის გამორიცხული განქორწინება, ახალი ქორწინებისთვის მზადება, რომელიც ბედნიერებას მოგიტანთ, შესაძლებებლია ბავშვის დაბადების სიხარულმა მოგიტანოთ უდიდესი ბედნიერება.

მშვილდოსანი

დღეს მეტი დრო გაატარეთ თქვენს ახლობლებთან, დაისვენეთ, განიტვირთეთ. ნუ მიიღებთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს. შესაძლოა, არა ერთი საინტერესო იდეა მოგივიდეთ თავში, ახლა მათი განხორციელებისთვის შესაფერისი დრო არ არის, მაგრამ ჩაინიშნეთ, სამომავლოდ ისინი აუცილებლად გამოგადგებათ.

თხის რქა

თქვენი მჭერმეტყველებითა და დიპლომატიური უნარებით ადვილად მოაგვარებთ ყოველივეს. შესაძლოა რაიმე ორიგინალური იდეის განხორციელება დაიწყოთ.

მერწყული

გადაანაწილეთ დრო და თქვენი ძალები მთელი დღის განრიგზე, ნუ შეეცდებით ერთდროულად რამდენიმე საქმეს შეეჭიდოთ, რადგან ვერც ხარისხიანად გააკეთებთ და თქვენი ავტორიტეტიც დაეცემა.

თევზები

ნუ აყვებით სახიფათო და შფოთიან აზრებს, ეჭვიანობა მყუდროებას დაგირღვევთ და აგაფორიაქებთ, იზრუნეთ საკუთარ სიმშვიდესა და კომფორტზე. იკონტაქტეთ სასიამოვნო ადამიანებთან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system