თავში

21 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

21 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
21 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

 მთვარის მე-15-16 დღე. დღეს მთვარე ვერძში ახალ სტიმულს აძლევს მოვლენებს, მაგრამ არ პასუხობს ყველა კითხვას. მოვლენების განვითარება კარგ საფუძველს იძლევა მიაღწიოთ მიზანს, რომელსაც დიდხანს ელოდით. 

ამავე დროს, ჰგაზრდილია დავების ალბათობა. არ გამოირიცხება ხმაურიანი სკანდალები და წესების გარეშე დაპირისპირებები. წარმატების გასაღები ინტერესთა ბალანსი იქნება.

დღე მნიშვნელოვანია პოლიტიკოსებისთვის, შუამავლებისთვის, იურისტებისთვის. მომენტის სერიოზულობა არ გამორიცხავს სასაცილო და ორაზროვან სიტუაციებს.

ვერძი

ეცადეთ გაერიდოთ არაფრისმომცემ კამათს, გაისეირნეთ, თავად გაიფერადეთ ცხოვრება, ახალი ნაცნობობა ამაში დაგეხმარებათ.

კურო

ნუ დაარღვევთ დადგენილ ნორმებს, იყავით წინდახედული, ახლა სულსწრაფობა არაფერს კარგს არ მოგიტანთ.

ტყუპები

შესაძლოა გესტუმრონ ადამიანები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან თქვენი საქმიანობით და პერსპექტიულ წინადადებასაც შემოგთავაზებენ.

კირჩხიბი

სჯობს, ერთ საკითხზე კონცენტრირდეთ და დადოთ მაქსიმალური შედეგი.

ლომი

შეეცადეთ რაციონალურად დახარჯოთ თქვენი ენერგეტიკული რესურსი. მეტი დაისვენეთ, გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე.

ქალწული

დიდია მოტყუების ალბათობა. შესაძლოა შემოგთავაზონ მაცდური წინადადება და კარგ ანაზღაურებასაც შეგპირდნენ. შესაძლოა სხვა ქალაქშიც მოგიწიოთ წასვლა. კარგად გაიაზრეთ თითოეული ნაბიჯი.

სასწორი

მოულოდნელი ფინანსები ძალიან გაგახარებთ. ნუ მოინდომებთ ერთბაშად ყველა ოცნების ასრულებას, დაუპირისპირეთ რეალური გეგმები თქვენს სურვილებს, გაფილტრეთ მიზნები და ყველაფერი მარტივად დალაგდება.

მორიელი

შესაძლოა ერთფეროვანმა მოვლენებმა სევდა შემოიტანოს თქვენს ცხოვრებაში, მაგრამ თუ სწორად მიიკვლევთ გზას, სამყაროსგან სიურპრიზიც არ დააყოვნებს, საქმიან სფეროში დიდი კარიერული ნახტომისთვის შეგიძლიათ მოემზადოთ.

მშვილდოსანი

შესაშური ენერგია და კარგი განწყობა წარმატებულ დღეს გპირდებათ. ინტუიცია და აქტიურობა სამომავლოდაც შესამჩნევ შედეგებსა და აღიარებას გპირდებათ.

თხის რქა

შესაძლოა განაახლოთ ადრე წამოწყებული საქმიანობა და ხელშეკრულებაც კი გააფორმოთ პარტნიორებთან. იყავით წინდახედული, განსაკუთრებით ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით, რათა თავიდან აიცილოთ ოჯახური კამათი.

მერწყული

ორიგინალური და საინტერესო იდეებით, შემოქმედებითი მიდგომებითა და შეუპოვრობით არა მარტო უფროსობა, არამედ საქმიანი პარტნიორებიც დაინტერესებიან და ფინანსური პერსპექტივებიც არ დააყოვნებს.

თევზები

მოსალოდნელია გაუთვალისწინებელი ხარჯები, რომელიც შესაძლოა ოჯახის მცირეწლოვან წევრებს უკავშირდებოდეს, მაგრამ ნუ შეშფოთდებით, შრომისმოყვარეობითა და პუნქტუალობით ყველაფერი მალე გამოსწორდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system