თავში

21 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

21 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
21 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

დღეს ეცადეთ ნაკლები ისაუბროთ, გამოიყენეთ თქვენი მომხიბვლელობა თანამოაზრეებისა და მხარდამჭერების მოსაზიდად.

კურო

ნუ მიაქცევთ ყურადღებას სხვათა აგრესიულ გამოხტომებს, ეს სასიამოვნო არაა, მაგრამ მოთმინებით მეტ სარგებელს ნახავთ.

ტყუპები

გულს ნუ გაიტეხთ, ჯერ ადრეა ფარ-ხმალის დაყრა, პირად ურთიერთობებშიც და სამსახურშიც მალე უკეთესი პერიოდი დადგება.

კირჩხიბი

სტაბილურობა, თანმიმდევრულობა და სიმტკიცე საქმიან სფეროში კარგის მაჩენებელია, თუმცა ყველაფერს ერთდ ნუ მოინდომებთ.

ლომი

რთული და მნიშვნელოვანი ბრძოლა გელით წინ წარსულისა და დაკარგულის დასაბრუნებლად. ეს რეალურად შესაძლებელია.

ქალწული

დახმარება თვენივე თავში ეძებეთ, ახლა სჯობს საკუთარი ძალებით იმოქმედოთ და ნუ დაელოდებით სხვებს.

სასწორი

ერთი შეხედვით, ვნებათაღელვა და მხიარული რომანი შესაძლოა ნერვული აშლიოლობის მიზეზი გახდეს და პირიქით, გამართლება სიყვარულში ყოველ განსაცდელს გადაგალახინებთ.

მორიელი

უარი თქვით სასიყვარულო ინტრიგებზე და სულელურ გართობაზე. ფუჭად ნუ დაკარგავთ თვენს ენერგიას და გააკეთეთ რაიმე ღირებული.

მშვილდოსანი

შეეცადეთ იყოთ ფორმაში და სასიამოვნო შთაბეჭდილება მოახდინეთ ყველა ადამიანზე. არის ალბათობა, რომ გარშემომყოფთაგან თქვენთვის საჭირო გავლენიან პერსონას აღმოაჩენთ.

თხის რქა

ზედმეტი სერიოზულობის, ცხოვრებისეულ საკითხებში ზედმეტად ჩაღმავების, კომპლექსების, შეზღუდვების მარყუჟებისგან გათავისუფლდით და წინ წამოსწიეთ იმედი და ოპტიმიზმი.

მერწყული

ნუ დაემდურებით ბედს, ყურადღება მიაქციეთ ცხოვრებისგან მოსულ სიურპრიზებს, პატარ-პატარა წარმატებებს. მადლიერი იყავით იმისა რაც გაგაჩნიათ.

თევზები

ისწავლოთ თუ როგორ გამოიყენოთ თქვენი ნიჭი უკეთესად, დააკვირდით ირგვლივმყოფ ადამიანებს და გამოიყენეთ მათი გამოცდილებები უკეთესი შედეგების მისაღწევად. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system