თავში

21 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

21 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
21 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მე-17-18 დღე. დღეს მთვარისა და იუპიტერის ჰარმონიული ურთიერთობა კომუნიკაბელურობასა და ცნობისმოყვარეობას გააძლიერებს, კეთილგანწყობა, კეთილშობილება, სტუმართმოყვარეობა, ოპტიმიზმი და შემწყნარებლობა,- ეს ისაა, რაც დღეს წინა პლამზე წამოვა. იღბალი დღეს მათ გაუმართლებს, ვისაც წვრილმანებში შანსის დანახვა შეუძლია. 

ეს არის შესაფერისი ღამე დასვენებისთვის, აზრების გადაჯგუფებისთვის და ცნობიერების გადატვირთვისთვის. 

ვერძი

ყველაფერი ჩვეულად მიჰყვება დროის დინებას, მდორედ ერთფეროვნად და ზომიერად, არც რაიმე მოულოდნელი, არც რაიმე ექსტრემალური დღეს არ ჩანს ჰორიზონტზე. დაისვენეთ, მოდუნდით და აღიდგინეთ ძალები.

კურო

დღევანდელი ახალი კავშირები ძალიან სასიკეთო და სასარგებლო იქნება თქვენთვის, დიდი ალბათობით ეს ახალი ურთიერთოები მნიშვნელოვნად დააჩქარებს პოზიტიურ ცვლილებებს თქვენს საქმიან სფეროში და საუკეთესო მეგობრებსაც შეიძენთ.

ტყუპები

იზრუნეთ ირგვლივ მყოფებზე და გააკეთეთ მათთვის რაიმე სარგებლიანი, ასე თქვენს თავსაც დაეხმარებით მოჭარბებული ენერგიისგან გათავისუფლებაში და ჰარმონიაში მოხვალთ საკუთარ თავთან.

კირჩხიბი

იმოქმედეთ გონივრულად და თუ მოწინააღმდეგე მხარის არგუმენტები სამართლიანია - დათმეთ პოზიციები. შეეცადეთ განამტკიცოთ ის, რასაც მიაღწიეთ და იყოთ ურთიერთობებში მოქნილი.

ლომი

ნუ იტვირთავთ უფრო მეტს ვიდრე შეგიძლიათ. კეთილშობილება, მზრუნველობა და ქველმოქმედება შესანიშნავი რამაა, თუმცა არავის აქვს უსაზრღვრო შესაძლებლობები, ამიტომ უფრო გონივრული იქნება საჭიროებისას ერთობლივი მოქმედება.

ქალწული

სიფრთხილე გამოიჩინეთ შეხვედრებისა და მოლაპარაკებების დროს, ნუ შეეცდებით ომრაგი სტანდარტით თამაშს, როგორც არ უნდა მოინდომოთ ვერავის ვერაფერს გამოაპარებთ დღეს და ყველაეფერი დაუფარავად, შეულამაზების გარეშე გამოჩნდება.

სასწორი

შესაძლოა ირგვლივმყოფთა გაოცება გადაწყვიტოთ საკუთარი ნიჭისა და შესაძლებლობების დემონსტრირებით. დღეს მეტად გამძაფრებულია თქვენში თავის წარმოჩენისა და აღიარების სურვილი. ფრთხილად, უხერხულ მდგომარეობაში არ აღმოჩნდეთ.

მორიელი

ნუ იქნებით სხვათა დახმარების იმედად, თვითონაც საკმარისი გონიერება და ძალა გაგაჩნიათ, რომ დამოუკიდებლად გაუმკლავდეთ ნებისმიერ სერიოზულ ამოცანას და წარმატებით გაართვათ თავი სხვადასხვა საქმეს. 

მშვილდოსანი

დაინდეთ გარშემომყოფები და ნუ მოსთხოვთ პასუხს იმაზე, რაც მათ არ ეხებათ, აღიარეთ სხვებთან და საკუთარ თავთანაც თქვენი შეცდომა და მშვიდად, თავდაჯერებულად შეეცადეთ მოიფიქროთ გამოსავალი შექმნილი სიტუაციიდან.

თხის რქა

წარმატების მისაღწევად მეტი ძალისხმევა და დროა საჭირო, არაფერს მოგიტანთ ლოდინი და საქმის გაჭიანურება. მხოლოდ გაორმაგებული შრომა და შეუპოვრობა მიგიყვანთ საბოლოო მიზანთან და არა ვინმე ავტორიტეტული პირის თანადგომა.

მერწყული

ელოდეთ ახალ პერსპექტიულ წინადადებებს და ახალ შემოთავაზებებს, არის ალბათობა ახალ ცხორებისეულ ეტაპზე გადახვიდეთ. შეეცადეთ იყოთ დღეს მეტად პოზიტიური და ოპტიმისტურ განწყობაზე, იკაშკაშეთ თქვენი საუკეთესო თვისებებით.

თევზები

გააფართოვეთ საქმიანი თუ სამეგობრო კავშირები, დაინტერესდით ოჯახის წევრების პრობლემებით, სურვილებით და იზრუნეთ გარშემო ჰარმონიული, მშვიდი ატმოსფეროს შექმნაზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system