თავში

22 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

22 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
22 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარესაღამოს ქალწულის ზოდიაქოს ნიშანში გადადის.

უგეზო მთვარეა 16:05 დან - 17:08 მდე; ამ დროს წამოწყებული საქმეები დიდი ალბათობით შედეგს არ გამოიღებს, ასევე არ არის სასურველი სამედიცინო მანიპულაციების ჩატარება.

ვერძი

დღეს სასურველია დაკავდეთ სასწავლო და შემოქმედებითი საქმიანობით, ასევე შეგიძლიათ მოაწყოთ პირადი სივრცე, ხოლო ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებული საქმეები სამომავლოდ სჯობს გადადოთ.

კურო

ნუ აჰყვებით სხვების კრიტიკულ გამოხტომებს და წარამტებას მიღწევთ ნებისმიერ წამოწყებაში. წარადგინეთ ახალი პროექტი, გაბედულად შეუდექით ახალი გეგმების რეალიზებას, ყველა საქმე სასიკეთო შედეგების მომტანი იქნება.

ტყუპები

დღეს შეეცდებით ყველაფერი გააკეთოთ იმისთვის, რომ უფრო საინტერესო გახადოთ თქვენი ცხოვრება. მოიგონებთ ათას მიზეზსა და საბაბს, რათა განახორციელოთ ის, რაც მიზნად დაისახეთ, თუნდაც ცხრა მთას იქეთ მოგიწიოთ გადაადგილება.

კირჩხიბი

დღეს შეგიძლიათ მოიძიოთ უფრო მაღალანაზღაურებადი და პერსპექტიული სამსახური, შესაძლოა ფულადი სიურპრიზიც გაგიკეთონ, რომელიც დამსახურებული, მაგრამ მოულოდნელი ჯილდო იქნება თქვენი გაკეთებული კეთილი საქმის გამო.

ლომი

ნუ იქნებით სხვებზე დამოკიდებული, ვინაიდან შესაძლოა უსიამოვნო მოულოდნელობებს ჰქონდეს ადგილი, ხოლო ნებისმიერი თქვენი დამოუკიდებელი ქმედება, სწავლის, ბიზნესის, შემოქმედებთი საკითხები, საშინაო საქმეები, სამსახურეობრივი თუ პირადი თემა, სადაც შედეგებზე თავად ხართ პასუხისმგებელი - წარმატებულია.

ქალწული

თქვენთვის მეტად სასიამოვნოდ წარიმართება დღევანდელი დღე, ელოდეთ მოულოდნელობებს და განგების საჩუქარს, შესაძოა ამ დღით ახალი, იღბლიანი ეტაპიც დაიწყოს თქვენს ცხოვრებაში.

სასწორი

არის ალბათობა, რომ სათანადო მომზადებისა და არასაკმარისი ინფორმაციის გამო ხელიდან გაუშვათ კარგი შანსები და ვერ მართოთ სიტუაცია, ამიტომ კარგი იქნება თუ იმ საქმეებით დაკავდებით, რომელშიც თავდაჯერებულად იასპარეზებთ.

მორიელი

გადახედეთ თქვენს საქმეებს, გააცოცხლეთ მივიწყებული, ძველი პროექტები, ამაში დაგეხმარებათ ამ დღის პოზიტიური სიახლეები, ცნობა თუ ინფორმაცია ან ახალი კონტაქტები. სწორედ დღევანდელი ენერგიები გაძლევენ შანსს პროექტის ასამოქმედებლად.

მშვილდოსანი

შესაძლოა დღეს გაგონილმა ჭორებმა ნეგატიური გავლენა იქონიოს თქვენს კარიერაზე, სტატუსზე ან ცხოვრების სტილზე, შესაძლოა სწორედ თქვენს მიერ გავრცელებული ჭორის მსხვერპლი გახდეთ, ამიტომ სიფრთხილე გამოიჩინეთ საკუთარი აზრის გამოთქმისას.

თხის რქა

ნაკლებად დაინტერესდით სხვების საქმეებით, სხვათა წარმატებებით და ყურადღებით აკეთეთ თქვენი საქმეები, გაიხსენეთ განვლილი გზა და ძველი გეგმები, ის თუ როგორ მიაღწიეთ წინსვლას და უკანმოუხედავად აიღეთ გეზი მწვერვალებისკენ.

მერწყული

მთავარი მამოძრავებელი ძალა დღეს ჯანსაღი კონკურენცია და სამართლიანობაა, რაშიც დიდ როლს თქვენი ახლობლები, კოლეგები თუ მეგობრები ითამაშებენ. სწორედ მათი მხარდაჭერით შეძლებთ გაბედული ნაბიჯების გადადგმას და შთამბეჭდავი შედეგების მიღებას.

თევზები

დღეს მეტად ჯიუტად და შეუპოვრად შეეცდებით თქვენი გაიტანოთ და უმოწყალოდ აკრიტიკოთ სხვები, საშუალებას არავის მისცემთ რაიმე სხვაგვარად გააკეთონ ან თქვენს საქმეში ჩაერიონ. ნუ გადაამეტებთ, დაიცავით ზომიერება.

მასალა მომზადებულია ასტროლოგ ქეთი ოდიშელის მიერ

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system