თავში

22 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

22 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
22 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მე-17-18 დღე. დღეს ახლობლებს სურვილი ექნებათ "აღსარება" ჩაგვაბარონ, რჩევების მიცემა საჭირო არაა, დღეს საჭიროა, მოსმენა შევძლოთ. სხვათა შორის, სამსახურში ასევე სასარგებლოა მეტის მოსმენა, ვიდრე ლაპარაკი, ამან შეიძლება საინტერესო შეთავაზებებთან და კარიერულ ზრდასთან მიგვიყვანოს. დღეს არავითარ შემთხვევაში არ იფიქროთ ვინმესთან მანიპულატორობა, შესაძლოა, ცუდი შედეგი მიიღოთ, სასურველია, პირდაპირ და გარკვევით თქვთ, რა გინდათ. 

საჩუქრების არჩევის დროც მოდის. მაღაზიაში წასვლამდე გადაწყვიტეთ, რის შეძენას გეგმავთ, თორემ შეიძლება ბევრი ფული დახარჯოთ სრულიად არასაჭირო ნივთებზე. 

ვერძი

საიმედო მეკავშირეების დახმარებით მნიშვნელოვანი წარმატებები გელოდებათ, ერიდეთ ახალ ნაცნობობას, მეტად დაეყრდენით ინტუიციას.

კურო

მატულობს გაუთვლელი ხარჯების ალბათობა, რომელიც საჭირო იქნება სერიოზული საკითხების მოსაგვარებლად. მოუფრთხილდით ჯანმრთელობას.

ტყუპები

სიფრთხილე გამოიჩინეთ იმ ადამიანების მიმართ, რომლებსაც კარგად არ იცნობთ. დაიცავით საკუთარი ინტერესები.

კირჩხიბი

მეტი ყურადღება მიაქციეთ ახლობლების რჩევას, ამგვარად შეიძლება თავი დააღწიოთ გარკვეულ ხაფანგს, რომელიც თქვენ დაგიგეს. შეცვალეთ მოქმედების სტრატეგია.

ლომი

შეხედეთ თქვენს თავს გვერდიდან, სხვისი თვალით და ეს დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ გაუგებრობები.

ქალწული

მოერიდეთ საეჭვო ადამიანების თავშეყრის ადგილებს. მეტად დაეყრდენით საღ აზრსა და ლოგიკას. მოუფრთილდით ჯანმრთელობას.

სასწორი

ეცადეთ თქვენს მიმართ გამოთქმული კრიტიკა ობიექტურად მიიღოთ, ამით თქვენ უთანხმოებასაც აირიდებთ თავიდან და სასარგებლო გაკვეთილსაც გამოიტანთ არსებული სიტუაციიდან.

მორიელი

წვრილმანი საკითხების გამო მოსალოდნელია გაუგებრობები, რომელიც გარკვეული დროით თქვენს წინსვლას შეაფერხებს.

მშვილდოსანი

მოერიდეთ ხალხმრავლობას, შესაძლოა შეხვდეთ ადამიანს რომელთან შეხვედრასაც დიდი ხანია გაურბოდით, მოერიდეთ სარისკო ქმედებას და გაუფრთილდით ჯანმრთელობას.

თხის რქა

შესაძლოა მიიღოთ საჩუქარი ან საქმეში გარკვეულ წარმატებას მიაღწიოთ. დღეს წარმოქმნილ გაუგებრობებს მალე დაალაგებთ. საღამოს მეტი დრო დაუთმეთ მეგობრებსა და საყვარელ ადამიანებს.

მერწყული

დიდია ალბათობა შეხვდეთ იმ ადამიანს, რომელსაც ერთ დროს თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლი ეკავა. დღე სასიამოვნოდ ჩაივლის.

თევზები

დღეს მოგიწევთ ძველი დაპირებების შესრულება. ეცადეთ ნებისმიერ გაუგებრობასა თუ რთულ სიტუაციას მეტი გაგებით მოეკიდოთ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system