თავში

22 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

22 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
22 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მე-18-19 დღე. დღეს კირჩხიბის ნიშანზე გადასული მთვარე ნებისმიერ სიტუაციაში სენსიტიური განწყობები იმძლავრებს ისეთ თემებზე, როგორიცაა სამშობლო, სახლი, სულიერი საწყისები, რასაც ვერცერთი ემოცია ვერ ჩაანაცვლებს. ამაზე ფიქრი მოუწევთ „მსოფლიოს მოქალაქეებსაც“ , ერთი სიტყვით, წარსულის გახსენების დროა.

ამავდროულად, გადაწყვეტილებების და დასკვნების და არჩევანის გაკეთების დროა, შესაძლოა მოგიწიოთ კომპრომისის ძიება. მთავარია , ნაჩქარევად გადაწყვეტილება არ  მიიღოთ. 

არასასურველია გრძელ მოგზაურობაში გამგზავრება, ჯობს, მოგზაურობა რამდენიმე დღით გადადოთ.

ვერძი

კარგი დღეა ახალი ნაცნობობისთვის, საჭირო ადამიანების მოსაზიდად, როგორც რეალურ ასევე ინტერნეტ სივრცეში. შეეცადეთ ნაკლებად იკამათოთ და არ დაუპირისპირდეთ ახლობლებს.

კურო

ნუ მიატოვებთ დაწყებულ საქმეს შუა გზაზე და მოიძიეთ მოკავშირეები, რათა წარმატებით გაართვათ თავი და ბოლომდე მიყვანოთ თქვენი ჩანაფიქრები, თუმცა ერიდეთ ინტრიგებს.

ტყუპები

შესაძლოა მწვავე კამათში ჩართვა მოგიწიოთ, თუმცა ეს საქმისათვის სასარგებლოც იქნება. სასურველია თავი შეიკავოთ და არ დახარჯოთ ძალა და ენერგია ისეთ საკითხებზე, რომლებშიც, ნაკლებად ერკვევით ან თქვენ არ გეხებათ.

კირჩხიბი

შესაძლოა გავლენიანი ადამიანი გაიცნოთ, რომელიც დიდ ცვლილებებს შეიტანს თქვენს ცხოვრებაში, ან შესაძლოა გამოჩნდეს დიდი ძალაუფლების მქონე პიროვნება, რომელიც მფარველობას გაგიწევთ კარიერულ გზაზე.

ლომი

პლანეტა ვენერა და მზე სიყვარულსა და აღიარებას გპირდებათ გამოიყენეთ ამ პლანეტების კეთილგანწყობა და იზრუნეთ შემოსავლების ზრდაზე. მეტად იურთიერთეთ იმ ადამიანებთან, რომლებიც დაგეხმარებიან თქვენს საქმიანობაში.

ქალწული

შესაძლოა სურვილი გაგიჩნდეთ დაასრულოთ მოსაწყენი დღეების სცენარის წერა და სხვაგან, სხვა ადგილას ან სხვა სფეროში დაიწყოთ რაიმე სიახლის ძიება, რაც სიხარულსა და ბედნიერებას მოგიტანთ. ნუ გათქვამთ საიდუმლოს.

სასწორი

საქმისადმი ენერგიული და პროფესიონალური მიდგომით წარმატებას მიაღწევთ და სანდო პარტნიორებთან ერთად შესაძლოა რაიმე გრანდიოზული პროექტიც დაიწყოთ. შესაძლოა ახალი შემოსავლის წყარო გაგიჩნდეთ.

მორიელი

წარმატებას მოგიტანთ მოულოდნელი და არასტანდარტული იდეები. შესაძლოა საქმიანი პარტნიორისგან მიიღოთ ახალი წინადადება ან პერსპექტიული შემოთავაზება. მოუფრთხილდით ჯანმრთელობას.

მშვილდოსანი

ნუ გადადებთ სამომავლოდ თქვენი გეგმების რეალიზებას. იზრუნეთ საკუთარი თავისა და მიღწევების წარმოჩენაზე, რათა მიიპყროთ მეტი ადამიანებისა და კლიენტების ყურადღება თქვენს ბიზნესში.

თხის რქა

შესაძლოა ახლობელი ადამიანის რჩევამ სულ სხვაგვარად დაგანახოთ სიტუაცია და მეტი სარგებელიც აღმოაჩინოთ მიმდინარე მოვლენებში, გაითვალისწინეთ, რომ პერსპექტივები იმაზე მომგებიანია, ვიდრე ახლა გგონიათ.

მერწყული

ყურადღება და ზომიერება გამოიჩინეთ ფულთან მიმართებაში, ნურც ისესხებთ და ნურც გაასესხებთ, ასევე სიფრთხილე გმართებთ ღირებულ ნივთებთან, მატულობს დანაკარგების ალბათობა.

თევზები

დღეს უამრავი სიახლე და სასიამოვნო სიურპრიზი გელით. სულ უბრალო საყოფაცხოვრებო საქმეებიც კი შემოქმედებით მიდგომას და საინტერესო გადაწყვეტას მოითხოვს თქვენგან. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system