თავში

22 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

22 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
22 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

საინტერესო, სიახლეებით დახუნძლული და შთამბეჭდავი დღე გელით. შესაძლოა საჩუქრითაც გაგახარონ.

კურო

მეტი ყურადღება გამოიჩინეთ გარშემომყოფთა მიმართ, ნუ იქნებით ეგოისტურად განწყობილი, ნუ ჩაიკეტებით საკუთარ თავში. რთული საკითხების გადაჭრა სჯობს სამომავლონ გადადოთ.

ტყუპები

დღეს მეგობრებთან გარკვეული გაუგებრობების ალბათობაა, შეეცადეთ არ დაკარგოთ წონასწორობა და კეთილგონიერება.

კირჩხიბი

თქვენთვის საკმაოდ დამღლელი და დამთრგუნველია უინტერესო საქმეების შესრულება, თუმცა შექმნილი სიტუაცია გაიძულებთ დროულად მოაგვაროთ ისინი და მცირე უთანხმოებები კონფლიქტში არ გადაიზრდება.

ლომი

მიზანდასახულობა და შრომისმოყვარეობა საშუალებას მოგცემთ, თქვენს წინ გადაშლილი საინტერესო შესაძლებლობები წარმატებით გამოიყენოთ. გარშემომყოფებიც სიმპატიას გიცხადებენ რაც თქვენთვის დიდი მოტივაციაა.

ქალწული

ახლა მოწყენის დრო არაა. დაქვეითებული ენერგოპოტენციალი ხელს გიშლით თქვენი შემოქმეებითი შესაძლებლობებისა და იდეების რეალიზაციაში. ყველაფერი მალე ჩადგება ჩვეულ რიტმში, თუმცა შესაძლოა გაუთვალისწინებელი ხარჯიც გქონდეთ.

სასწორი

თქვენ ახლობლებისგან გაცილებით მეტის მოლოდინი გაქვთ ვიდრე მათ შეუძლიათ, სწორედ ეს ფაქტორი შეიძლება უთანხმოებისა და კონფლიქტის მიზეზი გახდეს.

მორიელი

პირადი ცხოვრება ტრანსფორმაციას საჭიროებს. შეეცადეთ გაერკვეთ საკუთარ თავში და ნურავის მისცემთ თქვენზე მანიპულირების საშუალებას. თქვენ უნდა მოახერხოთ და საკუთარი ძალებით უნდა დაძლიოთ ეს რთული და მტკივნეული პროცესი.

მშვილდოსანი

კარგი იქნება, თუ თქვენს შეცდომებს დროულად აღიარებთ და თქვენი ახირებული სიჯიუტით ტკივილს არ მიაყენებთ ახლობლებსა და საყვარელ ადამიანებს.

თხის რქა

თქვენი მტკიცე ხასიათით შეძლებთ კარგი განწყობის შენარჩუნებასა და პრობლემების მოგვარებას.

მერწყული

ფრთხილად იყავით უცხო და უცნობ ადამიანებთან, რათა არ აღმოჩნდეთ თაღლითი და უკეთური ადამიანების ხაფანგში.

თევზები

ოჯახში ჰარმონიის შესანარჩუნებლად კარგი იქნება გადაწყვეტილებების მისაღებად შინაურების აზრის გათვალისწინება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system