თავში

23 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

23 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
23 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ახლა არ არის მოდუნებისა და დასვენების დროს, იყავით აქტიური და მოქნილი, ელოდეთ ცვლილებებს. ნუ იტყვით უარს ახალ შემოთავაზებებზე.

კურო

შესაძლოა საყვარელმა ადამიანმა სიურპრიზით გაგახაროთ, არ არის გამორიცხული სამსახურიდნაც მიიღოთ მატერიალური საჩუქარი. იყავით მეტად დიპლომატიური და უშუალო კოლეგებისა და ახლობლების მიმართ.

ტყუპები

თუ ირგვლივ სირთულეებმა იჩინა თავი, სჯობს დაფიქრდეთ ცვლილებების აუცილებლობაზე, დაასრულეთ ყველაფერი რაც განვითარების საშუალებას არ გაძლევთ და გაფერხებთ, შემდეგ კი ნაბიჯნაბიჯ დაგეგმეთ სამომავლო გეგმები.

კირჩხიბი

კარგი იქნება დაასრულოთ ძველი საქმეები, ახალი ნაბიჯებისთვის ჯერ ადრეა, სჯობს გაწეროთ სამოქმედო გეგმები და თქვენი სივრცის მოწყობასა და გალამაზებაზე იფიქრეთ.

ლომი

იყავით წინდახედული და კარგად გააანალიზეთ ნებისმიერი შემოთავაზება.დაეყრდენით მხოლოდ საკუთარ თავს, შესაძლოა ვერ ან არ გაგიმართლონ იმედები, არის მოტყუების ალბათობა.

ქალწული

თავი შეიკავეთ ახალი საქმეების წამოწყებისგან, ნუ ჩაერთვებით გარჩევებში. მოირგეთ დამკვირვებლის პოზიცია, ახლა ინიციატივის გამოჩენა არ იქნება თქვენთვის სასიკეთო.

სასწორი

საქმეები სჯობს სამომავლოდ გადადოთ, მეტად დაისვენეთ, მოიწყვეთ კომფორტული გარემო, ჩაერთეთ საახალწლო მზადებაში და შემოიკრიბეთ ირგვლივ ის ადამიანები, რომლებიც თქვენს განწყობაზე სასიკეთოთ ზემოქმედებენ.

მორიელი

საქმიანი დღე გელით წინ, თუმცა ეცადეთ საკუთარ თავს მეტად ასიამოვნოთ, გაიფერადეთ განწყობა, დღე, ბევრი რამე თქვენზე და თქვენს აღქმაზეა დამოკიდებული. რთულ სისიტუაციაში მხარდაჭერისთვის გამოცდილ მეგობრებს მიმართეთ.

მშვილდოსანი

დღეს უმჯობესია მიმდინარე მოვლენებს თვალი შორიდან ადევნოთ. შესაძლოა წარსულმა მოგონებებმა სევდა მოგგვაროთ. მიმართეთ განწყობის ასამაღლებლად თქვენს მეგობრებს.

თხის რქა

სასიკეთო დღეა, შეძლებთ და ბოლომდე მიიყვანთ ყველა მნიშნელოვან საქმეს. საღამო სჯობს ოჯახის წრეში, თქვენთვის ძვირფას ადამიანებთან ერთად გაატაროთ.

მერწყული

აიმაღლეთ განწყობა და გამოიჩინეთ მეტი სიმტკიცე. გქონდეთ საკუთარი თავის იმედი ნებისმიერ სიტუაციაში. პრობლემების გამწვავების შემთხვევაში ნუ ჩამოყრით ყურებს, ყველაფერი მალე დალაგდება.

თევზები

დღეს სჯობს ორიენტირებული იყოთ სამსახურეობრივ საკითხებზე, თქვენი განწყობითა და შეუპოვრობით დასახულ მიზნებს მარტივად მიაღწევთ. ნებისმიერ შემთხვევაში სირთულეებისას გარშემომყოფთა დამხარების იმედი გქონდეთ.

მასალა მომზადებულია ასტროლოგ ქეთი ოდიშელის მიერ

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system