თავში

23 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

23 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
23 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

უგეზო მთვარეა 07:30 - დან 20:35- მდე; შესაბამისად ამ დროს წამოწყებული საქმეები დიდი ალბათობით შედეგს არ გამოიღებს, ამ დროს ასევე არ არის რეკომენდებული სამედიცინო მანიპულაციების ჩატარება.

ვერძი

იყავით მაქსიმალურად თავშეკავებული და მოზომილი კოლეგებთან და ხელმძღვანელობასთან, დიდია გაუგებრობების ალბათობა. თქვენი საყვარელი ადამიანები მეტად გაგიგებენ და მხარდამჭერადაც მოგევლინებიან.

კურო

იყავით მეტად თავშეკავებული. დღე მშვიდ, წყნარ, გარემოში გაატარეთ. ნუ შეეჭიდებით ახალ საქმეებს, შეინარჩუნეთ ემოციური ბალანსი.

ტყუპები

მოუფრთხილდით ფინანსებს. დღეს კომუნიკაბელურობით არ გამოირჩევით, შესაძლოა წვრილმანებზეც გაღიზიანდეთ. ამიტომ მეტად დაისვენეთ და დაკავდით ჩვეული საქმიანობით.

კირჩხიბი

ემოციურ სიმტკიცეზე იზრუნეთ, თქვენი გაღიზიანება ამ დღეებში ძალიან მარტივია, ეცადეთ შეინარჩუნოთ სიმშვიდე და გაგებით მოეკიდოთ სხვა ადამიანებს.

ლომი

სამყაროს ფერხულში ჩაბმულს არ დაგავიწყდეთ თქვენი დაწყებული საქმეების დასრულება. დრო შესაფერისია პატარ-პატარა ცვლილებებისთვის, მცირედისტანციური მოგზაურობებისთვის.

ქალწული

შესაძლოა გარკვეული გაუგებრობებისა და კონფლიქტური სიტუაციების მომსწრე გახდეთ, ეცადეთ მინიმალურად ჩაერთოთ მსგავს პროცესებში. დაისვენეთ და შეინარჩუნეთ სიმშვიდე.

სასწორი

მოაწესრიგეთ პირადი სივრცე, გამოიჩინეთ კეთილგანწყობა და ყურადღება ადამიანების მიმართ.

მორიელი

დაიცავით ზომიერება და დღე მშვენივრად ჩაივლის, მიაქციეთ ყურადღება ჯანმრთელობას. შეგიძლიათ საკუთარი თავის განებივრებაც, პატარ-პატარა შენაძენებით ან სარელაქსაციო პროცედურებით.

მშვილდოსანი

კარგი იქნება, თუ დღეს თუ ჩვეული საქმიანობით დაკავდეთ. აი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად კი არასასურველი პერიოდია.

თხის რქა

ნუ გადაიტვირთებით, გადაანაწილეთ საქმეები დღის ბოლომდე და მოახდინეთ დელეგირება. პირად-სასიყვარულო თემას რაც შეეხება, იყავით მეტად აქტიური და დაკვირვებული.

მერწყული

დღის მთავარი რეკომენდაციაა სიმშიდე. ნუ აყვებით ქაოსს, გაუფრთილდით ჯანმრთელობასა და შეინარჩუნეთ ემოციური ბალანსი.

თევზები

ნუ გაღიზიანდებით ყველა წვრილმანზე, გაიხსენეთ რომ მიმდინარე პერიოდი გამოირჩევა გარკვეული არასტაბილურობითა და კონფლიქტური ტენდენციებით, ეცადეთ ყველაფერს გაგებით მოეკიდოთ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system