თავში

24 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

24 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
24 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარე ტყუპების ზოდიაქოს ნიშანს გადის.

ვერძი

გარემოს შეცვლა და სუფთა ჰაერი სასიკეთოდ აისახება თქვენს ფსიქო-ემოციურ მდგომარეობასა და ჯანმრთელობაზე. მოწყდით ყოველდღიურ რუტინას და გახალისდით, მეგობრების წრეში განტვირთვა დაგეხმარებათ ძალების აღდგენაში.

კურო

სასურველია მეტი ყურადღება გამოიჩინოთ ფინანსებთან დაკავშირებით რაიმე მნიშვნელოვანი შეძენისას სასარგებლო იქნება სხვათა რჩევების გათვალისწინება და ფრთხილი მოქმედება.

ტყუპები

ნუ შეუშინდებით რისკებს, თითოეული ნაბიჯი კარგად გათვალეთ, გაითვალისწინეთ რამდენად სასიკეთო და უსაფრთხო იქნება თქვენი ქმედება და თვითონ იყავით საქმის წარმმართველი.

კირჩხიბი

შესაძლოა დღეს დაგეგმილი წვეულება ან მხიარული გართობა მეგობრების გარემოცვაში არ შედგეს, ვინაიდან საჭირო გახდება დაკავდეთ გარკვეული პრობლემების მოგავრებით.

ლომი

შესაძლოა დღეს საყოველთაო ყურადღების ცენტრში აღმოჩნდეთ, მეტად კმაყოფილი იქნებით შექმნილი გარემოთი, საჭიროა იყოთ უფრო გასხნილი და იუმორით შეხვდეთ მოშურნეების გამოხტომებს.

ქალწული

კარგად გაიაზრეთ და ისე შეარჩიეთ საქმიანი პარტნიორი, მოთოკეთ ემოციები და მიჰყევით ლოგიკას, ნაუცბათევად მიღებულმა გადაწყვეტილებამ და არჩევანმა შეიძლება ყველაფერი გააფუჭოს.

სასწორი

გააკეთეთ რაიმე უჩვეული, არაორდინალური. შესაძლო საკუთარ თავში თეატრალური ნიჭი აღმოაჩინოთ, ან სიმღერის, ხატვის. მოინდომეთ, დღეს უთუოდ შეძლებთ გააოცოთ ირგვლიოვმყოფნი რაიმე სიახლით.

მორიელი

შესაძლებელია გამოჩნდეს ახალი ფინანსური წყარო. ნუ გაუშვებთ ამ შანსს ხელიდან, რადგან საშუალება გექნებათ კარგად გამოიმუშაოთ. დღის მეორე ნახევარი ძალების აღდგენასა და დასვენებას სჯობს დაუთმოთ.

მშვილდოსანი

მოულოდელობის დღეა, შესაძლოა გაიგოთ ისეთი საიდუმლო, რომელიც თავდაყირა დააყენებს თქვენს დღევანდელ გეგმებს... თუმცა არა მარტი დრევანდელს! შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კონცენტრირდით მნიშვნელოვანზე.

თხის რქა

რამდენად უსიამოვნოც არ უნდა იყოს, დღეს აშკარად დაინახავთ, რომ თქვენ ბევრად ხართ დამოკიდებული სხვებზე. მართალია არ გინდათ ამ ფაქტს თვალი გაუსწოროთ, მაგრამ გამოიჩინეთ სიმტკიცე და იმოქმედეთ შესაბამისად.

მერწყული

შეეცადეთ საერთო ენა გამონახოთ ირგვლივმყოფებთან და ნუ აჰყვებით ეჭვებს. ამით შესაძლოა ბევრი გაანაწყენოთ, დაკარგოთ მათ თვალში სანდობაა და კეთილგანწყობა.

თევზები

ზედმეტმა თავდაჯერებულობამ შესაძლოა ცუდი შედეგი გამოიღოს და ადამიანების უნდობლობა გამოიწვიოს თქვენს მიმართ. ეს დღე არ არის საუკეთესო ურთიერთობების დალაგებისთვის, თუმცა ყველაფერი მალე გამოსწორდება.

მასალა მომზადებულია ასტროლოგ ქეთი ოდიშელის მიერ

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system