თავში

23 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

23 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
23 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარე დღის 12 სთ-დან ტყუპების ზოდიაქოს ნიშანშია.

უგეზო მთვარეა 01:28დან - 11:43მდე; ამ დროს წამოწყებული საქმეები დიდი ალბათობით შედეგს არ გამოიღებს, ასევე არ არის სასურველი სამედიცინო მანიპულაციების ჩატარება.

ვერძი

სასურველია შეძლებისდაგვარად ცოტა დრო დაუთმოთ სამსახურეობრივ სფეროს და მეტი დრო გამონახოთ პირად თემებთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებისთვის. იზრუნეთ ჯანმრთელობაზე.

კურო

ჯანსაღად და მიუკერძოებლად შეხედეთ თქვენ ცხოვრებას, მიზნებს, გააანალიზეთ ყოველდღიურობა და გააკეთეთ შესაბამისი დასკვნები, რათა სამომავლოდ თავიდან აიცილოთ ჯანმრთელობის პრობლემები.

ტყუპები

დღეს დიდი ალბათობით მოგიწევთ გეგმების შეცვლა, ვინაიდან შესაძლებლობა გიჩნდებათ გააკეთოთ უფრო მნიშვნელოვანი და საჭირო რამ, ვიდრე მოფიქრებული გქონდათ. მიჰყევით ცხოვრების დინებას, განგება თქვენს მხარესაა.

კირჩხიბი

შესაძლოა აღმოაჩინოთ, რომ დაიკარგეთ და საკუთარ თავს ვეღარ პოულობთ: ხედავთ კარგ თანამშრომელს, მზრუნველ ნათესავს, კარგ მრჩეველს, მაგრამ „თქვენ“ სად ხართ? დროა დაფიქრდეთ ამაზე.

ლომი

დღეს ძირითადად ოჯახური საკითხებით იქნებით დაკავებული, სხვადასხვა საყოფაცხოვრებო წვრილმანი თუ ტექნიკის გაუმართაობა თქვენი ჩარევის გარეშე ვერ მოგვარდება, ეს კი თქვენი გეგმების შეცვლას განაპირობებს.

ქალწული

რაც არ უნდა გაგიკვირდეთ დღეს მიიღებთ იმას, რასაც დიდი ხანია გპირდებოდნენ, საქმის ამგვარი შემობრუნება ძალიან დადებითად განგაწყობთ ახლობლების და მეგობრების მიმართ რაც ისევ თქვენზე აისახება სასიკეთოდ.

სასწორი

მოიფიქრეთ და დაგეგმეთ ყოველი წვრილმანი ისე, რომ ვერავითარმა მოულოდნელობამ ვერ შეაფერხოს ძირითადი გეგმის განხორციელება, სწორედ ამგვარი ქმედება გაგიყვანთ წარმატების გზაზე.

მორიელი

სასურველია მეტი მოქნილოა, დიპლომატია გამოიჩინოთ და მოთოკოთ ამბიციები. ნუ დაივიწყებთ ზომიერებას და გახსოვდეთ, რომ საქმის სამომავლოდ გადადება დაბრკოლებების წინაპირობაა.

მშვილდოსანი

გადაწყვეტილების მიღების შემთვევაში კარგად აწონეთ ყველა დადებითი და უარყოფითი შედეგი, შესაძლოა გაუაზრებელმა დასტურმა შემოთავაზებულ საქმეზე მხოლოდ იმედგაცრუება მოგიტანოთ და მიზანს დაგაშოროთ.

თხის რქა

ცხოვრებისეული დრამატიზმითა და მოწყენილობით გაჯერებული დღეა, რომელიც ნეგატიურად აისახება თქვენს ჯანმრთელობაზე. საუკეთესო გამოსავალია განმარტოვდეთ და თქვენს შინაგან მდგომარეობაზე იმუშაოთ.

მერწყული

იზრდება თქვენი ენერგიულობა და თავდაჯერებულობა, შესაძლოა შეიცვალოთ იმიჯიც, რაც განწყობაზეც მოახდენს გავლენას. იყავით ის ვინც ხართ, იმოქმედეთ ისე, როგორც საკუთარი გონება გკარნახობთ და არ მიაქციოთ ყურადღება იმას, თუ რას იტყვიან სხვები.

თევზები

შეეცადეთ ირგვლივმყოფთა მიმართ კეთილგანწყობილი იყოთ და მცირე გაუგებრობების გამო ვინმეს არ მიაყენოთ ტკივილი და არ გაანაწყენოთ. ამით მხოლოდ მოგებული დარჩებით და მომავლისთვის კარგ მხარდამჭერებს შეიძენთ.

მასალა მომზადებულია ასტროლოგ ქეთი ოდიშელის მიერ

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system