თავში

23 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

23 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
23 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

შეინარჩუნეთ სიმშვიდე. ნუ მისცემთ საშუალებას ნეგატიურ აზრებსა თუ მოვლენებს თქვენს ცხოვრებაში ქაოსი და შფოთი შეიტანონ.

კურო

გადადეთ სამომავლოდ სერიოზული საკითხების გადაწყვეტა, მაგრამ თუ აუცილებლობა მოითხოვს, არ ენდოთ მხოლოდ ზეპირ ურთიერთობებს, ყველა დეტალი წერილობითი ფორმით დააფიქსირეთ.

ტყუპები

დღეს უკეთესი იქნება თუ ზედმეტად არ ჩაეძიებით მოვლენებში და მეტად მიენდობით პირველ შთაბეჭდილებას.

კირჩხიბი

შესაძლოა დღეს აგრესიულობამ და ემოციურმა არასტაბილურობამ არასასურველი ნაბიჯი გადაგადმევინოთ და მერე ძალიან ინანოთ.

ლომი

შეეცადეთ კორექტივები შეიტანოთ თქვენს საქმიანობაში დროისა და მოვლენების გათვალისწინებით, შესაძლოა ეს დღე მეტად პროდუქტიული აღმოჩნდეს სამომავლო პერსპექტივების კუთხით.

ქალწული

თუ გაითვაისწინებთ უფროსი თაობის რჩევებს და გამოცდილებებს დღე მეტად ნაყოფიერი იქნება. თქვენი ჭკუა-გონება საკმაოდ პოზიტიურად და საქმიანადაა მომართული.

სასწორი

შეეცადეთ თვალი მიადევნოთ გარემოებებს, საჭიროების შემთხვევაში ხმა აიმაღლოთ და დაასაბუთოთ თქვენი პოზიციის უპირატესობა, არ მისცეთ საშუალება მოწინააღმდეგეებს თქვენს ზურგს უკან ფარულად იმოქმედონ.

მორიელი

თუ რაციონალურად იმოქმედებთ, იუმორითა და ასასტანდარტული აზროვნებით შეძლებთ თავი გაართვათ მოულოდნელ რთულ სიტუაციას და მიიღოთ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება.

მშვილდოსანი

მღელვარებით აღსავსე დღე გელით, შესაძლოა ეს გამოწვეული იყოს მნიშვნელოვან ადამიანებთან შეხვედრის გამო, შეეცადეთ თავი წარმოაჩინოთ სასიკეთო მხრიდან და მოიპოვოთ მათი კეთილგანწყობა.

თხის რქა

მოუფრთხილდით ჯანმრთელობას, წინააღდეგ შემთხვევაში თქვენი საინტერესო წამოწყებები და საქმიანობა სერიოზული საფრთხის წინაშე აღმოჩნდება. ახლა გაჩერების დრო არ არის!

მერწყული

იმოქმედეთ გაბედულად და სწრაფად გადადგით ნაბიჯი, ნუ შეგაშინებთ თუ საწყის ეტაპზე სირთულეებს გადააწყდებით, ახლობლების და კეთილმოსურნეების დახმარებით თქვენ გაცილებით უკეთეს შედეგებს მიიღებთ, ვიდრე საერთოდ ელოდით.

თევზები

საინტერესო შეხვედრები გელით, მაგრამ არ დაგავიწყდეთ თქვენი ძველი მეგობრები, რომლებიც მხარში გედგნენ ჭირსა და ლხინში, მათთან ბევრი საერთო გაკავშირებთ, ისინი უფრო სანდონი არიან. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system