თავში

23 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

23 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
23 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

უგეზო მთვარეა 21:31 დან - დღის ბოლომდე; შესაბამისად ამ დროს წამოწყებული საქმეები დიდი ალბათობით შედეგს არ გამოიღებს, ასევე არ არის ამ დროს რეკომენდებული სამედიცინო მანიპულაციების ჩატარება.

ვერძი

შესაძლოა მნიშვნელოვანი ცვლილებების წინაშე აღმოჩნდეთ. მოიფიქრეთ ახალი იდეები, აღადგინეთ მივიწყებული ურთიერთობები - ამ ეტაპზე ეს ძალიან საჭირო ნაბიჯია.

კურო

მოსალოდნელია სამსახურეობრივი კონფლიქტები და უთანხმოება, კარგი იქნება თუ მშვიდობის მტრედის როლს მოირგებთ და შეარიგებთ დაპირისპირებულ მხარეებს. ახლა კომპრომისი მომგებიანია.

ტყუპები

ცხოვრების შეცვლა თუ გსურთ ახლა ახალი შესაძლებლობები გამოჩნდება. მთავარია შეცვალოთ ხედვა, დაარღვიოთ სტერეოტიპები, რომლებიც ადრე ხელ-ფეხს გიკრავდათ.

კირჩხიბი

შეგიძლიათ იზრუნოთ ფინანსური საკითხების მოგვარებაზე. თამამად შეიძინეთ ნივთი, რომელზეც კარგა ხანია ფიქრობდით. მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას ნაჩქარევად.

ლომი

ელოდეთ ცვლილებებს, ნაკლებად დაიტვირთეთ თავი, დაზოგეთ ენერგია. იზრუნეთ ჯანმრთელობაზე, სასარგებლოა გამაჯანსაღებელი ვარჯიშები და პროცედურები.

ქალწული

იყავით წინდახედული და ყურადღება გაამახვილეთ კომპიუტერებისა და სხვა საკომუნიკაციო საშუალებებზე. შესაძლოა გარკვეულმა ტექნიკურმა ხარვეზებმა იჩინოს თავი, რაც პრობლემებს შექმნის თქვენს საქმიანობაში.

სასწორი

დღეს პარტნიორული კავშირებიდან შესაძლოა გამოიკვეთოს ვისი ნდობა შეიძლება გქონდეთ და ვისი არა. დაეყრდენით მხოლოდ საკუთარ თავს და ძალებს.

მორიელი

იმოქმედეთ საკუთარი მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის. ამ პერიოდში ახალმა ნაცნობობამ შესაძლოა მომავალში მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს. საკმაოდ აქტუალურია ასევე პირად-სასიყვარულო თემა.

მშვილდოსანი

დაკავდით მოლაპარაკებებით, მოიძიეთ საჭირო ინფორმაცია, შეხვდით პარტნიორებს, ელოდეთ სასიამოვნო, სასიკეთო ინფორმაციებს და ახალი იდეების შთამბეჭდავ შედეგებს.

თხის რქა

ახლა დროა მოიცალოთ გადადებული საშინაო საქმეებისთვის, მოაწესრიგეთ თქვენი გარემო, თუ საჭიროა იზრუნეთ რეკონსტრუქციაზეც, ამით ოჯახის წევრებსაც გაახარებთ და კომფორტული სივრცით თავადაც კმაყოფილი დარჩებით.

მერწყული

მოიფიქრეთ რაიმე ისეთი საქმიანობა, რომლითაც ოჯახის ყველა წევრი სარგებლიანად დაკავდება. მაგ: წამოიწყეთ ბინის კოსმეტიკური რემონტი. თუ ახლობლებმა დახმარებისთვის მოგმართეს, აუცილებლად აგრძნობინეთ მათ თქვენი მხარდაჭერა.

თევზები

მნიშვნელოვანი შეხვედრებისა და მოლაპარაკებების დღეა. ყურადღებას ნუ მოადუნებთ დეტალების მიმართ, რათა შემდეგში პრობლემებმა არ იჩინოს თავი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system