თავში

24 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

24 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
24 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

უგეზო მთვარეა 02:52 დან - 14:55 მდე; ამ დროს წამოწყებული საქმეები დიდი ალბათობით შედეგს არ გამოიღებს, ასევე არ არის ამ დროს რეკომენდებული სამედიცინო მანიპულაციების ჩატარება.

ვერძი

ეცადეთ დღე მშვიდ, წყნარ გარემოში გაატაროთ. მოერიდეთ ემოციურად არასტაბილურ ადამიანებთან ურთიერთობას. დაკავდით საქმეებით, რომელიც სიამოვნებას განიჭებთ.

კურო

მეტი ყურადღება დაუთმეთ პირად-სასიყვარულო და ოჯახურ თემებს, მეტი გაგებით მოეკიდეთ საყვარელ ადამიანს, იყავით დამთმობი, ამგვარად მარტივად მოაგვარებთ ნებისმიერ საკითხს.

ტყუპები

მოიქეცით გონივრულად და გახსოვდეთ, რომ პრობლემისგან გაქცევა არ ნიშნავს მათ მოგვარებას. იყავით მხოლოდ საკუთარი თავის იმედად და ნუ დაელოდებით მხსნელს, იმოქმედეთ იმ რესურსით რომელიც გაგაჩნიათ.

კირჩხიბი

დღე საკმაოდ ქაოტური და უამრავი წვრილმანი საქმეებით დატვირთული იქნება. ეცადეთ გადაახარისხოთ მნიშვნელოვანი საქმეები და მათ მეტი დრო გამოუყოთ. ნუ გაანდობთ თქვენს სამომავლო გეგმებს ახალ გაცნობილ ადამიანებს.

ლომი

გახალისდით, განიტვირთეთ, მოიწყვეთ სასიამოვნო დღე. თუ გაქვთ ამის საშუალება, რამდენიმე დღით ქალაქგარეთ, სუფთა ჰაერზე, საყვარელი ადამიანების გარემოცვაში დაისვენეთ.

ქალწული

მოუფრთხილდით ჯანმრთელობას და იზრუნეთ ენერგო-ტონუსის ამაღლებაზე. სასურველია მოერიდოთ ფიზიკურ დატვირთვას, შრომატევად საქმიანობას და მეტად დაისვენოთ.

სასწორი

ჩვეული რუტინული საქმეებით დახუნძლული დღეა, მიჰყევით დღის გეგმებს, ეცადეთ დაისვენოთ და აიმაღლოთ ენერგო-ტონუსი. წინ ნაყოფიერი საქმეები გელით.

მორიელი

კარგი შესაძლებლობებით აღსავსე დღეა, გადახედეთ ძველ საქმეებს, საბუთებს, ეცადეთ ბოლომდე მიიყვანოთ დაწყებული პროექტები და სამუშაო. საჭიროების შემთვევაში დახმარებისთვის გამოცდილ, ძველ მეგობრებს მიმართეთ.

მშვილდოსანი

მშვენიერი დღეა, წარმატებით დაგვირგვინდება ნებისმიერი საქმიანობა, გაუზიარეთ თქვენი დადებითი მუხტი საყვარელ ადამიანებს. მოერიდეთ კამათსა და გარჩევებს.

თხის რქა

მოუსმინეთ საკუთარ სხეულს, დაისვენეთ თუ ამის საჭიროებას იგრძნობთ. მეტი დრო გაატარეთ თქვენთვის კომფორტულ ადამიანებთან. დაკავდით იმ საქმით, რომელიც სიამოვნებას განიჭებთ.

მერწყული

აქტიური დღეა, გამოიყენეთ თქვენი უნარები და შესაძლებლობები. თქვენთვის ძვირფასი ადამიანებისგან ელოდეთ სიურპრიზებს, თუმცა არ დაგავიწყდეთ მათთვისაც რაიმე სასიამოვნოს მომაზადება.

თევზები

შესაძლოა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების წინაშე აღმჩონდეთ, თუმცა ყველაფერს კარგად გაართმევთ თავს და საკუთარი არჩევანის ეფექტურობაშიც მალე დარწმუნდებით. ახლა მთავარია არ იჩქაროთ.

მასალა მომზადებულია ასტროლოგ ქეთი ოდიშელის მიერ

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system