თავში

24 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

24 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
24 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მე-20-21 დღე. დღის მთავარი თემები ინფორმაცია და კომუნიკაცია იქნება. საღამოს თქვენ მოგეცემათ შანსი,  იპოვოთ სწორი გზა, შესაფერისი ადამიანი, პერსპექტიული თემა ან მონაცემთა სანდო წყარო. 

მოლაპარაკებები და მოგზაურობა უმჯობესია დაგეგმოთ დღის ბოლოს. მთვარისა და მერკურის ურთიერთქმედება ხელს შეუწყობს საზღვარგარეთ საჭირო კონტაქტების დამყარებას.

ვერძი

იყავით მეტად წინდახედული, კონტროლი გაუწიეთ სიტყვებს, მეტად ორიენტირდით საქმეებზე. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას.

კურო

თქვენთვის საკმაოდ ნაყოფიერი დღეა, მითუმეტეს შემოქმედებითი კუთხით. სამსახურში ცვლილებების ალბათობა დიდია.

ტყუპები

ფინანსური და კარიერული საკითხებისთვის კარგი დღეა. ეცადეთ ნაკლები ისაუბროთ, არ აყვეთ ჭორებს, გათავისუფლდით არასასურველი ემოციებისგან, კონტაქტებისგან.

კირჩხიბი

იყავით დაკვირვებული, ფრთხილი. ნუ გამოიჩენთ ინიციატივას. დანაკარგების ალბათობა დიდია.

ლომი

დრო დაუთმეთ თქვენი ნიჭისა და ტალანტების გამოვლენას, თვითგანვითარებას. იყავით მომთმენი და დაკვირვებული.

ქალწული

ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას, ნუ გადაიტვირთებით, თავს მიეცით დასვენების საშუალება. შესაძლოა სახლში სტუმრიანობა გქონდეთ.

სასწორი

დაიცავით ბალანსი. ნუ იქნებით გამომწვევი მოლაპარაკებებსა და შეხვედრებზე, ამით მოშურნეებს ზედმეტად არ გააღიზიანებთ, საჭირო ადამიანების ყურაღებას კი თქვენი მომხიბვლელობით ისეც დაიმსახურებთ.

მორიელი

წარმატებული დღეა, ნებისმიერ სფეროში თითქოს ცვლილებების მოლოდინი გაქვთ. მორიგებები, შერიგებები, მოლაპარაკებები ყველაფერი სათქვენოდ მუშაობს. ასე რომ იმოქმედეთ!

მშვილდოსანი

საქმე, სამსახური, დღე მშვენიერი შესაძლებლობებითაა სავსე, რასაც ვერ ვიტყვით სასიყვარულო სფეროზე. ცვლილებების წყურვილი გამოძრავებთ, რაც შესაძლოა კარგად დაგვირგვინდეს კიდეც მაგრამ არა დღესვე.

თხის რქა

ეს წორედ ის დღეა, როდესაც უმჯობესია იყოთ კულისებში, მიეცით საკუთარ თავსაც და სხვებსაც მშვიდ, წყნარ ვითარებაში საქმის , შესრულების საშუალება. ნუ წამოიწყებთ ნურაფერს ახალს, დაკავდით ყოველდღიური საქმით.

მერწყული

იყავით თანმიმდევრული, ქრონოლოგიური, ნუ იჩქარებთ, თქვენ ყველაფერს მოაგვარებთ, მთავარია დამშვიდდეთ, დაისახოთ სტრატეგია. საღამოს ნუ იტყვით უარს განტვირთვაზე.

თევზები

შესაძლოა სამსახურში გაუგებრობებს ჰქონდეს ადგილი, რაც შემდგომ ფინანსურ მდგომარეობაზე შეძლება აისახოს, სხვა მხრივ დღე მშვიდად ჩაივლის კარგია მედიტაცია, წყლის პროცედურები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system