თავში

24 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

24 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
24 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

უგეზო მთვარეა 14:44დან - 19:05მდე; შესაბამისად ამ დროს წამოწყებული საქმეები დიდი ალბათობით შედეგს არ გამოიღებს, ასევე არ არის ამ დროს რეკომენდებული სამედიცინო მანიპულაციების ჩატარება.

ვერძი

მშვენიერი დღეა, მნიშვნელოვანი საქმეები წარმატებულად წარიმართება. იმოქმედეთ, გამოიყენეთ შესაძლებლობები, რომელსაც სამყარო უხვად გთავაზობთ.

კურო

შეეჭიდეთ მნიშვნელოვან საქმეებს, ეცადეთ დამოუკიდებლად აღმოფხვრათ წარმოქმნილი სირთულეები, დღის მეორე ნახევარი კი მშვიდ, წყნარ გარემოში სჯობს გაატაროთ.

ტყუპები

იმოქმედეთ, გამოიჩინეთ ინიციატივა, დღეს რამდენიმე საქმეს ერთადაც კი გაართმევთ თავს. მთავარია ყურადღება არ გაგეფანტოთ უმნიშნელო საკითხებზე. მოლაპარაკებებისას იმპროვიზაცია არ არის გამართლებული.

კირჩხიბი

დაიკმაყოფილეთ ცნობისმოყვარეობა, მოიძიეთ ყველა საჭირო ინფორმაცია, რომელიც კონკურენტებსა და თქვენს მოწინააღმდეგეებს ეხებათ. სასიკეთო დღეა სასწავლო კურსების დასაწყებად.

ლომი

იმოქმედეთ გონივრულად და სტრატეგიულად, მხოლოდ კარგად გათვლილი ნაბიჯებით, მშვენიერი დღეა იმისათვის, რომ დაანახოთ ყველას - ღირსეული ქმედებით ყოველთვის მისაბაძი იქნებით.

ქალწული

დღეს სამსახურში ნუ მოირგებთ ინიციატორის როლს, მეტად განიტვირთეთ, დაურეკეთ, შეხვდით მეგობრებს და მოიკრიბეთ ძალები ახალი მიზნების განხორციელებისთვის.

სასწორი

მოთმინება დღევანდელ სიტუაციებში მეტად წაგადგებათ, დამშიდდით, შეინარჩუნეთ ემოციური ბალანსი, აიმაღლეთ ენერგო-ტონუსი.

მორიელი

ეს დღე ჯობია საოჯახო საკითხების მოგვარებას მიუძღვნათ. შესაძლოა წარსულ აჩრდილებთან შეხვედრამ თქვენში უსიამოვნო გრძნობები განაახლოს.

მშვილდოსანი

დაიცავით ზომიერება ნებისმიერ სფეროში, თავი შეიკავეთ საყიდლებზე მარტო წასვლისგან, რადგან შესაძლოა ფინანსები უმნიშნელო ნივთების შეძენაში გაგეფანტოთ. არის დანაკარგების ალბათობაც.

თხის რქა

ყველაფერი თქვენი სურვილისამებრ ვითარდება, მეგობრული მიდგომით მეტად მოგებული დარჩებით, მოუსმინეთ კოლეგებსა და პარტნიორებს, გადაწყვეტილება კი ახლებური მიდგომებით, საერთო ინტერესებიდან გამომდინარე მიიღეთ.

მერწყული

მოუფრთხილდით ურთიერთობებს როგორც ოჯახის წევრებთან ასევე კოლეგებთან, არის უთანხმოების წარმოქმნის ალბათობა. ახალს ნურაფერს შეეჭიდებით, თუმცა დღე სასურველია ძველი საკითხების განახლება- მოგვარებას დაუთმოთ.

თევზები

გაცილებით მეტს მიაღწევთ დიპლომატიითა და ტკბილი სიტყვით ვიდრე რადიკალური მიდგომებით, გამოიყენეთ თქვენი შარმი და მოქნილობა ნებისმიერ სფეროში, სწორედ ეს გჭირდებათ ახლა წარმატებისთვის.

მასალა მომზადებულია ასტროლოგ ქეთი ოდიშელის მიერ

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system