თავში

24 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

24 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
24 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

უგეზო მთვარეა 06:08 დან 17:20 მდე; შესაბამისად ამ დროს წამოწყებული საქმეები დიდი ალბათობით შედეგს არ გამოიღებს, ასევე არ არის ამ დროს რეკომენდებული სამედიცინო მანიპულაციების ჩატარება.

ვერძი

წარსულს ვერ შეცვლით, ასე რომ ნუ გამოეკიდებით დაშვებულ შეცდომებს. შეეცადეთ იყოთ რაციონალური, გადაერთეთ აწმყოზე, შეცვალეთ ის თუ არ მოგწონთ გარემოებები და იფიქრეთ მომავალზე.

კურო

დღეს თქვენი მონდომება და ძალისხმევა დაფასდება. იფიქრეთ საკუთარ იმიჯსა და ჯანმრთელობაზე. საქმე მნიშვნელოვანია, მაგრამ გართობა და დასვენებაც არ დაგავიწყდეთ.

ტყუპები

ზედმეტ ტვირთს ნუ წამოიკიდებთ მხრებზე. გადაანაწილეთ თქვენი ძალები და გამონახეთ დრო დასვენებისთვის.

კირჩხიბი

ნუ დაიგროვებთ საქმეებს, მიჰყევით ყველაფერს ეტაპობრივად, მომგებიანი იქნება ძველი საქმის დასრულება, ეს დაღლილობასაც დაგავიწყდებთ და თან ძალასა და სტიმულს შეგმატებთ სამომავლო ქმედებისთვის.

ლომი

შესანიშნავი დროა იმისთვის რომ სუფთა ფურცლიდან დაიწყოთ პირადი ცხოვრება, ან არსებულ ურთიერთობაში მეტი ფერები შეიტანეთ.

ქალწული

ნუ ითამაშებთ გრძნობებით, მეტი სერიოზულობით მოეკიდეთ ურთიერთობებს როგორც პირად-სასიყვარულო სფეროში, ასევე სამსახურში კოლეგებთან.

სასწორი

სიტუაციები შინ თუ გარეთ უფრო ჯანსაღდება შესაბამისად პოზიტიური განწყობა და სიცოცხლის ხალისიც მატულობს.

მორიელი

გაანებივრეთ თქვენი თავი ლამაზი და მშვენიერი წუთებით, დაუკავშირდით მეგობრებს, ახლობლებს, იყავით გულწფელი, ყურადღება მიაქციეთ კვებასა და ჯანმრთელობას.

მშვილდოსანი

მეტი ყურადღება დაუთმეთ თქვენს გარეგნობას, გახსოვდეთ რომ ახლა თქვენი იმიჯი ბევრ სხვა სფეროზე აისახება.

თხის რქა

ფრთილად იყავით ახალ ნაცნობობასთან, ახლა სასიყვარულო თავგადასავლები შესაძლოა დიდ პრობლემად გადაიქცეს.

მერწყული

ცხოვრებაში სამუშაოს გარდა ბევრი რამ არის საინტერესო. მეგობრები, თქვენი ჰობი, სპორტი....ეს ყველაფერი ძალებითა და ოპტიმიზმით გავსებთ, გარდა ამისა მეტ ხიბლს შეიტანს თქვენს ყოველდღიურობაში.

თევზები

ნუ დაელოდებით სხვა ადამიანებს, ვერავინ გაგიფერადებთ ცხოვრებას, გამოიჩინეთ მეტი ენთუზიაზმი და სიახლეები თავად შეიტანეთ ურთიერთობებში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system